პარტნიორები:

    თარხან ბათირაშვილმა რამზან კადიროვის მკვლელობისთვის 5 მლნ დოლარი დააწესა

    თარხან ბათირაშვილმა რამზან კადიროვის მკვლელობისთვის 5 მლნ დოლარი დააწესა

    სირიაში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ალ-შიშანიმ, იგივე თარხან ბათირაშვილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მკვლელობისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

    "კავკაზკი უზელის" ცნობით, ომარ ალ-შიშანიმ ასევე ფულადი ჯილდო დააწესა კადიროვის ახლო გარემოცვის ლიკვიდაციისთვის. მის მიერ შედგენილი ჩამონათვალი სულ 12 ადამიანისგან შედგებოდა, რომელშიც სათითაოდ იყო მითითებული ფულადი ჯილდო.

    გამოცემის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა 2 მილიონი დოლარი დააწესა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის ლიკვიდირებისთვის, ხოლო ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის აფტი ალაუდინოვის მკვლელობისთვის 500 ათასი დოლარი. გასულ კვირას, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში დაბადებული თარხან ბათირაშვილი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა ტერორისტული საქმიანობის გამო.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა