სოციალურ ქსელში ვრეცლედება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში "თავისუფალი ზონის" ოფისთან ხმაურია.
დაპირისპირების შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ფეისბუქზე წერს.
Facebook/ანი ნადარეიშვილი:
"თავისუფალი ზონის" ოფისთან მისულია სპეცრაზმი და აპირებენ ოფისში შეჭრას და ზონელების აყვანას, ომს იწყებს ჰაკიმა საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ! სიძულვილის მთესველი ხელისუფლება! 9 თვის ბავშვის სისხლით მოსული, აგრძელებს ქართველის სისხლისღვრას! არ შეგრჩება ჰაკიმ!"
ამასთან, ანი ნადარეიშვილი იუწყება, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისში მივარდა ტრისტან წითელაშვილი 30-მდე აგრესიულ ადამიანთან ერთად და არის უმოწყალო ცემა-ტყეპა. პოლიცია უმოქმედოა და არ აპირებს სიტუაციის განმუხტვას.
ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება გოგა ხაჩიძე.
Facebook/გოგა ხაჩიძე:
"თავისუფალ ზონაზე" ანთხევ ბოღმას ნიუ იორკში გინებისთვის?!
ხვალ უფრო მეტი შეგაგინებს." ; "პოლიცია სრულიად უმოქმედოა!" .
ჯერჯერობით ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია.