პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე უცნაური რამ, რაც ადამიანებმა საკუთარი სახლის კედლებში ჩაშენებული იპოვეს
5 ყველაზე უცნაური რამ, რაც ადამიანებმა საკუთარი სახლის კედლებში ჩაშენებული იპოვეს

ალ­ბათ ყვე­ლას სმე­ნია თქმუ­ლე­ბა სუ­რა­მის ცი­ხე­ში ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. არა­ვინ იცის, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ის რე­ა­ლო­ბას, მაგ­რამ კე­დელ­ში ნივ­თე­ბის ჩა­ყო­ლე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

წარ­მო­გიდ­გენთ კე­დელ­ში ნივ­თე­ბის ჩა­შე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ შემ­თხვე­ვებს:

1. ჩვი­ლე­ბი

1850 წელს პა­რიზ­ში ერთ-ერთი სახ­ლის კე­დელ­ში მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. წყვი­ლი, რო­მე­ლიც ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შუ­ლეს, თუმ­ცა მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა უარ­ყო­ფი­ლი იქნა, რო­დე­საც ფი­ზი­კო­სებ­მა გვა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო და­ად­გი­ნეს. უკა­ნას­კნე­ლად ასე­თი შემ­თხვე­ვა 2007 წელს მოხ­და ტო­რონ­ტო­ში. მაკ­ლერ­მა ბობ კინ­გჰორნ­მა სახ­ლის კე­დელ­ში გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი ჩვი­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

2. ცო­ცხა­ლი ბავ­შვე­ბი

ორი წლის შემ­დეგ, რაც 6 წლის რი­ჩარდ ჩე­კევ­დია დე­დას­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და, ის ბე­ბი­ის სახ­ლის კე­დელ­ში და­მა­ლუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რიკი 2007 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ბავ­შვის ბე­ბია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბიჭი ძი­რი­თად დროს გა­რეთ ატა­რებ­და, კე­დელ­ში კი მხო­ლოდ მა­შინ იმა­ლე­ბო­და, როცა სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვ­და. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ბიჭს იშ­ვი­ა­თად უშ­ვებ­დნენ გა­რეთ და მას უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­სა და თა­ნა­ტო­ლებ­თან კონ­ტაქ­ტზე. პო­ლი­ცი­ამ ბიჭი დე­და­მის­თან ერ­თად სა­ძი­ნებ­ლის კე­დელ­ში და­მა­ლუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

3. ფული

ოჰა­ი­ო­ში ბობ კითსმა აბა­ზა­ნის კე­დელ­ში რე­მონ­ტის დროს 182 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც დიდი დეპ­რე­სი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­მა­ლეს.

4. ფეხ­საც­მე­ლი

გერ­მა­ნი­ა­ში, გო­თიკ ლიდ­ბერგ პა­ლა­სის კე­ედლში ფეხ­საც­მლის 300 წლის წი­ნან­დელ კო­ლექ­ცი­ას მი­აგ­ნეს. ინ­გლის­ში კი ფეხ­საც­მე­ლე­ბი პა­პი­ლონ ჰო­ლის კე­დელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს - იქ მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხი მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ გზით სა­ში­ნელ წყევ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბე­ბის სე­რი­ას აი­ცი­ლებ­და თა­ვი­დან. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მრავ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ასო­ბით ფეხ­საც­მე­ლია ნა­პოვ­ნი კო­ტე­ჯებ­სა და ეკ­ლე­სი­ებ­ში. ზოგს სწამს, რომ კე­დელ­ში ფეხ­საც­მლის ჩა­ყო­ლე­ბა ბო­როტ სუ­ლებს აფრ­თხობს და იღ­ბალს იზი­დავს.

5. კა­ტე­ბი

კა­ტე­ბის კედ­ლებ­ში ჩა­ყო­ლე­ბა ძვე­ლი ტრა­დი­ცია იყო, რომ­ლი­თაც ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის გან­დევ­ნა ხდე­ბო­და. მთელ ბრი­ტა­ნეთ­ში მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ტე­ბი ხში­რად ცვი­ვა 17-ე და 18-ე სა­უ­კუ­ნის შე­ნო­ბე­ბის კედ­ლე­ბი­დან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mentalfloss.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

5 ყველაზე უცნაური რამ, რაც ადამიანებმა საკუთარი სახლის კედლებში ჩაშენებული იპოვეს

5 ყველაზე უცნაური რამ, რაც ადამიანებმა საკუთარი სახლის კედლებში ჩაშენებული იპოვეს

ალბათ ყველას სმენია თქმულება სურამის ციხეში ჩაყოლებული ადამიანის შესახებ. არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ის რეალობას, მაგრამ კედელში ნივთების ჩაყოლება გავრცელებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

წარმოგიდგენთ კედელში ნივთების ჩაშენების ყველაზე წარმოუდგენელ შემთხვევებს:

1. ჩვილები

1850 წელს პარიზში ერთ-ერთი სახლის კედელში მუმიფიცირებული ჩვილი აღმოაჩინეს. წყვილი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, მკვლელობაში დაადანაშულეს, თუმცა მათი ბრალეულობა უარყოფილი იქნა, როდესაც ფიზიკოსებმა გვამის გარდაცვალების დრო დაადგინეს. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა ტორონტოში. მაკლერმა ბობ კინგჰორნმა სახლის კედელში გაზეთში გახვეული ჩვილის ცხედარი აღმოაჩინა.

2. ცოცხალი ბავშვები

ორი წლის შემდეგ, რაც 6 წლის რიჩარდ ჩეკევდია დედასთან ერთად გაუჩინარდა, ის ბებიის სახლის კედელში დამალული აღმოაჩინეს. რიკი 2007 წელს გაუჩინარდა, როდესაც მისი მშობლების განქორწინების პროცესი დაიწყო. ბავშვის ბებია ირწმუნება, რომ ბიჭი ძირითად დროს გარეთ ატარებდა, კედელში კი მხოლოდ მაშინ იმალებოდა, როცა საჭიროება მოითხოვდა. თუმცა პოლიციამ დაადგინა, რომ ბიჭს იშვიათად უშვებდნენ გარეთ და მას უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე, განათლებასა და თანატოლებთან კონტაქტზე. პოლიციამ ბიჭი დედამისთან ერთად საძინებლის კედელში დამალული აღმოაჩინა.

3. ფული

ოჰაიოში ბობ კითსმა აბაზანის კედელში რემონტის დროს 182 000 ამერიკული დოლარი აღმოაჩინა, რომელიც დიდი დეპრესიის პერიოდში გადამალეს.

4. ფეხსაცმელი

გერმანიაში, გოთიკ ლიდბერგ პალასის კეედლში ფეხსაცმლის 300 წლის წინანდელ კოლექციას მიაგნეს. ინგლისში კი ფეხსაცმელები პაპილონ ჰოლის კედელში აღმოაჩინეს - იქ მცხოვრები ოჯახი მიიჩნევდა, რომ ამ გზით საშინელ წყევლასთან დაკავშირებული უბედურებების სერიას აიცილებდა თავიდან. მსგავსი შემთხვევები მრავლად ფიქსირდება ევროპასა და ამერიკაში, ასობით ფეხსაცმელია ნაპოვნი კოტეჯებსა და ეკლესიებში. ზოგს სწამს, რომ კედელში ფეხსაცმლის ჩაყოლება ბოროტ სულებს აფრთხობს და იღბალს იზიდავს.

5. კატები

კატების კედლებში ჩაყოლება ძველი ტრადიცია იყო, რომლითაც ბოროტი სულების განდევნა ხდებოდა. მთელ ბრიტანეთში მუმიფიცირებული კატები ხშირად ცვივა 17-ე და 18-ე საუკუნის შენობების კედლებიდან.

მომზადებულია mentalfloss.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს