მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაუწუნეს გია ვოლსკიმ და გია გვაზავამ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს "სიმინდის კუნძული"
რატომ დაუწუნეს გია ვოლსკიმ და გია გვაზავამ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს "სიმინდის კუნძული"

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბი­სა და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილს ფილ­მი "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" და­უ­წუ­ნეს.

ფილ­მის ჩვე­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის კი­ნო­დარ­ბაზ­ში მო­ე­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პუბ­ლი­კამ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი არ და­ი­შუ­რა, კი­ნო­დარ­ბა­ზის შე­სას­ვლელ­ში რე­ჟი­სო­რი გა­აკ­რი­ტი­კეს. აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ფილმში აფხა­ზე­თის პრობ­ლე­მა არას­წო­რად არის და­ნა­ხუ­ლი, ქარ­თვე­ლი კა­ცის სახე კი უარ­ყო­ფი­თად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, გია გვა­ზა­ვამ ფილმში პე­დო­ფი­ლი­ის ნიშ­ნე­ბიც და­ი­ნა­ხა, მა­შინ, როცა მთა­ვარ გმირს ნავ­ში მსხდო­მი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი შე­ამ­ჩნე­ვენ. გვა­ზა­ვას მო­საზ­რე­ბას და­ე­თან­ხმა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გია ვოლ­სკიც. დე­პუ­ტა­ტის თქმით, ამ ასა­კის ბავ­შვზე ამ­დე­ნი აქ­ცენ­ტი სექ­სუ­ა­ლურ თე­მა­ზე არც ერთ უცხო­ურ ფილმში არ უნა­ხავს.

ფილ­მის კრი­ტი­კო­სი დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, აფხა­ზე­თის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ფილ­მი "გაღ­მა ნა­პი­რი" ძა­ლი­ან კარ­გია, "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" კი სათ­ქმელს სწო­რად არ გად­მოს­ცემს. ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­უ­წო­ნა ოვაშ­ვილს აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა დიმა ჯა­ი­ან­მა: "აქ სხვა რამე დევს, რო­მე­ლიც მე მეს­მის".

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მა "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" აფხა­ზურ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ასა­ხავს. ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კა­რის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნო­მი­ნან­ტი და კარ­ლო­ვი ვა­რის პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 2014 წლის გრანპ­რის - "ბრო­ლის გლო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რატომ დაუწუნეს გია ვოლსკიმ და გია გვაზავამ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს "სიმინდის კუნძული"

რატომ დაუწუნეს გია ვოლსკიმ და გია გვაზავამ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს "სიმინდის კუნძული"

პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ფილმი "სიმინდის კუნძული" დაუწუნეს.

ფილმის ჩვენება პარლამენტის კინოდარბაზში მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ "სიმინდის კუნძულის" დასრულების შემდეგ პუბლიკამ აპლოდისმენტები არ დაიშურა, კინოდარბაზის შესასვლელში რეჟისორი გააკრიტიკეს. აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად არის წარმოჩენილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ ფილმში პედოფილიის ნიშნებიც დაინახა, მაშინ, როცა მთავარ გმირს ნავში მსხდომი ქართველი მებრძოლები შეამჩნევენ. გვაზავას მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც. დეპუტატის თქმით, ამ ასაკის ბავშვზე ამდენი აქცენტი სექსუალურ თემაზე არც ერთ უცხოურ ფილმში არ უნახავს.

ფილმის კრიტიკოსი დეპუტატების შეფასებით, აფხაზეთის თემაზე შექმნილი გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთი ფილმი "გაღმა ნაპირი" ძალიან კარგია, "სიმინდის კუნძული" კი სათქმელს სწორად არ გადმოსცემს. ახალი ნამუშევარი მოუწონა ოვაშვილს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა: "აქ სხვა რამე დევს, რომელიც მე მესმის".

გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა "სიმინდის კუნძული" აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს. ფილმი საქართველოდან "ოსკარის" ოფიციალური ნომინანტი და კარლოვი ვარის პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის 2014 წლის გრანპრის - "ბროლის გლობუსის" მფლობელია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია