სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს
კახა კალაძე - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს

ვიცე-პრე­მი­ერ კახა კა­ლა­ძის აზ­რით, და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნდა გა­ემ­გზავ­როს. ამის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"ეს თემა არ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თუ ვინ უნდა წა­ვი­დეს და­ვოს­ში, მე ვფიქ­რობ, რომ და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე უნდა წა­ვი­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. თქვენ იცით, რომ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი გახ­ლავთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და იმ სა­კი­თხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც და­ვოს­ში იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­მი­ე­რის იქ ყოფ­ნა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია, ვიდ­რე იმის გან­ხილ­ვა, თუ ვინ უნდა გა­ემ­გზავ­როს და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე.

მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ, კლა­უს შვაბ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე მი­იწ­ვია. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე კი აცხა­დებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე მიწ­ვე­ვა ჯერ კი­დევ 14 მა­ისს მი­ი­ღო და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ და­ვოს­ში იმარ­თე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს ქარ­თუ­ლი მხრი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, 2013 წელს კი – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კალაძე - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს

კახა კალაძე - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს თემა არ არის აქტუალური, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსში, მე ვფიქრობ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. თქვენ იცით, რომ მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი და იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც დავოსში იქნება განხილული, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის იქ ყოფნა", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, ვიდრე იმის განხილვა, თუ ვინ უნდა გაემგზავროს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.

ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა