მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ფილმი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ანახოს მოზარდ შვილს
10 ფილმი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ანახოს მოზარდ შვილს

სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლია ის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მშო­ბელ­მა სა­კუ­თარ შვილს თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა აყუ­რე­ბი­ნოს და მას­თან ერ­თად თა­ვა­დაც უყუ­როს. რო­გორც შვი­ლე­ბი, ასე­ვე მშობ­ლე­ბი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან დას­კვნებს გა­მო­ი­ტა­ნენ.

The lord of the rings (ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი)

პი­ტერ ჯექ­სო­ნის ეპი­კუ­რი ტრი­ლო­გია აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა მო­ზარდს ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი. გარ­და იმი­სა, რომ ფენ­ტე­ზის ჟან­რის ხა­რის­ხი­ა­ნი სუ­რა­თე­ბი ხელს უწყობს წარ­მო­სახ­ვის სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას და ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ას, "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" სავ­სეა ჰე­რო­ი­კუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, რო­მელ­თა­გან ბავ­შვე­ბი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს ის­წავ­ლი­ან.

Harry Potter (ჰარი პო­ტე­რის ფრენ­ჩა­ი­ზი)

ფილ­მი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად გას­წავ­ლის სი­მა­მა­ცეს, მე­გობ­რე­ბის­თვის ბრძო­ლას, ყო­ველ­თვის სი­კე­თის მხა­რეს ყოფ­ნას, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ახ­დენს მა­ყუ­რებ­ლის ტე­ლე­პორ­ტა­ცი­ას ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში. მა­გი­უ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მშვე­ნი­ე­რი 8 სე­რი­ა­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ერ­თად ნა­ხოთ და თან ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში.

Mean girls (სა­ძა­გე­ლი გო­გო­ნე­ბი)

დრა­მის და კო­მე­დი­ის იდე­ა­ლუ­რი ბა­ლან­სი. მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა, რაც ფილ­მს გა­აჩ­ნია, არის ის, რომ მო­ზარ­დებს უჩ­ვე­ნებს, სკო­ლა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ნიშ­ნავს და არა­ვის­ზე მაღ­ლა არ გა­ყე­ნებს. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ტრანსფორ­მა­ცია უმან­კო გო­გო­ნა­დან ამ­პარ­ტა­ვან მჩაგ­ვრე­ლამ­დე ნაჩ­ვე­ნე­ბია დე­ლი­კა­ტუ­რად და ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბას წარ­მო­ა­ჩენს, რაც სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის სხვა­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბას მოჰ­ყვე­ბა. ამის გამო რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ეს სუ­რა­თი სას­კო­ლო ასა­კის ყვე­ლა ბავ­შვმა იხი­ლოს.

Fault in our stars (ბე­დის ვარ­სკვლა­ვის ბრა­ლია)

The fault in our stars არის ახა­ლი თა­ო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მის ეტა­ლო­ნი. ჭკვი­ა­ნუ­რი, მხი­ა­რუ­ლი, კარ­გი გა­გე­ბით სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და სავ­სე რე­ა­ლუ­რი ემო­ცი­ე­ბით. ეს არის ფილ­მი იმის შე­სა­ხებ, თუ რა და რო­გორ ხდე­ბა, რო­დე­საც სიყ­ვა­რუ­ლი ჩნდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის პა­ტა­რა ინ­სტრუქ­ცი­ად მი­ვიჩ­ნი­ოთ, აი ისე­თად, ფილ­მებ­ში რომ შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ზეა "გა­ტე­ხეთ ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში". ჯოშ ბუ­ნის ფილ­მი ახალ­გაზ­რდა მა­ყუ­რე­ბელს ას­წავ­ლის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ოდეს­ღაც დას­რულ­დე­ბა და რომ პა­ტა­რა დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში დიდი ის­ტო­რი­ე­ბი უნდა შექ­მნა. და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: თუ ამ ფილმზე არ იტი­რეთ, სას­წრა­ფოდ ნა­ხეთ, გე­სინ­ჯე­ბათ თუ არა პულ­სი.

Stand by me (დარ­ჩი ჩემ­თან)

ბავ­შვუ­რი უმან­კო­ე­ბი­სა და მისი და­კარ­გვის სა­უ­კე­თე­სო ილუსტრა­ცია სტი­ვენ კინ­გის ნო­ვე­ლი­დან რობ რე­ი­ნე­რის მშვე­ნი­ერ ფილმში. ეს არის უდა­ნა­შა­უ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბი­სა და ზრდას­რულ ცხოვ­რე­ბა­ში შე­ბი­ჯე­ბის ის­ტო­რია. ფილ­მი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ვუფრ­თხილ­დეთ ბავ­შვო­ბას და შემ­დეგ მის მო­გო­ნე­ბებს, რად­გან ასე­თი უდარ­დე­ლი და ზღაპ­რუ­ლი პე­რი­ო­დი ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

Bonnie and clyde (ბონი და კლა­ი­დი)

არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი კრი­მი­ნა­ლი. არ არ­სე­ბო­ბენ კრი­მი­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ. ციხე, ან ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დე­ნად რო­მან­ტი­კუ­ლად არ უნდა წარ­მო­ჩინ­დეს განგსტე­რუ­ლი თე­მა­ტი­კა და რამ­დე­ნად მიმ­ზიდ­ვე­ლად არ უნდა აღიქ­მე­ბო­დეს მათი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ფილ­მებ­შია აღ­წე­რი­ლი, სა­ბო­ლო­ოდ ის მა­ინც ერთ შე­დე­გამ­დე მი­დის - სიკ­ვდი­ლი, ან ციხე. ამის დეკ­ლა­რი­რე­ბას სა­უ­კე­თე­სოდ ახ­დენს არ­ტურ პე­ნის ფილ­მი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დმა ნა­ხოს ეს ფილ­მი, რად­გან წი­ნას­წარ გა­ი­გოს, რო­გორ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია.

e.t. (ი.თი. უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი)

ჩვენ­თან და არა მხო­ლოდ ჩვენ­თან ხომ მი­ღე­ბუ­ლია, რომ კონ­კრე­ტულ ასაკ­ში მშო­ბელ­მა ბავ­შვს ტომ სო­ი­ე­რი უნდა გა­დას­ცეს, ხოდა ანა­ლო­გი­უ­რად უნდა ხდე­ბო­დეს ი.თი.-ს მი­წო­დე­ბაც. სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფილ­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რო­ბის ერთ-ერთ ნი­მუშს აღ­წერს და ბავ­შვურ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს აცო­ცხლებს. ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ მე­გობ­რო­ბის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა არც ეთ­ნი­კურ, არც რე­ლი­გი­ურ, არც სექ­სუ­ა­ლურ კუთ­ვნი­ლე­ბას. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი სპილ­ბერ­გმა ფე­რი­ულ და სა­ნა­ხა­ობ­რივ ფორ­მა­ში შე­ფუ­თა, რომ­ლის ხილ­ვა რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე მოზ­რდი­ლე­ბის­თვის ეს­თე­ტი­კურ ტკბო­ბას იწ­ვევს.

Ferris Buellers day off (ფე­რის ბი­უ­ლე­რის დას­ვე­ნე­ბის დღე)

ჯონ ჰი­უ­ზის სა­კულ­ტო ფილ­მი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 30 წლის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, დღემ­დე რე­ლე­ვან­ტუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან. მა­ნი­ფეს­ტი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა დატ­კბე ცხოვ­რე­ბით, მი­ი­ღო მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ზი­ა­რო მე­გობ­რებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი პირ­და­პირ მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თავს და ამ დროს იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის მხო­ლოდ შენ­თვის სა­უბ­რობს და კონ­კრე­ტუ­ლად შენ გაძ­ლევს რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს.

Juno (ჯუნო)

ჯე­ი­სონ რე­იტ­მა­ნის "ჯუ­ნო­ში" დე­ტა­ლუ­რად ხდე­ბა თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. ელენ პე­ი­ჯი მთა­ვარ როლ­ში დე­ლი­კა­ტუ­რად აღ­წერს ამ ასა­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ოც­ნე­ბებს, სურ­ვი­ლებ­სა და ში­შებს. ფილ­მი ნა­ად­რევ ასაკ­ში ორ­სუ­ლო­ბა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზეა, რა­საც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რე­ა­ლუ­რად ეჩე­ხე­ბი­ან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ამის გამო და რე­ა­ლის­ტუ­რი სცე­ნა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით "ჯუნო" კარ­გი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მელ­საც სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებთ.

Good Will Hunting (ნი­ჭი­ე­რი უილ ჰან­ტინ­გი)

ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა შვილს უსურ­ვოს და რო­გორც შე­იძ­ლე­ბა და­ა­რი­გოს, ერთ ფილმშია თავ­მოყ­რი­ლი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­ზე და გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­უ­მის სა­პი­რის­პი­როდ წას­ვლის რის­კებ­ზე "ნი­ჭი­ე­რი უილ ჰან­ტინ­გი" ყვე­ლა­ზე ნამ­დვილ და სუფ­თა ის­ტო­რი­ას ასა­ხავს. "ვე­რა­სო­დეს იპოვ­ნი ისეთ გო­გოს, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა და ვერც შენ იქ­ნე­ბი ოდეს­მე სრულ­ყო­ფი­ლი. მთა­ვა­რი ისაა, რომ შეხ­ვდე ისეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თავს სრულ­ყო­ფი­ლად იგ­რძნობ", - ეუბ­ნე­ბა რო­ბინ უი­ლი­ამ­სი მეთ დე­ი­მონს და ამ და მრა­ვა­ლი სხვა ფუნ­და­მენ­ტუ­რად სა­ჭი­რო და­რი­გე­ბით ქმნის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს მო­ზარ­დებ­ზე და ამ ასა­კის სირ­თუ­ლე­ებ­ზე.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

10 ფილმი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ანახოს მოზარდ შვილს

10 ფილმი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ანახოს მოზარდ შვილს

სიაში შეტანილია ის ფილმები, რომლებიც მშობელმა საკუთარ შვილს თინეიჯერობის პერიოდში უნდა აყურებინოს და მასთან ერთად თავადაც უყუროს. როგორც შვილები, ასევე მშობლები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანენ.

The lord of the rings (ბეჭდების მბრძანებელი)

პიტერ ჯექსონის ეპიკური ტრილოგია აუცილებელია ყველა მოზარდს ჰქონდეს ნანახი. გარდა იმისა, რომ ფენტეზის ჟანრის ხარისხიანი სურათები ხელს უწყობს წარმოსახვის საზღვრების გაფართოებას და ავითარებს ფანტაზიას, "ბეჭდების მბრძანებელი" სავსეა ჰეროიკული პერსონაჟებით, რომელთაგან ბავშვები საუკეთესო თვისებებს ისწავლიან.

Harry Potter (ჰარი პოტერის ფრენჩაიზი)

ფილმი, რომელიც ერთდროულად გასწავლის სიმამაცეს, მეგობრებისთვის ბრძოლას, ყოველთვის სიკეთის მხარეს ყოფნას, სირთულეების დაძლევას და თავიდან ბოლომდე ახდენს მაყურებლის ტელეპორტაციას ჯადოსნურ სამყაროში. მაგიური შეგრძნებებისა და გამოცდილების მშვენიერი 8 სერიანი თავგადასავალი აუცილებელია საკუთარ შვილებთან ერთად ნახოთ და თან ნებისმიერ ასაკში.

Mean girls (საძაგელი გოგონები)

დრამის და კომედიის იდეალური ბალანსი. მთავარი დამსახურება, რაც ფილმს გააჩნია, არის ის, რომ მოზარდებს უჩვენებს, სკოლაში პოპულარობა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს და არავისზე მაღლა არ გაყენებს. მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაცია უმანკო გოგონადან ამპარტავან მჩაგვრელამდე ნაჩვენებია დელიკატურად და ყველა იმ მანკიერებას წარმოაჩენს, რაც საკუთარი პიროვნების სხვაზე მაღლა დაყენებას მოჰყვება. ამის გამო რეკომენდებულია ეს სურათი სასკოლო ასაკის ყველა ბავშვმა იხილოს.

Fault in our stars (ბედის ვარსკვლავის ბრალია)

The fault in our stars არის ახალი თაობის რომანტიკული ფილმის ეტალონი. ჭკვიანური, მხიარული, კარგი გაგებით სენტიმენტალური და სავსე რეალური ემოციებით. ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც სიყვარული ჩნდება. შეიძლება ის პატარა ინსტრუქციად მივიჩნიოთ, აი ისეთად, ფილმებში რომ შენობების კედლებზეა "გატეხეთ ხანძრის შემთხვევაში". ჯოშ ბუნის ფილმი ახალგაზრდა მაყურებელს ასწავლის, რომ სიყვარული ოდესღაც დასრულდება და რომ პატარა დროის მონაკვეთში დიდი ისტორიები უნდა შექმნა. და გაითვალისწინეთ: თუ ამ ფილმზე არ იტირეთ, სასწრაფოდ ნახეთ, გესინჯებათ თუ არა პულსი.

Stand by me (დარჩი ჩემთან)

ბავშვური უმანკოებისა და მისი დაკარგვის საუკეთესო ილუსტრაცია სტივენ კინგის ნოველიდან რობ რეინერის მშვენიერ ფილმში. ეს არის უდანაშაულო თავგადასავლების ძიებისა და ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯების ისტორია. ფილმი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ბავშვობას და შემდეგ მის მოგონებებს, რადგან ასეთი უდარდელი და ზღაპრული პერიოდი ცხოვრებაში, სამწუხაროდ, აღარ განმეორდება.

Bonnie and clyde (ბონი და კლაიდი)

არ არსებობს იდეალურად დაგეგმილი კრიმინალი. არ არსებობენ კრიმინალები, რომლებიც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. ციხე, ან ნაადრევი სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რამდენად რომანტიკულად არ უნდა წარმოჩინდეს განგსტერული თემატიკა და რამდენად მიმზიდველად არ უნდა აღიქმებოდეს მათი  ცხოვრება, რომელიც ფილმებშია აღწერილი, საბოლოოდ ის მაინც ერთ შედეგამდე მიდის - სიკვდილი, ან ციხე. ამის დეკლარირებას საუკეთესოდ ახდენს არტურ პენის ფილმი. აუცილებელია მოზარდმა ნახოს ეს ფილმი, რადგან წინასწარ გაიგოს, როგორ მთავრდება ყველა კრიმინალური ისტორია.

e.t. (ი.თი. უცხოპლანეტელი)

ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან ხომ მიღებულია, რომ კონკრეტულ ასაკში მშობელმა ბავშვს ტომ სოიერი უნდა გადასცეს, ხოდა ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ი.თი.-ს მიწოდებაც. სტივენ სპილბერგის ფილმი  საუკეთესო მეგობრობის ერთ-ერთ ნიმუშს აღწერს და ბავშვურ ჯადოსნურ სამყაროს აცოცხლებს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მეგობრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა არც ეთნიკურ, არც რელიგიურ, არც სექსუალურ კუთვნილებას. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სპილბერგმა ფერიულ და სანახაობრივ ფორმაში შეფუთა, რომლის ხილვა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის ესთეტიკურ ტკბობას იწვევს.

Ferris Buellers day off (ფერის ბიულერის დასვენების დღე)

ჯონ ჰიუზის საკულტო ფილმი მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის წინაა გადაღებული, დღემდე რელევანტურია თანამედროვე თინეიჯერებთან. მანიფესტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დატკბე ცხოვრებით, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და ეს ყველაფერი გაუზიარო მეგობრებს. დროთა განმავლობაში მთავარი პერსონაჟი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს და ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ შენთვის საუბრობს და კონკრეტულად შენ გაძლევს რჩევა-დარიგებებს.

Juno (ჯუნო)

ჯეისონ რეიტმანის "ჯუნოში" დეტალურად ხდება თინეიჯერულ ასაკში არსებული პრობლემების წარმოჩენა. ელენ პეიჯი მთავარ როლში დელიკატურად აღწერს ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ოცნებებს, სურვილებსა და შიშებს. ფილმი ნაადრევ ასაკში ორსულობაზე და იმ სირთულეებზეა, რასაც ასეთ სიტუაციაში რეალურად ეჩეხებიან სკოლის მოსწავლეები. ამის გამო და რეალისტური სცენარის დამსახურებით "ჯუნო" კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელსაც საათნახევარში დიდი სიამოვნებით მიიღებთ.

Good Will Hunting (ნიჭიერი უილ ჰანტინგი)

ყველაფერი, რაც შეიძლება მშობელმა შვილს უსურვოს და როგორც შეიძლება დაარიგოს, ერთ ფილმშია თავმოყრილი. ურთიერთობებზე, ზოგადად ცხოვრებაზე, კარიერაზე და გარშემო არსებული სოციუმის საპირისპიროდ წასვლის რისკებზე "ნიჭიერი უილ ჰანტინგი" ყველაზე ნამდვილ და სუფთა ისტორიას ასახავს. "ვერასოდეს იპოვნი ისეთ გოგოს, რომელიც სრულყოფილი იქნება და ვერც შენ იქნები ოდესმე სრულყოფილი. მთავარი ისაა, რომ შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც თავს სრულყოფილად იგრძნობ", - ეუბნება რობინ უილიამსი მეთ დეიმონს და ამ და მრავალი სხვა ფუნდამენტურად საჭირო დარიგებით ქმნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს მოზარდებზე და ამ ასაკის სირთულეებზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს