პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენსაციური აღმოჩენა საქართველოში - ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო
სენსაციური აღმოჩენა საქართველოში - ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო

- რო­გორ ფიქ­რობ, ეს ონ­ტკო­ფა რა ხნის იქ­ნე­ბა? - მკი­თხა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის უფ­როს­მა ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძემ და კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნი ჩემ­კენ შე­მო­ატ­რი­ა­ლა, სა­დაც მი­წა­ზე გაბ­ნე­უ­ლი შემ­ჭკნა­რი ნა­რინ­ჯის­ფე­რი ონ­ტკო­ფა ეყა­რა.

- ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღის, - ვუ­თხა­რი მე, - ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ნა­ყო­ფია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

- ზუს­ტად 4400 წლის არის, ანა­ნა­უ­რის ყორ­ღან­ში სა­მარ­ხი რომ გავ­თხა­რეთ, მი­წა­ზე გაბ­ნე­უ­ლი დაგ­ვიხ­ვდა. რო­გორც ჩანს, როცა სა­მარ­ხი ჩა­ინ­გრა, კენკრა ჭურ­ჭლი­დან გად­მოც­ვივ­და. დარ­ბი­ლე­ბუ­ლი იყო, თო­რემ ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რმა გე­მოს გა­სინ­ჯვაც სცა­და, - მო­მი­გო ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა.

- ვისი იყო ყორ­ღა­ნი, ვის­გან დაგ­ვრჩა ეს სა­ოც­რე­ბა?

- ყორ­ღა­ნე­ბი ტო­მის ბე­ლა­დე­ბის, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბი­საა. როცა მათ მარ­ხავ­დნენ, ზე­მო­დან ისეთ მი­წაყ­რილს ად­გამ­დნენ, უზარ­მა­ზა­რი გო­რე­ბი იქ­მნე­ბო­და. ამით ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი ბე­ლა­დი და­ეც­ვათ. თუმ­ცა ყორ­ღა­ნე­ბი, ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბი­სა არ იყოს, თით­ქმის ყველ­გან გა­ძარ­ცუ­ლია. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ მათ დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის მო­ნა­წი­ლე­ნი ძარ­ცვავ­დნენ, თო­რემ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ ვინ იცო­და, გო­რე­ბის სიღ­რმე­ში რა იყო?

ანა­ნა­უ­რის ყორ­ღან­ზე ორი გვი­რა­ბია. ესე იგი, ყორ­ღა­ნი ორ­ჯერ გა­ძარ­ცვეს. ეტყო­ბა, იმ­დე­ნი ოქ­რო­უ­ლო­ბა იყო, რომ გა­ტა­ნი­სას სამი უძ­ვირ­ფა­სე­სი ნივ­თი და­უ­ვარ­დათ. სხვა­თა შო­რის, ალაზ­ნის ვე­ლის ყორ­ღა­ნებ­ში ნა­პოვ­ნი ოქ­როს ლომი და პექ­ტო­რა­ლი სწო­რედ ქურ­დო­ბის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი "ნამ­ცვრი­ე­ლაა"... ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას დი­დძა­ლი სიმ­დიდ­რე ჰქონ­და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და ტო­მის ბე­ლა­დებს საფ­ლავ­ში აუ­რა­ცხელ განძსა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს ატან­დნენ მსა­ხუ­რებ­თან ერ­თად. ცნო­ბი­ლი არ არის, ამ საბ­რა­ლო­ებს ხო­ცავ­დნენ თუ ცო­ცხლად მარ­ხავ­დნენ. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში ბე­ლა­დებს ათე­უ­ლო­ბით მე­ო­მარს აყო­ლებ­დნენ, რომ­ლე­ბიც სა­მარ­ხებ­ში გა­შე­შე­ბუ­ლი "სხე­დან". ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­მარ­ხვის წინ ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბით აბ­რუ­ებ­დნენ... ანა­ნა­უ­რის ყორ­ღან­შიც 7 ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხია, მაგ­რამ ეს ყორ­ღა­ნი სხვა მხრივ არის სა­ინ­ტე­რე­სო - ცო­ცხა­ლი ხი­ლი­თა და ორი უზარ­მა­ზა­რი ეტ­ლით, რაც სხვა­გან არ­სად გვხვდე­ბა. ქსო­ვი­ლი და ხილი თით­ქმის პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არის შე­მო­ნა­ხუ­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სენსაციური აღმოჩენა საქართველოში - ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო

სენსაციური აღმოჩენა საქართველოში - ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო

- როგორ ფიქრობ, ეს ონტკოფა რა ხნის იქნება? - მკითხა ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის უფროსმა ზურაბ მახარაძემ და კომპიუტერის ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა, სადაც მიწაზე გაბნეული შემჭკნარი ნარინჯისფერი ონტკოფა ეყარა.

- ალბათ რამდენიმე დღის, - ვუთხარი მე, - ძალიან სასარგებლო ნაყოფია და საქართველოში ყველგან არის გავრცელებული.

- ზუსტად 4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა. დარბილებული იყო, თორემ ისე გამოიყურებოდა, ექსპედიციის წევრმა გემოს გასინჯვაც სცადა, - მომიგო ბატონმა ზურაბმა.

- ვისი იყო ყორღანი, ვისგან დაგვრჩა ეს საოცრება?

- ყორღანები ტომის ბელადების, წარჩინებულებისაა. როცა მათ მარხავდნენ, ზემოდან ისეთ მიწაყრილს ადგამდნენ, უზარმაზარი გორები იქმნებოდა. ამით ცდილობდნენ, თავიანთი ბელადი დაეცვათ. თუმცა ყორღანები, ეგვიპტის პირამიდებისა არ იყოს, თითქმის ყველგან გაძარცულია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილენი ძარცვავდნენ, თორემ საუკუნეების შემდეგ ვინ იცოდა, გორების სიღრმეში რა იყო?

ანანაურის ყორღანზე ორი გვირაბია. ესე იგი, ყორღანი ორჯერ გაძარცვეს. ეტყობა, იმდენი ოქროულობა იყო, რომ გატანისას სამი უძვირფასესი ნივთი დაუვარდათ. სხვათა შორის, ალაზნის ველის ყორღანებში ნაპოვნი ოქროს ლომი და პექტორალი სწორედ ქურდობის შემდეგ დარჩენილი "ნამცვრიელაა"... ბრინჯაოს ხანაში ადგილობრივ მოსახლეობას დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული და ტომის ბელადებს საფლავში აურაცხელ განძსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ატანდნენ მსახურებთან ერთად. ცნობილი არ არის, ამ საბრალოებს ხოცავდნენ თუ ცოცხლად მარხავდნენ. ზოგ ქვეყანაში ბელადებს ათეულობით მეომარს აყოლებდნენ, რომლებიც სამარხებში გაშეშებული "სხედან". ვარაუდობენ, რომ დამარხვის წინ ადამიანებს რაღაც ნივთიერებით აბრუებდნენ... ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით, რაც სხვაგან არსად გვხვდება. ქსოვილი და ხილი თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ"

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"