სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას
ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას მარ­თავს. "ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა – გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი", – ასე ჰქვია კონ­ფე­რენ­ცი­ას , რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინში" ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ გახ­სნა.

"ზო­გა­დად, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბამ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბის სწო­რად და­გეგ­მვა ის­წავ­ლოს. მარ­ტივ ენა­ზე რომ ვთქვათ, მი­უ­ღე­ბე­ლია და და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ანს, ყო­ველ­თვი­უ­რად, პი­რო­ბი­თად, 900-ლა­რი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს და აქე­დან 200 ლარს იხ­დის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის გან­ვა­დე­ბა­ში, 300 ლარს იმ სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც იმის­თვის აიღო, რომ ზა­ფხულ­ში თურ­ქეთ­ში და­ეს­ვე­ნა, კი­დევ რა­ღაც ნა­წი­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ან "ოვერდრაფ­ტის" ყო­ველ­თვი­ურ შე­ნა­ტან­ში ეხარ­ჯე­ბა და ა.შ. – ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად სა­კუ­თარ თავს ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ და ხში­რად გა­დახ­დის უუ­ნა­რო ხდე­ბი­ან. თუკი სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ჩვენ მო­ნი­ტო­რინგს ვუ­წევთ ასე­თი ტი­პის კრე­დი­ტებს, არა­ფორ­მა­ლი­ზე­ბულ სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში, ლომ­ბარ­დებ­სა და ა.შ. ეს პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო მწვა­ვედ დგას, ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლა "სი­კე­თეს" უზარ­მა­ზა­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბიც ემა­ტე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, დღეს შექ­მნი­ლია ის რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდე­ბი, გა­და­უხ­დე­ლი კრე­დი­ტე­ბის და ნე­გა­ტი­უ­რი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე დგას", - გა­ნუ­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვე­ბი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ვა­ლის ტვირთს შო­რის პირ­და­პირ კავ­შირს ადას­ტუ­რებს. გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის თქმით, პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­სა­ზღვრაც უნდა იყოს, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ყო­ველ­დღი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და, უფრო მე­ტიც, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა.

"აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ზრუნ­ვა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­შია. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, თა­ვის მხრივ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირ­დე­ბა ყვე­ლა უწყე­ბის მიერ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა. დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია ზუს­ტად ამ თე­მას ეძღვნე­ბა. ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ, რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ინ­ტე­რე­სო დღე გვექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ბრი­ტა­ნე­ლი და გერ­მა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი შონ მუნ­დი და ანია და­ინ­ცე­რი გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. შონ მუნ­დი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­აც­ნობს, ანია და­ინ­ცე­რი კი გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის ფი­ნან­სუ­რი ჯგუ­ფის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მოქ­მე­დი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ასო­ცი­ა­ცი­ის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას

ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მართავს. "ფინანსური განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები", – ასე ჰქვია კონფერენციას , რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.

"ზოგადად, ფინანსური განათლების პრობლემა აქტუალურია ყველა განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საშუალო და დაბალო შემოსავლის მქონე მოსახლეობამ, რომელიც საქართველოში აბსოლუტურ უმეტესობას წარმოადგენს, საკუთარი შემოსავლების სწორად დაგეგმვა ისწავლოს. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მიუღებელია და დაუშვებელია, როდესაც ადამიანს, ყოველთვიურად, პირობითად, 900-ლარიანი შემოსავალი აქვს და აქედან 200 ლარს იხდის ძვირადღირებული ტელეფონის განვადებაში, 300 ლარს იმ სესხის მომსახურებაში, რომელიც იმისთვის აიღო, რომ ზაფხულში თურქეთში დაესვენა, კიდევ რაღაც ნაწილი საკრედიტო ბარათის ან "ოვერდრაფტის" ყოველთვიურ შენატანში ეხარჯება და ა.შ. – ასეთი ადამიანები ძალიან სწრაფად საკუთარ თავს ფინანსური სიძნელეების წინაშე აყენებენ და ხშირად გადახდის უუნარო ხდებიან. თუკი საბანკო სექტორში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ასეთი ტიპის კრედიტებს, არაფორმალიზებულ საფინანსო სექტორში, ლომბარდებსა და ა.შ. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ვინაიდან ამ ყველა "სიკეთეს" უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთებიც ემატება. სწორედ ამიტომ, დღეს შექმნილია ის რეალობა, როდესაც ჩვენი ათიათასობით მოქალაქე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას", - განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე. მისივე განმარტებით, კვლევები ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად, სახელმწიფოს მიზანი იმ ღონისძიებების განსაზღვრაც უნდა იყოს, რომელიც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული თითოეული ინსტიტუტის ყოველდღიური პასუხისმგებლობა და, უფრო მეტიც, ვალდებულებაცაა.

"აღნიშნულ თემაზე ზრუნვა ფინანსური სექტორის, ეკონომიკის და ქვეყნის ინტერესებშია. ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ამ მიმართულებით შესაბამის ღონისძიებას ატარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყველა უწყების მიერ სისტემური მიდგომა. დღევანდელი კონფერენცია ზუსტად ამ თემას ეძღვნება. ჩვენ ვისაუბრებთ, რა პრობლემები არსებობს, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დღე გვექნება", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას ბრიტანელი და გერმანელი საერთაშორისო ექსპერტები შონ მუნდი და ანია დაინცერი გაუზიარებენ. შონ მუნდი კონფერენციის მონაწილეებს ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებას გააცნობს, ანია დაინცერი კი გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

კონფერენციის მუშაობაში მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია