სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ
მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ

მა­ნი­ა­კა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. იგი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ში­ზოფ­რე­ნი­ის, მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ფსი­ქო­ზის, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის, თა­ვის ქა­ლის ტრავ­მის და სხვა შემ­თხვე­ვე­ბის დროს.

მა­ნი­ა­კე­ბის შე­სა­ხებ, უმე­ტეს­წი­ლად, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის მეშ­ვე­ო­ბით გვსმე­ნია. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ რე­ა­ლუ­რი მა­ნი­კე­ბის ის­ტო­რი­ებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც რა­მო­დე­ნი­მე ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღეს.

ჯონ უეინ ჰე­ი­სი, მეტ­სა­ხე­ლად "მკვლე­ლი - ჯამ­ბა­ზი" - გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მოკ­ლა 33 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მო­ზარ­დე­ბიც.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც მე­ო­ჯა­ხე და ვორ­კოჰო­ლი­კი. მუ­შა­ობ­და ჯამ­ბა­ზად სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე. მას­ზე ათე­უ­ლო­ბით ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი. მათ შო­რის "და­ი­ჭი­რო მკვლე­ლი" და "ჰე­ი­სი".

მა­ნი­ა­კი ჰე­ი­სი ჯამ­ბა­ზი პე­ნი­ვა­ი­სის პრო­ტო­ტი­პი გახ­და სტი­ვენ კინ­გის რო­მან­ში "It".

ჯეფ­რი ლა­ი­ო­ნელ და­მე­რი - 1978 და 1991 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში მას 17 მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. მათ გვა­მებს მა­ნი­ა­კი აუ­პა­ტი­უ­რებ­და და შემ­დეგ ჭამ­და. სა­სა­მარ­თლომ მას 957 წელი მი­უ­სა­ჯა. და­მერ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია Dahmer (2002).

თე­ო­დორ რო­ბერტ ბან­დი - მან 30 მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა. იგი იტა­ცებ­და ადა­მი­ა­ნებს, შემ­დეგ კლავ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ხოლო მსხვერ­პლე­ბის თა­ვის ქა­ლებს სუ­ვე­ნი­რე­ბის სა­ხით ინა­ხავ­და.

ბან­დიმ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ხრით. მას­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "მკვლე­ლო­ბა მდი­ნა­რე გრინ­ზე" - 2004 წელი.

ჰარი რი­ჯუ­ეი - ის ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მა­ნი­ა­კია, რო­მელ­მაც 1980-1990-იან წლებ­ში უამ­რა­ვი ქალი მოკ­ლა. 20 წლის შემ­დეგ, მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბებ­ში მხო­ლოდ დნმ-ის ანა­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით მო­ხერ­ხდა. 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პო­ლი­ცია მის და­ჭე­რას სხვა სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის და ნეკრო­ფი­ლის, ტედ ბან­დის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­და, რო­მელ­მაც მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი შე­ად­გი­ნა. მკვლე­ლის ის­ტო­რია ჰა­ნი­ბალ ლექ­ტო­რის ის­ტო­რი­ე­ბის წყა­როდ იქცა.

ედ ჰე­ი­ნი - 2 მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა, ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მა­ნი­ა­კის სა­ხე­ლით შე­ვი­და. მან მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან კოს­ტუ­მე­ბი შე­კე­რა. მა­ნი­ა­კი იქცა პრო­ტო­ტი­პად ფილ­მის­თვის "ტე­ხა­სუ­რი ხოც­ვა-ჟლე­ტა ბენ­ზო­ხერ­ხით".

ეი­ლინ ქე­როლ უორ­ნო­სი - ეი­ლი­ნი პირ­ველ მა­ნი­აკ ქა­ლად ით­ვლე­ბა. მუ­შა­ობ­და სექს-მუ­შა­კად, რა­მო­დე­ნი­მე კლი­ენ­ტი მოკ­ლა, მი­ზე­ზად კი სექ­სის დროს ძა­ლა­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. ეი­ლი­ნის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ფილმში "მონ­სტრი", ჰო­ლი­ვუ­დელ­მა მსა­ხი­ობ­მა შარ­ლიზ ტე­რონ­მა ოს­კა­რი მი­ი­ღო.

ან­დრეი ჩი­კო­ტი­ლო - საბ­ჭო­თა ეპო­ქის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სას­ტი­კი მა­ნი­ა­კი. მის ან­გა­რიშ­ზე 50-ზე მეტი მკვლე­ლო­ბაა. მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბას მო­ზარ­დე­ბი, ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. ჩი­კო­ტი­ლოს მეტ­სა­ხე­ლად "როს­ტო­ვე­ლი მფატ­რა­ვი" უწო­დეს. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა შეც­დო­მის გამო, მისი მკვლე­ლო­ბე­ბის­თვის შეც­დო­მით სხვა ადა­მი­ა­ნი იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. მას­ზე გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მი Citizen X (1995).

ზო­დი­ა­ქო - სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მკვლე­ლი, რო­მე­ლიც 1960-იან წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და სან-ფრან­ცის­კო­ში კლავ­და ადა­მი­ა­ნებს. ზო­დი­ა­ქო მან სა­კუ­თარ თავს იმ წე­რი­ლებ­ში უწო­და, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა გა­ზე­თებს უგ­ზავ­ნი­და. წე­რი­ლებ­ში ასე­ვე ოთხი კრიპ­ტოგ­რა­მა იყო, რო­მელ­შიც მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ზო­დი­ა­ქოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი მსხვერ­პლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 37 ადა­მი­ანს უტოლ­დე­ბა.

ჯეკ მფატ­რა­ვი - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თერ­თმე­ტი სას­ტი­კი მკვლლე­ლო­ბა მი­ე­წე­რე­ბა, რომ­ლე­ბიც 1888 წლის აპ­რი­ლი­დან - 1891 წლის თე­ბერ­ვლამ­დე ჩა­ი­დი­ნა. ყელ­გა­მოჭ­რილ სექს-მუ­შა­კებს ისტ-ენ­დის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩებ­ში პო­უ­ლობ­დნენ. მკვლე­ლი თა­ვის მსხვერ­პლებს ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს აც­ლი­და და გვა­მის გვერ­დით დებ­და; რიგ შემ­თხვე­ვებ­ში და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ

მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ

მანიაკალური მდგომარეობა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი შეიძლება განვითარდეს შიზოფრენიის, მოხუცებულობის ფსიქოზის, ინფექციური დაავადების, ინტოქსიკაციის, თავის ქალის ტრავმის და სხვა შემთხვევების დროს.

მანიაკების შესახებ, უმეტესწილად, კინემატოგრაფის მეშვეობით გვსმენია. Ambebi.ge გთავაზობთ რეალური მანიკების ისტორიებს, რომელთა საფუძველზეც რამოდენიმე ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს.

ჯონ უეინ ჰეისი, მეტსახელად "მკვლელი - ჯამბაზი" - გააუპატიურა და მოკლა 33 ადამიანი, მათ შორის მოზარდებიც.

საზოგადოებაში ცნობილი იყო, როგორც მეოჯახე და ვორკოჰოლიკი. მუშაობდა ჯამბაზად სხვადასხვა დღესასწაულებზე. მასზე ათეულობით ფილმია გადაღებული. მათ შორის "დაიჭირო მკვლელი" და "ჰეისი".

მანიაკი ჰეისი ჯამბაზი პენივაისის პროტოტიპი გახდა სტივენ კინგის რომანში "It".

ჯეფრი ლაიონელ დამერი - 1978 და 1991 წლების პერიოდში მას 17 მამაკაცი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნები. მათ გვამებს მანიაკი აუპატიურებდა და შემდეგ ჭამდა. სასამართლომ მას 957 წელი მიუსაჯა. დამერზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმებია გადაღებული. მათ შორის ყველაზე ცნობილია Dahmer (2002).

თეოდორ რობერტ ბანდი - მან 30 მკვლელობა აღიარა. იგი იტაცებდა ადამიანებს, შემდეგ კლავდა და აუპატიურებდა, ხოლო მსხვერპლების თავის ქალებს სუვენირების სახით ინახავდა.

ბანდიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტი დაამთავრა, ფსიქოლოგიის განხრით. მასზე გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია "მკვლელობა მდინარე გრინზე" - 2004 წელი.

ჰარი რიჯუეი - ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანიაკია, რომელმაც 1980-1990-იან წლებში უამრავი ქალი მოკლა. 20 წლის შემდეგ, მისი დადანაშაულება ჩადენილ მკვლელობებში მხოლოდ დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მოხერხდა. 80-იანი წლების დასაწყისში პოლიცია მის დაჭერას სხვა სერიული მკვლელის და ნეკროფილის, ტედ ბანდის მეშვეობით ცდილობდა, რომელმაც მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა. მკვლელის ისტორია ჰანიბალ ლექტორის ისტორიების წყაროდ იქცა.

ედ ჰეინი - 2 მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მანიაკის სახელით შევიდა. მან მოკლული ადამიანებისგან კოსტუმები შეკერა. მანიაკი იქცა პროტოტიპად ფილმისთვის "ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით".

ეილინ ქეროლ უორნოსი - ეილინი პირველ მანიაკ ქალად ითვლება. მუშაობდა სექს-მუშაკად, რამოდენიმე კლიენტი მოკლა, მიზეზად კი სექსის დროს ძალადობა დაასახელა. ეილინის როლის შესრულებისთვის ფილმში "მონსტრი", ჰოლივუდელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა ოსკარი მიიღო.

ანდრეი ჩიკოტილო - საბჭოთა ეპოქის ყველაზე ცნობილი და სასტიკი მანიაკი. მის ანგარიშზე 50-ზე მეტი მკვლელობაა. მსხვერპლთა უმეტესობას მოზარდები, ბავშვები და ქალები წარმოადგენდნენ. ჩიკოტილოს მეტსახელად "როსტოველი მფატრავი" უწოდეს. სამართალდამცავთა შეცდომის გამო, მისი მკვლელობებისთვის შეცდომით სხვა ადამიანი იყო გასამართლებული. მასზე გადაღებულია ფილმი Citizen X (1995).

ზოდიაქო - საიდუმლოებით მოცული მკვლელი, რომელიც 1960-იან წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში კლავდა ადამიანებს. ზოდიაქო მან საკუთარ თავს იმ წერილებში უწოდა, რომელსაც სხვადასხვა გაზეთებს უგზავნიდა. წერილებში ასევე ოთხი კრიპტოგრამა იყო, რომელშიც მის შესახებ ინფორმაცია იყო მოთავსებული. ზოდიაქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი მსხვერპლების რაოდენობა 37 ადამიანს უტოლდება.

ჯეკ მფატრავი - ადამიანი, რომელსაც თერთმეტი სასტიკი მკვლლელობა მიეწერება, რომლებიც 1888 წლის აპრილიდან - 1891 წლის თებერვლამდე ჩაიდინა. ყელგამოჭრილ სექს-მუშაკებს ისტ-ენდის სხვადასხვა ქუჩებში პოულობდნენ. მკვლელი თავის მსხვერპლებს შინაგან ორგანოებს აცლიდა და გვამის გვერდით დებდა; რიგ შემთხვევებში დამახინჯებული იყო სასქესო ორგანოები. მკვლელის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს