სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრობლემები შეუქმნა RMG GOLD-ის გაჩერებამ ბოლნისის მოსახლეობას
რა პრობლემები შეუქმნა RMG GOLD-ის გაჩერებამ ბოლნისის მოსახლეობას

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორტზე 23,6 მლნ აშშ დო­ლა­რის და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და ნა­ხევ­რად­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ოქრო გა­ვი­და, რაც წინა წლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს მკვეთ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა. 2013 წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ექ­სპორტზე 47,7 მი­ლი­ო­ნის ოქრო იყო გა­ტა­ნი­ლი, 2012 წელს - 55 მი­ლი­ონ­ზე მეტი აშშ დო­ლა­რის.

ოქრო, მიმ­დი­ნა­რე წელს, წამ­ყვა­ნი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის ათე­ულ­შიც კი აღარ შე­დის.

გა­სულ წელს კი ოქრო, უმ­სხვი­ლე­სი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის ათე­ულ­ში მე-9 პო­ზი­ცი­ა­ზე იყო. ჯამ­ში 2013 წელს ექ­სპორტზე 73,29 მლნ აშშ დო­ლა­რის და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და ნა­ხევ­რად­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ოქრო გა­ვი­და, 2012 წელს ოქ­როს ექ­სპორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 88 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე იყო.

ოქ­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია RMG GOLD-ი მო­ი­პო­ვებს. საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის სა­ბა­დო­ზე, უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­როს არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის გამო, კომ­პა­ნია ოქ­როს მო­პო­ვე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ აწარ­მო­ებს, ამას­თან შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს საყ­დრი­სის სა­ბა­დოს და­მუ­შა­ვე­ბა, რის გა­მოც ქვე­ყა­ნას სა­ექ­სპორ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი აკ­ლდე­ბა.

დავა საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის სა­ბა­დო­ზე შე­საძ­ლო არ­ტე­ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა გრძელ­დე­ბა და ამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ პრობ­ლე­მა "და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია". სწო­რედ პრობ­ლე­მის "და­კონ­სერ­ვე­ბა" მი­აჩ­ნია ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტ, ლე­ვან კა­ლან­და­ძეს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის

თვალ­საზ­რი­სით, გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და. RMG GOLD-ის გარ­და პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა ტატა ჯგუფს, ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მსურ­ველ ინ­ვეს­ტო­რებს, ჯვა­რი-ხორ­გას პრო­ექტს და არა­ერთ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტორს.

"გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ვეს­ტო­რებს ქვე­ყა­ნა­ში ექ­მნე­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვია, აი­სა­ხე­ბა რო­გორც წარ­მო­ე­ბა­ზე, ასე­ვე ექ­სპორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის თვალ­საზ­რი­სით გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­აა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე, ბო­ლომ­დე ვერ ახერ­ხებს პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრას. RMG GOLD-ის პრობ­ლე­მა არის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ის არის და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი.

და­კონ­სერ­ვე­ბა კი არის ყვე­ლა­ზე ცუდი, რად­გა­ნაც კომ­პა­ნი­ას ხელს უშ­ლის პრო­ექ­ტე­ბის გრძელ­ვა­დი­ან და­გეგ­მა­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ეს პრობ­ლე­მა ან ერთი მხრივ, ან მე­ო­რე მხრივ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არის კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტიც, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თებს მეტი აქ­ტი­ვო­ბა და მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ ამ კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტის შე­თან­ხმე­ბა მოხ­დეს. რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კა, ეს გუ­ლის­ხმობს, რომ პრობ­ლე­მე­ბი დრო­უ­ლად უნდა გა­და­წყდეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და მე­დი­ა­ტო­რო­ბით. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი თუ არ გა­და­წყდა და შე­თან­ხმე­ბა არ მოხ­და, შემ­ცი­რე­ბის ტრენ­დი, რაც კლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა, რაც არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არც კომ­პა­ნი­ას და არც ბი­უ­ჯეტს აწყობს", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ციფ­რებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი კლე­ბა არა­ვის­თვი­საა მი­სა­ღე­ბი.

გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას სა­ექ­სპორ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი და­აკ­ლდა, RMG-ის ხე­ლოვ­ნურ­მა გა­ჩე­რე­ბამ ბოლ­ნი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი 40%-ით შე­ამ­ცი­რა, რა­მაც რა­ი­ონს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა

"ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი 40%-ით შემ­ცირ­და მას შემ­დეგ, რაც რა­ი­ო­ნის ერ­თა­დერ­თი მსხვი­ლი გა­დამ­ხდე­ლი, კომ­პა­ნია RMG-ი, საყ­დრი­სის სა­ბა­დოს გარ­შე­მო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო ვერ ახერ­ხებს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბას.

RMG-ი კი ბოლ­ნი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის 80%-ს უზ­რუნ­ველ­ყოფს, - ამ­ბობს ბოლ­ნი­სის გამ­გე­ბე­ლი გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ას არას­რუ­ლი სიმ­ძლავ­რით უწევს მუ­შა­ო­ბა, ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ არა­თუ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია, მთე­ლი წლის გა­და­სახ­დე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი წი­ნას­წარ აქვს ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­რი­ცხუ­ლი. ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის­თვის ეს კომ­პა­ნია ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის 80%-ის მწარ­მო­ე­ბე­ლია. სხვა მსხვი­ლი გა­დამ­ხდე­ლი რა­ი­ონს არ ჰყავს", - აცხა­დებს მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

მისი პროგ­ნო­ზით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი RMG-ი შეძ­ლებს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით აღად­გი­ნოს თა­ვი­სი მო­პო­ვე­ბა, რა­ი­ონს 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის სა­ხით 40-50 მლნ ლარი მო­ე­მა­ტე­ბა. "ეს ციფ­რე­ბი ცალ­სა­ხად ცხად­ყოფს თუ რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ კომ­პა­ნი­ამ გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვა. იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­დე­ბა კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვის მი­ზე­ზი და დას­რულ­დე­ბა დავა ამ სა­კი­თხზე", - აღ­ნიშ­ნა მეშ­ვე­ლი­ან­მა.

ბოლ­ნი­სის გამ­გე­ბე­ლი აცხა­დებს, რომ საყ­დრი­სის სა­ბა­დოს გარ­შე­მო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი გახ­დე­ბა. კერ­ძოდ, მას მი­აჩ­ნია, რომ არ­ტე­ფაქ­ტის გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეგ­რედ წო­დე­ბულ "სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცე­ში" ისე, რომ კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლოს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა პრობლემები შეუქმნა RMG GOLD-ის გაჩერებამ ბოლნისის მოსახლეობას

რა პრობლემები შეუქმნა RMG GOLD-ის გაჩერებამ ბოლნისის მოსახლეობას

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 23,6 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო გავიდა, რაც წინა წლების მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება. 2013 წლის ამავე პერიოდში ექსპორტზე 47,7 მილიონის ოქრო იყო გატანილი, 2012 წელს - 55 მილიონზე მეტი აშშ დოლარის.

ოქრო, მიმდინარე წელს, წამყვანი საექსპორტო პროდუქციის ათეულშიც კი აღარ შედის.

გასულ წელს კი ოქრო, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულში მე-9 პოზიციაზე იყო. ჯამში 2013 წელს ექსპორტზე 73,29 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო გავიდა, 2012 წელს ოქროს ექსპორტის მოცულობა 88 მილიონ აშშ დოლარამდე იყო.

ოქროს საქართველოში კომპანია RMG GOLD-ი მოიპოვებს. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე, უძველესი ოქროს მაღაროს არსებობასთან დაკავშირებული დავის გამო, კომპანია ოქროს მოპოვებით სამუშაოებს სრულფასოვნად ვერ აწარმოებს, ამასთან შეჩერებული აქვს საყდრისის საბადოს დამუშავება, რის გამოც ქვეყანას საექსპორტო შემოსავლები აკლდება.

დავა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე შესაძლო არტეფაქტის არსებობასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ამ შეიძლება ითქვას რომ პრობლემა "დაკონსერვებულია". სწორედ პრობლემის "დაკონსერვება" მიაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკის ექსპერტ, ლევან კალანდაძეს.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, ინვესტორებისთვის პრობლემების შექმნის

თვალსაზრისით, გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა. RMG GOLD-ის გარდა პრობლემები შეექმნა ტატა ჯგუფს, ხუდონჰესის მშენებლობის მსურველ ინვესტორებს, ჯვარი-ხორგას პროექტს და არაერთ სამშენებლო პროექტის ინვესტორს.

"გაურკვევლობები და პრობლემები, რომლებიც ინვესტორებს ქვეყანაში ექმნებათ, ბუნებრივია, აისახება როგორც წარმოებაზე, ასევე ექსპორტის მოცულობაზე. ინვესტორებისთვის, პრობლემების შექმნის თვალსაზრისით გარკვეული ტენდენციაა და ხელისუფლება, ამ ეტაპზე, ბოლომდე ვერ ახერხებს პრობლემების აღმოფხვრას. RMG GOLD-ის პრობლემა არის ყველაზე გახმაურებული და ის არის დაკონსერვებული.

დაკონსერვება კი არის ყველაზე ცუდი, რადგანაც კომპანიას ხელს უშლის პროექტების გრძელვადიან დაგეგმარებასა და განხორციელებაში. ეს პრობლემა ან ერთი მხრივ, ან მეორე მხრივ უნდა განხორციელდეს. არის კომპრომისული ვარიანტიც, მაგრამ ხელისუფლებას მართებს მეტი აქტივობა და მეტი ჩართულობა, რომ ამ კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება მოხდეს. როდესაც ვამბობ, რომ ხელისუფლებას სჭირდება ჰიპერაქტიური საინვესტიციო პოლიტიკა, ეს გულისხმობს, რომ პრობლემები დროულად უნდა გადაწყდეს ხელისუფლების ჩართულობით და მედიატორობით. მსგავსი პრობლემები თუ არ გადაწყდა და შეთანხმება არ მოხდა, შემცირების ტრენდი, რაც კლებას უკავშირდება კიდევ გაგრძელდება, რაც არც საზოგადოებას, არც კომპანიას და არც ბიუჯეტს აწყობს", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ციფრებში გამოხატული კლება არავისთვისაა მისაღები.

გარდა იმისა, რომ ქვეყანას საექსპორტო შემოსავლები დააკლდა, RMG-ის ხელოვნურმა გაჩერებამ ბოლნისის საგადასახადო შემოსავლები 40%-ით შეამცირა, რამაც რაიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა

"ბოლნისის რაიონული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 40%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც რაიონის ერთადერთი მსხვილი გადამხდელი, კომპანია RMG-ი, საყდრისის საბადოს გარშემო შექმნილი პრობლემების გამო ვერ ახერხებს სრული დატვირთვით მუშაობას.

RMG-ი კი ბოლნისის საგადასახადო შემოსავლების 80%-ს უზრუნველყოფს, - ამბობს ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანი.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არასრული სიმძლავრით უწევს მუშაობა, ბიუჯეტის მიმართ არათუ დავალიანება არ გააჩნია, მთელი წლის გადასახდელი გადასახადები წინასწარ აქვს ბიუჯეტში გადარიცხული. ჩვენი რაიონისთვის ეს კომპანია ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენი ბიუჯეტის 80%-ის მწარმოებელია. სხვა მსხვილი გადამხდელი რაიონს არ ჰყავს", - აცხადებს მეშველიანი.

მისი პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუკი RMG-ი შეძლებს სრული დატვირთვით აღადგინოს თავისი მოპოვება, რაიონს 5-6 წლის განმავლობაში საბიუჯეტო შემოსავლების სახით 40-50 მლნ ლარი მოემატება. "ეს ციფრები ცალსახად ცხადყოფს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში და რამდენად მნიშვნელოვანია კომპრომისის მიღწევა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გახდება კომპრომისის მიღწევის მიზეზი და დასრულდება დავა ამ საკითხზე", - აღნიშნა მეშველიანმა.

ბოლნისის გამგებელი აცხადებს, რომ საყდრისის საბადოს გარშემო შექმნილი პრობლემის გადასაწყვეტად შესაძლებელია თანამედროვე პრაქტიკის გამოყენება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები გახდება. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ არტეფაქტის გადატანა შესაძლებელია ეგრედ წოდებულ "სამუზეუმო სივრცეში" ისე, რომ კომპანიამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი