პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ
ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ

პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი­სა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი, ბლო­გე­რე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ყო­ველ­თვის გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ის, ვინც ვერ კარ­ნა­ხობს მო­დას, ცდი­ლობს ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი არ გახ­დეს. ასე ხდე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, ჩვენ­თან კი მათ ყვე­ლა აკ­რი­ტი­კებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გარ­და. აკ­რი­ტი­კე­ბენ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სის, კა­ბის სიგ­რძის, ფე­ხის ფორ­მი­სა და მკლა­ვე­ბის გამო. გა­სულ კვი­რას კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი გახ­დნენ. Ambebi.ge მო­დის მცოდ­ნეს, ბლო­გერ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს - მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­უღ­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა შე­ა­ფა­სა.

- მერ­სი, ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სამ­ხედ­რო პრინ­ტით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მო­სით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­მო­ჩე­ნას დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მის ამ ჩაც­მუ­ლო­ბას, და­არ­ღვია ჩაც­მის ეტი­კე­ტი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა?

- შე­კი­თხვას არ უნდა გიბ­რუ­ნებ­დეთ, მაგ­რამ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი... ვინ შე­ა­ფა­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხა­რებ­ლებ­მა? სან­ტე­რე­სოა, დრეს-კო­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა რამ­დენ­მა მათ­გან­მა იცის. რომ იცოდ­ნენ, მა­შინ არც იმა­ზე ისა­უბ­რებ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს ანა მარ­გვე­ლაშ­ვილს არას­წო­რად ეცვა, რად­გან ანა თე­ატრს სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვია, იმი­სათ­ვის, რომ სპე­კტაკ­ლი ენა­ხა და სა­ღა­მო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მისი სა­მო­სი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩა არც პრო­ფე­სი­უ­ლი თვა­ლით და იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და სწო­რად შე­ხა­მე­ბუ­ლი ჰქონ­და მო­დის ტენ­დენ­ცია სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბას­თან. და რო­დე­საც ამ ორი დე­ტა­ლის შერ­წყმა შე­გიძ­ლია, ნიშ­ნავს, რომ გე­მოვ­ნე­ბა გა­გაჩ­ნია და ამას გა­მო­ხა­ტავ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. დრეს-კოდი სიმ­ბო­ლუ­რი მცნე­ბაა. თუკი მო­საწ­ვევ­ზე ეწე­რე­ბო­და, რომ სტუმ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ღა­მოს კა­ბებ­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ის და­არ­ღვევ­და წესს, დრეს-კო­დიც დარ­ღვე­უ­ლად მა­შინ ჩა­ით­ვლე­ბო­და. ანას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ ერთ-ერთი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გო­გო­ნაა ჩვენს ქა­ლაქ­ში, რო­მელ­მაც იცის, რო­გორ მო­არ­გოს ტრენ­დი სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ლურ სტილს.

- ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბას ბა­რაკ და მი­შელ ობა­მე­ბის მი­ღე­ბა­ზე...

- რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილს, სამ­წუ­ხა­როდ მოვ­ლე­ნებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოვ­კა­რი თვა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. აქაც ვხვდე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის არას­წორ შე­ფა­სე­ბას. მას აც­ვია კოქ­ტე­ი­ლის კაბა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს წარ­მო­ად­გენს საქ­მი­ან კა­ბას, რომ­ლის ტა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც დღით, ასე­ვე სა­ღა­მოს და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თქვა, რომ ამ ქალ­ბა­ტონ­მა დრეს-კოდი და­აღ­ვია.

- გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ბის თეთ­რი სარ­ჩუ­ლის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს პრე­მი­ე­რი მე­უღ­ლე...

- ფო­ტოს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მის სარ­ჩულს კი არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, არა­მედ იმას, თუ რო­გორ დგას ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­ზაშ­ვი­ლი. რო­გორც ხე­დავთ, კაბა არის მუხ­ლზე და­ბა­ლი სიგ­რძის, რაც ფო­ტოს სწორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბი­სას ფე­ხის სი­ლუ­ეტს არ აჩენს და ასე­ვე არ ჩანს ფეხ­საც­მლის ქუს­ლი, სწო­რედ ეს იწ­ვევს სრულ­ყო­ფი­ლი ლუ­ქის არას­წო­რად წარ­მო­ჩე­ნას და არა ის სარ­ჩუ­ლი, რო­მე­ლიც მო­სავს. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ჩულ­ქი ლუ­ქის აწყო­ბი­სას სა­ერ­თოდ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გა­ნაც ამ შემ­თხვე­ვა­ში აწყო­ბი­ლი ლუ­ქის ზედ­მეტ დე­ტალს წარ­მო­ად­გენს.

- ქარ­თვე­ლებ­მა მი­შელ ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბაც გა­აკ­რი­ტი­კეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ უმკლა­ვო კაბა ოფი­ცი­ა­ლურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დრეს-კო­დის დარ­ღვე­ვაა, ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას?

- აშშ პირ­ვე­ლი ლედი მი­შელ ობა­მა მსოფ­ლი­ოს გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტონ­თა ათე­ულ­ში, მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამე­რი­კულ­მა VOGUE-მ მას მო­დის პირ­ვე­ლი ლე­დის ტი­ტუ­ლიც მი­ა­კუთ­ვნა. მი­შელ ობა­მა ის ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც და­არ­ღვია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. ეს ის პირ­ვე­ლი ლე­დია, რო­მე­ლიც მო­დის სფე­როს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებს არა მხო­ლოდ სთა­ვა­ზობს, არა­მედ ის თა­ვა­დაც ხდე­ბა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ვფიქ­რობ ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია. თუმ­ცა ბო­ლოს არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო, რომ აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის კაბა ჩემ­თვის პი­რა­დად გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რია ვიდ­რე აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის. ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დე­სი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ არც ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ვი­ცით და არც ჩვე­ნი­ა­ნის და­ფა­სე­ბა. სა­ნამ სხვის იმიჯს და ლუქს გა­ვაკ­რი­ტი­კებთ, სჯობს სა­კუ­თარ გარ­დე­რო­ბებ­ში შე­ვი­ხე­დოთ, თან გა­ვით­ვა­ლის­წოთ, გე­მოვ­ნე­ბას ფუ­ლით ვერ ვი­ყი­დით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ

ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ

პირველი პირების მეუღლეებისა და ოჯახის სხვა წევრების ჩაცმულობას მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები და დიზაინერები ყოველთვის განიხილავენ. ის, ვინც ვერ კარნახობს მოდას, ცდილობს ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურებოდეს და პროფესიონალების კრიტიკის ობიექტი არ გახდეს. ასე ხდება საზღვარგარეთ, ჩვენთან კი მათ ყველა აკრიტიკებს, პროფესიონალების გარდა. აკრიტიკებენ ძვირადღირებული სამოსის, კაბის სიგრძის, ფეხის ფორმისა და მკლავების გამო. გასულ კვირას კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ანა მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი გახდნენ. Ambebi.ge მოდის მცოდნეს, ბლოგერსა და ტელეწამყვანს - მერსი სულხანიშვილს ესაუბრა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლისა და პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმულობა შეაფასა.

- მერსი, ანა მარგველაშვილის სამხედრო პრინტით გაფორმებული სამოსით რუსთაველის თეატრში გამოჩენას დიდი კრიტიკა მოჰყვა, როგორ შეაფასებთ მის ამ ჩაცმულობას, დაარღვია ჩაცმის ეტიკეტი პრეზიდენტის ქალიშვილმა?

- შეკითხვას არ უნდა გიბრუნებდეთ, მაგრამ გამიჩნდა სურვილი... ვინ შეაფასა, სოციალური ქსელის მომხარებლებმა? სანტერესოა, დრეს-კოდის მნიშვნელობა რამდენმა მათგანმა იცის. რომ იცოდნენ, მაშინ არც იმაზე ისაუბრებდნენ, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს არასწორად ეცვა, რადგან ანა თეატრს სიამოვნების მისაღებად ეწვია, იმისათვის, რომ სპეკტაკლი ენახა და საღამო სასიამოვნოდ გაეტარებინა. მისი სამოსი შეუმჩნეველი არ დარჩა არც პროფესიული თვალით და იცით რატომ? იმიტომ, რომ გემოვნებიანად და სწორად შეხამებული ჰქონდა მოდის ტენდენცია საკუთარ გემოვნებასთან. და როდესაც ამ ორი დეტალის შერწყმა შეგიძლია, ნიშნავს, რომ გემოვნება გაგაჩნია და ამას გამოხატავ ნებისმიერ სიტუაციაში. დრეს-კოდი სიმბოლური მცნებაა. თუკი მოსაწვევზე ეწერებოდა, რომ სტუმრები აუცილებლად საღამოს კაბებში უნდა ყოფილიყვნენ და ის დაარღვევდა წესს, დრეს-კოდიც დარღვეულად მაშინ ჩაითვლებოდა. ანასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი გემოვნებიანი გოგონაა ჩვენს ქალაქში, რომელმაც იცის, როგორ მოარგოს ტრენდი საკუთარ პერსონალურ სტილს.

- ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობას ბარაკ და მიშელ ობამების მიღებაზე...

- რაც შეეხება ქალბატონ ნუნუკა თამაზაშვილს, სამწუხაროდ მოვლენებს მოგვიანებით მოვკარი თვალი სოციალურ ქსელში. აქაც ვხვდებით მოვლენების არასწორ შეფასებას. მას აცვია კოქტეილის კაბა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს საქმიან კაბას, რომლის ტარებაც შესაძლებელია როგორც დღით, ასევე საღამოს და საქმიანი შეხვედრების დროს. წარმოუდგენელია თქვა, რომ ამ ქალბატონმა დრეს-კოდი დააღვია.

- განსაკუთრებით კაბის თეთრი სარჩულის გამო გააკრიტიკეს პრემიერი მეუღლე...

- ფოტოს თუ დავაკვირდებით, მის სარჩულს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ იმას, თუ როგორ დგას ფოტოს გადაღებისას ქალბატონი თამაზაშვილი. როგორც ხედავთ, კაბა არის მუხლზე დაბალი სიგრძის, რაც ფოტოს სწორ მდგომარეობაში გადაღებისას ფეხის სილუეტს არ აჩენს და ასევე არ ჩანს ფეხსაცმლის ქუსლი, სწორედ ეს იწვევს სრულყოფილი ლუქის არასწორად წარმოჩენას და არა ის სარჩული, რომელიც მოსავს. სასურველი იქნებოდა, რომ ჩულქი ლუქის აწყობისას საერთოდ არ გამოეყენებინა, რადგანაც ამ შემთხვევაში აწყობილი ლუქის ზედმეტ დეტალს წარმოადგენს.

- ქართველებმა მიშელ ობამას ჩაცმულობაც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ უმკლავო კაბა ოფიციალურ წვეულებებზე დრეს-კოდის დარღვევაა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- აშშ პირველი ლედი მიშელ ობამა მსოფლიოს გემოვნებიან ქალბატონთა ათეულში, მოდის კრიტიკოსების შეფასებით, მოწინავე პოზიციებზე იმყოფება. ამერიკულმა VOGUE-მ მას მოდის პირველი ლედის ტიტულიც მიაკუთვნა. მიშელ ობამა ის ქალბატონია, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპები. ეს ის პირველი ლედია, რომელიც მოდის სფეროს მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებს არა მხოლოდ სთავაზობს, არამედ ის თავადაც ხდება დიზაინერების შთაგონების წყარო. ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ფოტოზე ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილის კაბა ჩემთვის პირადად გაცილებით უფრო მინიმალისტური და ეფექტურია ვიდრე აშშ-ის პირველი ლედის. ქართველების უდიდესი პრობლემა ის გახლავთ, რომ არც ჯანსაღი კრიტიკა ვიცით და არც ჩვენიანის დაფასება. სანამ სხვის იმიჯს და ლუქს გავაკრიტიკებთ, სჯობს საკუთარ გარდერობებში შევიხედოთ, თან გავითვალისწოთ, გემოვნებას ფულით ვერ ვიყიდით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება