პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა
"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა

დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში, ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვის ნა­პი­რას მდე­ბა­რე ანა­ნუ­რის კომ­პლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს გვი­ან­ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის ძეგ­ლე­ბი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. ხელ­საყ­რე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან, თვალ­შე­საქ­ცე­ვი ბუ­ნე­ბი­დან და კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანა­ნუ­რი ხში­რად იქ­ცე­ვა ხოლ­მე პიკ­ნი­კე­ბი­სა და მე­გობ­რუ­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ზი­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი საკ­ვებს, ბოთ­ლებს, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­სა და სხვა ნარ­ჩე­ნებს ად­გილ­ზე ტო­ვებს. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი ხდე­ბა ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ, როცა დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი სრულ­დე­ბა და ანა­ნუ­რის მნახ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მცირ­დე­ბა.

ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნია "ტო­ი­ო­ტა" გა­რე­მოს დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა, "ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ას" გუნ­დმა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა ეკო­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ანა­ნუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რო­ტი­რი­ა­ზე ეკო აქ­ცია გა­ე­მარ­თა.

და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი "ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ას" პრე­ზი­დენ­ტი, იუჯი ვა­გა­ტა:

"უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია "ტო­ი­ო­ტას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მარ­თა­ვენ ე.წ. "მწვა­ნე აქ­ცი­ებს" და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბას. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია მიზ­ნად ისა­ხავს არა­მარ­ტო კონ­კრე­ტუ­ლად ანა­ნუ­რის და­სუფ­თა­ვე­ბას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის კი­დევ ერთხელ გა­მახ­ვი­ლე­ბას იმა­ზე, რომ გა­რე­მოს დაც­ვა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო. ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლის დროს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა ხომ ჯან­მრთე­ლი და სუფ­თა გა­რე­მოს შექ­მნი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლია", - გა­ნუ­ცხა­და იუჯი ვა­გა­ტამ ambebi.ge-ს.

კომ­პა­ნი­ის ასამ­დე თა­ნამ­შრო­მელ­მა ანა­ნუ­რის კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწვა­ნე ტრა­ფა­რე­ტე­ბი გა­ნა­თავ­სა გა­რე­მოს დაც­ვის მო­წო­დე­ბე­ბით: "და­ი­ცა­ვი სი­სუფ­თა­ვე", "გა­უფრ­თხილ­დი ბუ­ნე­ბას", "გა­ა­ჯან­სა­ღე ხვა­ლინ­დე­ლი დღე".

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა

"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა

დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას მდებარე ანანურის კომპლექსი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობიდან, თვალშესაქცევი ბუნებიდან და კულტურულ-ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, ანანური ხშირად იქცევა ხოლმე პიკნიკებისა და მეგობრული თავშეყრის ადგილად. სამწუხაროდ, ვიზიტორების ნაწილი საკვებს, ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებსა და სხვა ნარჩენებს ადგილზე ტოვებს. დაბინძურებული გარემო განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ზაფხულის შემდეგ, როცა დასვენების სეზონი სრულდება და ანანურის მნახველთა რაოდენობაც მცირდება.

ვინაიდან კომპანია "ტოიოტა" გარემოს დაცვის პრობლემების მიმართ დამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩევა, "ტოიოტა კავკასიას" გუნდმა ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა ეკოლოგიური აქციის ფარგლებში ანანურის მიმდებარე ტეროტირიაზე ეკო აქცია გაემართა.

დასუფთავების აქციაში აქტიურად იყო ჩართული "ტოიოტა კავკასიას" პრეზიდენტი, იუჯი ვაგატა:

"უკვე მრავალი წელია "ტოიოტას" წარმომადგენლები ყველა ქვეყანაში მართავენ ე.წ. "მწვანე აქციებს" და მაქსიმალურად ცდილობენ მსგავს ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას. ჩვენი დღევანდელი აქცია მიზნად ისახავს არამარტო კონკრეტულად ანანურის დასუფთავებას, არამედ საზოგადოების ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილებას იმაზე, რომ გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და ხშირ შემთხვევაში ამისთვის ინდივიდუალური ძალისხმევაა საჭირო. ბუნებაში გასვლის დროს ელემენტარული სისუფთავის დაცვა ხომ ჯანმრთელი და სუფთა გარემოს შექმნისა და შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია", - განუცხადა იუჯი ვაგატამ ambebi.ge-ს.

კომპანიის ასამდე თანამშრომელმა ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ტრაფარეტები განათავსა გარემოს დაცვის მოწოდებებით: "დაიცავი სისუფთავე", "გაუფრთხილდი ბუნებას", "გააჯანსაღე ხვალინდელი დღე".

სალომე შიხაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია