საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს
გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა შე­საძ­ლოა, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს შო­რის გა­ე­რო-ს სა­მი­ტის შემ­დეგ, კი­დევ ერთი გა­უ­გებ­რო­ბა და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ფო­რუ­მი­დან მო­საწ­ვე­ვე­ბი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­საც და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ "იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, ან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა".

"ჩემი აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტი, სრუ­ლად მოქ­მე­დებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. გარ­და ამი­სა, ეს მოქ­მე­დე­ბა რომც და­ი­წყოს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია, ან მის ქმე­დე­ბა­ში იკ­ვე­თე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, ამის შემ­დეგ დას­კვნა პარ­ლა­მენ­ტში ბრუნ­დე­ბა და იწყე­ბა იმ­პიჩ­მენ­ტის მე­ო­რე ეტა­პი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ეს იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი ვერ გახ­დე­ბა. მაგ­რამ თუ პრე­ზი­დენ­ტი შექ­მნის პარ­ტი­ას და ის თა­ვად გახ­დე­ბა ამ პარ­ტი­ის წევ­რი, რისი უფ­ლე­ბაც მას კონ­სტი­ტუ­ცი­ით არ აქვს, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ეს გახ­დეს იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი", - აღ­ნიშ­ნავს ძა­ბი­რა­ძე "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ძა­ბი­რა­ძის მსგავ­სად ფიქ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძეც.

"ცნე­ბა - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლად არ ით­ვლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი პა­სი­უ­რი უნდა იყოს თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რი? მთავ­რო­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად პრე­ზი­დენ­ტი არ­სად წა­სუ­ლა. ხოლო თუ ის არის პრობ­ლე­მა, რომ მან მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო და წას­ვლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ არის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს სიღ­რმი­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის, პრე­ზი­დენ­ტი ძალ­ზედ მო­უქ­ნე­ლად და არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ცდი­ლობს უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტად წარ­მო­ად­გი­ნოს, რომ ეს მხო­ლოდ ემო­ცი­ე­ბია, მაგ­რამ არ გა­მოს­დის. ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლია და ამ თვალ­საზ­რი­სით, სი­ურპრი­ზე­ბი გვე­ლის. თუმ­ცა, ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად აქ­ტი­უ­რია, რაც მისი იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, სა­სა­ცი­ლოა", - ამ­ბობს ცინ­ცა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს

გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დაპირისპირება შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ქვეყნის პირველ პირებს შორის გაერო-ს სამიტის შემდეგ, კიდევ ერთი გაუგებრობა დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა გამოიწვია. როგორც ირკვევა, ფორუმიდან მოსაწვევები ირაკლი ღარიბაშვილსაც და გიორგი მარგველაშვილსაც გამოუგზავნეს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ "იმპიჩმენტის საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაული, ან კონსტიტუციის დარღვევაა".

"ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, სრულად მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. გარდა ამისა, ეს მოქმედება რომც დაიწყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ან მის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, ამის შემდეგ დასკვნა პარლამენტში ბრუნდება და იწყება იმპიჩმენტის მეორე ეტაპი. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ეს იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება. მაგრამ თუ პრეზიდენტი შექმნის პარტიას და ის თავად გახდება ამ პარტიის წევრი, რისი უფლებაც მას კონსტიტუციით არ აქვს, მაშინ შეიძლება ეს გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი", - აღნიშნავს ძაბირაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ძაბირაძის მსგავსად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც.

"ცნება - დამოუკიდებელი აქტივობა, არცერთ ქვეყანაში დანაშაულად არ ითვლება. პრეზიდენტი პასიური უნდა იყოს თუ დამოკიდებულად აქტიური? მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტი არსად წასულა. ხოლო თუ ის არის პრობლემა, რომ მან მიწვევა მიიღო და წასვლის სურვილი გამოთქვა, ეს დანაშაული არ არის. რასაკვირველია, არსებობს სიღრმისეული წინააღმდეგობები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პრეზიდენტი ძალზედ მოუქნელად და არადიპლომატიურად ცდილობს უმნიშვნელო ფაქტად წარმოადგინოს, რომ ეს მხოლოდ ემოციებია, მაგრამ არ გამოსდის. ეს წინააღმდეგობები სერიოზულია და ამ თვალსაზრისით, სიურპრიზები გველის. თუმცა, ის, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებლად აქტიურია, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს, სასაცილოა", - ამბობს ცინცაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა