27 სექტმებერს მსახიობი გვინეტ პელტროუ 42 წლის გახდა. ამის აღსანიშნად ვარსკვლავმა წვეულება კალიფორნიაში, საკუთარი სახლის ეზოში გამართა. წვეულებაზე მისი 10 წლის ქალიშვილი ეპლი, 8 წლის ბიჭი მოზესი და ყოფილი ქმარი 37 წლის მუსიკოსი კრის მარტინი იმყოფებოდნენ. ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ ამ წყვილის დაშორებამ ბევრი ააღელვა. მათი ფანებისთვის სასიხარულო ამბავია, რომ ყოფილი მეუღლეები დღემდე კარგი მეგობრები არიან.
"გვინეტმა პატარა წვეულება მოაწყო, რომელშიც კრისიც იღებდა მონაწილეობას. გვინეტს ბევრი ყვავილი და საჩუქარი მიართვეს, აგრეთვე ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები", - ყვება პელტროუს ახლო მეგობარი.
აღსანიშნავია, რომ წვეულებაზე არ იმყოფებოდა მარტინის 24 წლის ახალი გერლფრენდი ჯენიფერ ლოურენსი. ხმები დადის, რომ კრისი და ჯენიფერი ერთმანეთს ივნისიდან ხვდებიან, მას შემდეგ, რაც ლოურენსი თავის შეყვარებულს, ნიკოლას ჰოულიტს დაშორდა. ცნობილია, რომ ჯენიფერი ჯგუფ "ქოლდფლეის" კონცერტებს ესწრებოდა და მუსიკოსთან ფლირტი ჰქონდა.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.