1."საუკეთესო იყავი!"
ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში "კარგი", ან "არაუშავდა" გამოდის, მაგრამ გხედავს რამდენად გახარებული ხარ და გამხნევებს.
2. "რა თქმა უნდა, მქონდა ორგზამი!"
უმეტეს შემთხვევაში ეს წინადადება სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელიც პირდაპირ გეტყვით "არ გამოვიდა, ხელახლა!", ამიტომ ისინი პოზიტიურ ტყუილს მიმართავენ. მიზეზი მრავალნაირი შეიძლება იყოს, შეიძლება იმდენად ცუდი იყო, რომ მალე უნდა მორჩეს, შეიძლება უნდა რომ წახვიდე, შეიძლება დაღლილია ან უბრალოდ არ უნდა აგიხსნას, რატომ არ მოეწონა.
3. "მართლა? ნაიარევი გაქვს? არც შემინიშნავს"
დაივიწყეთ ის, რომ შეიძლება რაიმე სახის დეფორმაცია ან ნაიარევი, ან დიდი ზომის ხალი, ან მსგავსი რამ ქალმა ვერ შეამჩნიოს. ისინი ყველაფერს ხედავენ.
4. "კი, რა თქმა უნდა, მინდა კიდევ გავიმეოროთ, თან ახლავე"
თუ მისი ოცნების მამაკაცი არ ხართ, სექსის შემდეგ მას საყვარელი სერიალის ახალი ეპიზოდის ყურება, მაცივარში შენახული ნამცხვრის ჭამა, აბაზანაში წყლის გადავლება, მოკლედ ყველაფერი უფრო ენდომება, ვიდრე განმეორებითი აქტი.
5. "სექსის დროს რომ რაღაცებს ამბობდი, საერთოდ არ ყოფილა უცნაური"
დაიმახსოვრეთ, როდესაც ნებისმიერ საკითხში ვიღაც გეუბნებათ, რომ უცნაურად არ მოქცეულხართ, სწორედ საპირისპიროს ფიქრობს.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.