პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა
"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა

ალბთ ძა­ლი­ან რთუ­ლია, რა­მით გა­ა­ო­ცო ბრედ პიტი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა, მისი მე­უღ­ლე ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ამას დღემ­დე ახერ­ხებს. ჯო­ლიმ სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუქ­რის სა­ხით, მე­უღ­ლეს უძ­ვირ­ფა­სე­სი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ა­თი აჩუ­ქა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

იშ­ვი­ა­თი მო­დე­ლი 1952 წელს დამ­ზად­და, მაგ­რამ იმის­თვის, რომ სა­ჩუ­ქა­რი კი­დევ უფრო ძვირ­ფა­სი გამ­ხდა­რი­ყო, ან­ჯე­ლი­ნამ მას­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ვი­უ­რა გა­ა­კე­თე­ბი­ნა, რო­მე­ლიც სა­ათს მეტ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს შეს­ძენ­და. სა­ა­თის უკა­ნა მხა­რეს წარ­წე­რაა - "რო­ლის ნე­სის­გან", - სწო­რედ ასე ქვი­ათ მათ გმი­რებს ახალ ფილმში, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც მალ­ტა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ბრედ პი­ტის­თვის ამ­ჟა­მა­დაც ამო­უხ­სნე­ლი რჩე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბა.

"რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? მე არ ვიცი ეს რა არის და არ შე­მიძ­ლია მას რა­ი­მე სა­ხის გან­მარ­ტე­ბა მივ­ცე. მე მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ არის გა­მო­გო­ნი­ლი. შე­საძ­ლოა, ბედ­ნი­ე­რე­ბა უბ­რა­ლოდ და­დე­ბი­თი ვი­თა­რე­ბე­ბის ჯაჭ­ვია, რომ­ლის დრო­საც თავს კარ­გად გრძნობ", - გა­ნა­ცხა­და პიტ­მა GQ-ს ამე­რი­კუ­ლი ვერ­სი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გარ­და ამი­სა, პიტი გა­მო­ტყდა, რომ ცოტა და­ი­ღა­ლა მუ­შა­ო­ბის­გან და სურს, რომ მეტი დრო გა­ა­ტა­როს სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან. "სი­მარ­თლე, რომ ვთქვა, ძა­ლი­ან ცოტა დრო მრჩე­ბა ოჯა­ხის­თვის. მინ­და ბავ­შვებს უფრო ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დე, ვხე­დავ­დე რო­გორ იზ­რე­ბი­ან".

ამას­თან ერ­თად, გა­ირ­კვა რომ ცოლ-ქმარს სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი აქვთ და­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუკი პიტი ცოლს უღა­ლა­ტებს, მას წინ დიდი ფუ­ლა­დი და­ნა­ხარ­ჯი ელის და ჩა­მო­ერ­თმე­ვა ბავ­შვე­ბის მოვ­ლის უფ­ლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია GQ-ს მი­ხედ­ვით.

"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა

"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა

ალბთ ძალიან რთულია, რამით გააოცო ბრედ პიტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, თუმცა, მისი მეუღლე ანჯელინა ჯოლი ამას დღემდე ახერხებს. ჯოლიმ საქორწილო საჩუქრის სახით, მეუღლეს უძვირფასესი შვეიცარიული საათი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი დოლარია.

იშვიათი მოდელი 1952 წელს დამზადდა, მაგრამ იმისთვის, რომ საჩუქარი კიდევ უფრო ძვირფასი გამხდარიყო, ანჯელინამ მასზე სპეციალური გრავიურა გააკეთებინა, რომელიც საათს მეტ ინდივიდუალიზმს შესძენდა. საათის უკანა მხარეს წარწერაა - "როლის ნესისგან", - სწორედ ასე ქვიათ მათ გმირებს ახალ ფილმში, რომლის გადაღებებიც მალტაზე მიმდინარეობს.

ძვირფასი საჩუქრებისა და ბედნიერი ოჯახის მიუხედავად, ბრედ პიტისთვის ამჟამადაც ამოუხსნელი რჩება ბედნიერების განმარტება.

"რა არის ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის და არ შემიძლია მას რაიმე სახის განმარტება მივცე. მე მგონია, რომ ეს ადამიანების მიერ არის გამოგონილი. შესაძლოა, ბედნიერება უბრალოდ დადებითი ვითარებების ჯაჭვია, რომლის დროსაც თავს კარგად გრძნობ", - განაცხადა პიტმა GQ-ს ამერიკული ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, პიტი გამოტყდა, რომ ცოტა დაიღალა მუშაობისგან და სურს, რომ მეტი დრო გაატაროს საკუთარ შვილებთან. "სიმართლე, რომ ვთქვა, ძალიან ცოტა დრო მრჩება ოჯახისთვის. მინდა ბავშვებს უფრო ხშირად ვნახულობდე, ვხედავდე როგორ იზრებიან".

ამასთან ერთად, გაირკვა რომ ცოლ-ქმარს საქორწინო კონტრაქტი აქვთ დადებული, რომლის მიხედვითაც, თუკი პიტი ცოლს უღალატებს, მას წინ დიდი ფულადი დანახარჯი ელის და ჩამოერთმევა ბავშვების მოვლის უფლება.

მომზადებულია GQ-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება