ბრიტანელმა მეცნიერებმა კაბის ზომასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგების თანახმად, 25 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც ყოველ მომდევნო 10 წელიწადში მკვეთრად იმატებდნენ წონაში, მენოპაუზის შემდეგ მკერდის კიბოს განვითარების შესაძლებლობა 33%-ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წონას ინარჩუნებდნენ.
"ჩვენ ვიცით, რომ მკერდის კიბოს 40%-ის თავიდან არიდება, ცხოვრების წესის შეცვლისა და დროული ჩარევის შემთხვევაში არის შესაძლებელი. საკუთარი წონის გაკონტროლება ბევრად მარტივია", - განმარტა მკვლევარმა საიმონ ვინსენტმა.
მკერდის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ 2013 წელს კიბოს შემთხვევების მაჩვენებლის ზრდა დააფიქსირა. 2012 წელს ამ მიზეზით მსოფლიოში 522 ქალი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მკერდის კიბო უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში გვხვდება, თუმცა, სიკვდილიანობა მსგავსი დიაგოზით განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.