პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში
პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში

მარ­კე­ტო­ლო­გე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი მყიდ­ვე­ლე­ბის ორ მე­სა­მედს მტკი­ცე წარ­მოდ­გე­ნა არ გა­აჩ­ნია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად რისი ყიდ­ვა სურს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ თა­რო­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­ნახ­ვის შემ­დეგ იღებს. ამი­ტომ სწო­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რებ­ლის მი­ზიდ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მელ­საც მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი ეწო­დე­ბა.

გარ­და პრო­დუქ­ცი­ის სწო­რად გან­ლა­გე­ბი­სა, მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი მა­ღა­ზი­ა­ში მიმ­ზიდ­ვე­ლი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნას, ფა­სე­ბის სწო­რად გან­თავ­სე­ბას და ისე­თი ასორ­ტი­მენ­ტის შერ­ჩე­ვას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­სუ­ხობს მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნებს. მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თხოვ­ნა მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ცი­ის ისე გა­მო­ფე­ნაა, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი "აი­ძუ­ლოთ", რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს დარ­ჩეს მა­ღა­ზი­ა­ში და და­მო­უ­კი­დებ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლად გამ­ყიდვ­ლის გა­რე­შე შეძ­ლოს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

მარ­კე­ტო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეფექ­ტუ­რი მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი ზრდის არა მხო­ლოდ გა­ყიდ­ვებს, არა­მედ კომ­პა­ნი­ი­სა თუ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ვაჭ­რო ობიქ­ტის იმიჯ­საც.

"უმ­თავ­რე­სი კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლი­თაც პრო­დუქ­ცი­ის გან­ლა­გე­ბი­სას ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ­ჩე­ვა­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბა და სუ­პერ­მარ­კეტ­ში ორი­ენ­ტა­ცი­აა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­სა­ქონ­ლო კა­ტე­გო­რი­ე­ბი ლო­გი­კუ­რად იყოს დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი. თვი­სობ­რი­ვად ერ­თნა­ი­რი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა ერ­თად უნდა ხდე­ბო­დეს და სა­სურ­ვე­ლია, იქვე იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი მათი თა­ნაპ­რო­დუქ­ტე­ბიც. მა­გა­ლი­თად: ლუდი და ჩიპ­სი, სნე­კი; სო­სი­სი და მდოგ­ვი და სხვა", - აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში "ნი­კო­რას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გის ის­ტო­რია სა­თა­ვეს პირ­ვე­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და მა­ღა­ზი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე იღებს. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-60-იან წლებ­ში და­ი­ნერ­გა ამე­რი­კა­ში. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ხის მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი - პრაქ­ტი­კუ­ლი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი. პრაქ­ტი­კულ მერ­ჩენ­და­ი­ზინგს ძი­რი­თა­დად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მი­მარ­თა­ვენ, ვი­ზუ­ა­ლურს კი ტან­საც­მლის, სუ­ვე­ნი­რე­ბის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და სა­ი­უ­ვი­ლე­რო მა­ღა­ზი­ებ­ში. ვი­ზუ­ა­ლუ­რი მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გის მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა, მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი გა­ხა­დოს ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შერ­ჩე­ვა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­წუ­ხა­როდ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა მა­ღა­ზია არ იცავს მერ­ჩან­და­ი­ზინ­გის წე­სებს და ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მცი­რე ზო­მის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, როცა პრო­დუქ­ცია არა­თუ მიმ­ზიდ­ვე­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი გვხვდე­ბა, არა­მედ საკ­ვე­ბი და ქი­მი­ის პრო­დუქ­ტე­ბი ერ­თად იყი­დე­ბა ან სუ­ლაც გვერ­დიგ­ვერდ თა­რო­ებ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში

პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში

მარკეტოლოგების მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, მაღაზიაში შესული მყიდველების ორ მესამედს მტკიცე წარმოდგენა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რისი ყიდვა სურს და გადაწყვეტილებას მხოლოდ თაროზე მიმზიდველად განლაგებული პროდუქციის დანახვის შემდეგ იღებს. ამიტომ სწორად განთავსებული პროდუქცია მომხმარებლის მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომელსაც მერჩენდაიზინგი ეწოდება.

გარდა პროდუქციის სწორად განლაგებისა, მერჩენდაიზინგი მაღაზიაში მიმზიდველი ატმოსფეროს შექმნას, ფასების სწორად განთავსებას და ისეთი ასორტიმენტის შერჩევას გულისხმობს, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს. მერჩენდაიზინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მაღაზიაში პროდუქციის ისე გამოფენაა, რომ მომხმარებელი "აიძულოთ", რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მაღაზიაში და დამოუკიდებლად, პრაქტიკულად გამყიდვლის გარეშე შეძლოს არჩევანის გაკეთება.

მარკეტოლოგების განცხადებით, ეფექტური მერჩენდაიზინგი ზრდის არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ კომპანიისა თუ კონკრეტული სავაჭრო ობიქტის იმიჯსაც.

"უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქციის განლაგებისას ვხელმძღვანელობთ, მომხმარებლისთვის არჩევანის მაქსიმალურად გამარტივება და სუპერმარკეტში ორიენტაციაა. აუცილებელია სასაქონლო კატეგორიები ლოგიკურად იყოს დაჯგუფებული. თვისობრივად ერთნაირი პროდუქტების განლაგება ერთად უნდა ხდებოდეს და სასურველია, იქვე იყოს წარმოდგენილი მათი თანაპროდუქტებიც. მაგალითად: ლუდი და ჩიპსი, სნეკი; სოსისი და მდოგვი და სხვა", - აცხადებს ჩვენთან საუბარში "ნიკორას" წარმომადგენელი.

მერჩენდაიზინგის ისტორია სათავეს პირველი მოვაჭრეებისა და მაღაზიების გამოჩენისთანავე იღებს. თუმცა, ოფიციალურად მერჩენდაიზინგი პირველად გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაინერგა ამერიკაში. არსებობს რამდენიმე სახის მერჩენდაიზინგი - პრაქტიკული და ვიზუალური. პრაქტიკულ მერჩენდაიზინგს ძირითადად სუპერმარკეტებში მიმართავენ, ვიზუალურს კი ტანსაცმლის, სუვენირების, აქსესუარებისა და საიუვილერო მაღაზიებში. ვიზუალური მერჩენდაიზინგის მთავარი ფუნქციაა, მიმზიდველი და სასიამოვნო პროცესი გახადოს ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევა მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ყველა მაღაზია არ იცავს მერჩანდაიზინგის წესებს და ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში, როცა პროდუქცია არათუ მიმზიდველად განლაგებული გვხვდება, არამედ საკვები და ქიმიის პროდუქტები ერთად იყიდება ან სულაც გვერდიგვერდ თაროებზეა განლაგებული, რაც ყოვლად დაუშვებელია.

იხილეთ გაგრძელება

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი