პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა
როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემ შვილს მოს­წავ­ლის სამ­გზავ­რო ბა­რა­თი გა­უ­ტყდა და აღ­დგე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა გზა სა­სურ­ვე­ლი ბა­რა­თის მო­სა­პო­ვებ­ლად. ამის­თვის პირ­ველ რიგ­ში სკო­ლა­ში უნდა მიხ­ვი­დეთ, სა­დაც და­წერთ გან­ცხა­დე­ბას დი­რექ­ტო­რის სა­ხელ­ზე, რათა მოგ­ცენ ცნო­ბა, რომ თქვე­ნი შვი­ლი ნამ­დვი­ლად სწავ­ლობს ამ სკო­ლა­ში. თუ გა­გი­მარ­თლათ, გან­ცა­დე­ბი­დან რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში და­გი­რე­კა­ვენ და გე­ტყვი­ან, რომ ცნო­ბა მზად არის.

თუ კი­დევ უფრო გა­გი­მარ­თლათ და დი­რექ­ცი­ა­ში ვინ­მე ამ სა­კი­თხში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი შეგ­ხვდათ, აგიხ­სნით, რომ ცნო­ბა და ჯა­რი­მის ქვი­თა­რი უნდა წა­ი­ღოთ ვაჟა-ფშა­ვე­ლას ბო­ლო­ში, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და მხო­ლოდ ამის მერე მი­ი­ღებთ ნა­ნატრ ბა­რათს. თუ ნამ­დვი­ლად იღ­ბლი­ა­ნი ხართ და დი­რექ­ცი­ა­ში ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც მოგ­ცეს, სა­დაც თან­ხა უნდა ჩა­რი­ცხოთ, ბან­კი­დან მე­ო­რედ სკო­ლა­ში მის­ვლა აღარ მო­გი­წევთ. და თუ ბედი იმი­ტომ გწყა­ლობთ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დროს მთვა­რე მარ­სის ეტ­ლში იყო შე­სუ­ლი, შვი­ლის პი­რა­დო­ბაც აღ­მო­გაჩ­ნდე­ბათ ჩან­თა­ში და ჯა­რი­მას ბან­კში სწო­რედ კონ­კრე­ტუ­ლი გვარ- სა­ხე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­ი­ხა­დით.

მე უიღ­ბლო აღ­მოვ­ჩნდი და ამ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ერთი კვი­რა დამ­ჭირ­და. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა ეს პრო­ცე­დუ­რა რომ გა­ვი­ა­რე და ნა­ნატ­რი ცნო­ბა და ქვი­თა­რი ჩა­ვი­დე ჩან­თა­ში, გა­ვე­მარ­თე ბიბ­ლი­ო­თე­კის­კენ. სამ­წუ­ხა­როდ, ზუს­ტად დღეს გაგ­ვი­თავ­და მოს­წავ­ლის ბა­რა­თე­ბიო, - მო­მა­ხა­რა ქალ­ბა­ტონ­მა. ამას მერ­ჩივ­ნა ცხე­ლი წყა­ლი გა­და­ეს­ხათ თავ­ზე, პრინ­ციპ­ში ცივ­ზეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, ოღონდ ბა­რა­თი მო­ე­ცათ.

გა­მახ­სენ­და ჩემი ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი ერთი კვი­რა და შეშ­ფო­თე­ბა ვცა­დე, - კი, მაგ­რამ რას ნიშ­ნავს გა­გი­თავ­დათ, აბა რის­თვის მო­ვაგ­რო­ვე ეს სა­ბუ­თე­ბი, ჯა­რი­მა რის­თვის გა­და­ვი­ხა­დე?! ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერს მოგ­ცემთ, დაგ­ვი­რე­კეთ ხოლ­მე, რომ მი­ვი­ღებთ, გა­მო­ა­რეთ და მოგ­ცემ­თო, და­მამ­შვი­დეს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ია­როს ბავ­შვმა სკო­ლა­ში, ცეკ­ვა­ზე, ვაგ­რძე­ლებ აღ­შფო­თე­ბას.

იქ­ნებ ეს ბა­რა­თე­ბი გა­მო­გად­გეთ, გა­მო­ა­ღო უჯრა ერთ- ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა, - ეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბია, ხან ატა­რებს, ხან - არა. ამო­გირ­ჩევთ ერთ- ერთს, შე­ა­მოწ­მეთ, იქ­ნებ მუ­შა­ობს.

- მე რო­გორ შე­ვა­მოწ­მო?

- ქალ­ბა­ტო­ნო, აქ­ვეა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა, ადით, და­ა­დეთ სა­ლა­როს და თუ მოგ­ცემთ ქვი­თარს, ე.ი. გა­მოდ­გე­ბა. ჩვენ ექ­ვსის ნა­ხევ­რამ­დე ვართ, იჩ­ქა­რეთ, თუ გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, სხვას მოგ­ცემთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა

როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა

რამდენიმე თვის წინ ჩემ შვილს მოსწავლის სამგზავრო ბარათი გაუტყდა და აღდგენა გადავწყვიტე. არც ისე იოლი აღმოჩნდა გზა სასურველი ბარათის მოსაპოვებლად. ამისთვის პირველ რიგში სკოლაში უნდა მიხვიდეთ, სადაც დაწერთ განცხადებას დირექტორის სახელზე, რათა მოგცენ ცნობა, რომ თქვენი შვილი ნამდვილად სწავლობს ამ სკოლაში. თუ გაგიმართლათ, განცადებიდან რამოდენიმე დღეში დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ ცნობა მზად არის.

თუ კიდევ უფრო გაგიმართლათ და დირექციაში ვინმე ამ საკითხში ინფორმირებული შეგხვდათ, აგიხსნით, რომ ცნობა და ჯარიმის ქვითარი უნდა წაიღოთ ვაჟა-ფშაველას ბოლოში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში და მხოლოდ ამის მერე მიიღებთ ნანატრ ბარათს. თუ ნამდვილად იღბლიანი ხართ და დირექციაში ანგარიშის ნომერიც მოგცეს, სადაც თანხა უნდა ჩარიცხოთ, ბანკიდან მეორედ სკოლაში მისვლა აღარ მოგიწევთ. და თუ ბედი იმიტომ გწყალობთ, რომ თქვენი დაბადების დროს მთვარე მარსის ეტლში იყო შესული, შვილის პირადობაც აღმოგაჩნდებათ ჩანთაში და ჯარიმას ბანკში სწორედ კონკრეტული გვარ- სახელის სასარგებლოდ გადაიხადით.

მე უიღბლო აღმოვჩნდი და ამ ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად ერთი კვირა დამჭირდა. ერთი სიტყვით, ყველა ეს პროცედურა რომ გავიარე და ნანატრი ცნობა და ქვითარი ჩავიდე ჩანთაში, გავემართე ბიბლიოთეკისკენ. სამწუხაროდ, ზუსტად დღეს გაგვითავდა მოსწავლის ბარათებიო, - მომახარა ქალბატონმა. ამას მერჩივნა ცხელი წყალი გადაესხათ თავზე, პრინციპში ცივზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ბარათი მოეცათ.

გამახსენდა ჩემი ფუჭად დაკარგული ერთი კვირა და შეშფოთება ვცადე, - კი, მაგრამ რას ნიშნავს გაგითავდათ, აბა რისთვის მოვაგროვე ეს საბუთები, ჯარიმა რისთვის გადავიხადე?! ცხელი ხაზის ნომერს მოგცემთ, დაგვირეკეთ ხოლმე, რომ მივიღებთ, გამოარეთ და მოგცემთო, დამამშვიდეს. ამ ხნის განმავლობაში როგორ იაროს ბავშვმა სკოლაში, ცეკვაზე, ვაგრძელებ აღშფოთებას.

იქნებ ეს ბარათები გამოგადგეთ, გამოაღო უჯრა ერთ- ერთმა ქალბატონმა, - ეს დაბრუნებული ბარათებია, ხან ატარებს, ხან - არა. ამოგირჩევთ ერთ- ერთს, შეამოწმეთ, იქნებ მუშაობს.

- მე როგორ შევამოწმო?

- ქალბატონო, აქვეა ავტობუსის გაჩერება, ადით, დაადეთ სალაროს და თუ მოგცემთ ქვითარს, ე.ი. გამოდგება. ჩვენ ექვსის ნახევრამდე ვართ, იჩქარეთ, თუ გამოუსადეგარია, სხვას მოგცემთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია