ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველ მილიონერთა ქალიშვილები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველ მილიონერთა ქალიშვილები

ქართველი მილიონერებისა და მითუმეტეს მათი შვილების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია ნაკლებად აქვს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართველ მილიონერთა სია საკმაოდ გრძელია. მართალია, ოჯახის წევრებზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ მათ შვილებთან დაკავშირებული სკანდალებიც არ რჩება გაუხმაურებელი. ambebi.ge 5 ქართველი მილიონერის ქალიშვილის ისტორიას გიამბობთ.

ნათია ჩხარტიშვილი

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს საქართველოში კარგად იცნობენ, საზოგადოების გარკვეული წრეებისთვის არც მისი ქალიშვილი, ნათია ჩხარტიშვილია უცნობი. ის ხშირად ჩამოდის თბილისში, როგორც ამბობენ გართობაც უყვარს. ნათია ჩხარტიშვილი წარსულში მომღერალ ბექა ჩხაიძის შეყვარებული იყო, წყვილი ერთად გაიპარა კიდეც, თუმცა მამა ქალიშვილის ჩხაიძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო და სასიძო პოლიციას დააჭერინა. რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გავრცელდა ცნობა, რომ ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპრტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი-თბილისის თვითმფრინავი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ნათია თავის საქმროსთან შიდა ქართლის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელთან დავით ტაბუცაძესთან ერთად აპირებდა თბილისში დაბრუნებას. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ თვითმფრინავის გატაცების ორგანიზატორი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ის სწორედ ამ ფორმით შეეწინააღმდეგა მისი ქალიშვილის და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას. წყვილი ოდესაში ისვენებდა, როდესაც მათ გაიგეს, რომ ვანო ჩხარტიშვილის "ხალხი" მათ ეძებდა. ისინი ოდესიდან ბორისპოლში გადმოფრინდენ, სადაც ტაბუცაძემ დახმარება უკრაინელ კოლეგებს სთხოვა, მაგრამ აეროპორტში ტარიელ ვასაძის (იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი) პირადმა დაცვამ და უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ გასასვლელი ჩაუკეტეს. როგორც ტაბუცაძე ამტკიცებს, უკრაინის უსაფრთხების სამსახურის უფროსმა, ვალერი ხოროშოვსკიმ დაურეკა ქვეყნის შს მინისტრს ანატოლი მოგილიევს, რათა მას ტაბუცაძის დასახმარებლად აეროპორტში მისული მილიცილეები უკან გაეწვია. თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნათია ჩხარტიშვილს წაართვეს პასპორტი და იქედან ერთ-ერთი გვერდი ამოხიეს. ნათია ჩხარტიშვილი ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში გადაიყვანეს ხოლო შემდგომ ლონდონში გაამგზავრეს, სადაც ამჟამად ცხოვრობს.

ელენე დუმბაძე

ელენე დუმბაძე საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილთან დანათესავების შემდეგ გაიცნო. მან ექს-პრეზიდენტის ბიძაშვილზე იქორწინა, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი პარიზში გადაიხადა, ამას ჟურნალისტების ყურადღებაც მოჰყვა. ელენე ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილია. დავით დუმბაძის კარიერა "მარტინ ბაუერში" დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში განახორციელა ინვესტიციები. მოგვიანებით "მარტინ ბაუერ გეორგიას" სახელი შეეცვალა და მას "გეოპლანტი" ეწოდა. თუკი თავდაპირველად კომპანია დაუფასოებელი ჩაის წარმოებაზე მუშაობდა, დღეს ის ოთხი ბრენდის ქვეშ 25-მდე დასახელების ჩაის აერთიანებს. "გეოპლანტმა" 2010 წელს ქართული ჩაის ბრენდი "გურიელი ექსპორტი" წარუდგინა მომხმარებელს. კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დავით დუმბაძეა, კომპანია "ნიკორაა", რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. თუკი დავით დუმბაძის ბიზნესსაქმიანობის ჩამონათვალს გადავხედავთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ თბილისში მდებარე რესტორანი "მეტეხის ჩრდილი". კიდევ ერთი ბიზნესი, რომლის დამფუძნებელიც დავით დუმბაძეა, არის აგურის ქარხანა სამტრედიაში, სადაც იწარმოება რამდენიმე სახეობის აგური და მათ შორის – ქართული აგური. ელენე დუმბაძე ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს და ის საქართველოს იშვიათად სტუმრობს.

ლიკა პატარკაციშვილი

ლიკა პატარკაციშვილი ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ტელეიმედი" პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც სათავეში ლიკა ჩაუდგა. "როცა ნოემბერში "იმედი" დავიბრუნეთ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ ვინ უხელმძღვანელებდა კომპანიას. ლონდონში ჩვენ საოჯახო ოფისი გვაქვს და სწორედ იქ გამართულ საოჯახო საბჭოზე, რომელშიც დედაჩემი, მე, ჩემი უმცროსი და ია პატარკაციშვილი და ჩვენი მეუღლეები შედიან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "იმედში" მე ვიმუშავებდი", - განაცხადა ლიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. პატარკაციშვილების ოჯახს საქართველოში რამდენიმე კომპანიაში აქვს საკუთარი აქტივები, ესენია მიწები ზღვის სანაპიროზე, მეტალურგიული ქარხანა რუსთავში, კომპანია "მაგთიკომის" აქციები და სხვა. ლიკა პატარკაციშვილი ძირითადად ინგლისში ცხოვრობს, თუმცა საქმეების გამო ხშირად უწევს საქართველოში ჩამოსვლა.

ნინო ვასაძე

ქართველი მილიარდერის, ტარიელ ვასაძის ქალიშვილს ნამდვილ ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ნინო ვასაძე 1985 წელს დაიბადა. კიევში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი მამამისის საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო და არცთუ მცირე წარმატებას მიაღწია. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" ფინანსური დირექტორია და ასევე სათავეში უდგას "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს. გარდა ბიზნესის მართვის ნიჭისა, ნინოს კარგი გარეგნობა აქვს, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ ღონისძიებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" ის რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში, ასევე რამდენჯერმე მოხვდა "უკრაინის ყველაზე სასურველი საპატარძლოების" ათეულში. ნინო გატაცებულია სპორტის წყლის სახეობებით, უყვარს სერფინგი. ნინო ბიზნესიმპერიის მემკვიდრე ქალბატონთა ხუთეულშიც წარადგინეს.

გვანცა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის 16 წლის ქალიშვილი, გვანცა ივანიშვილი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის თავს არიდებს. გვანცას შესახებ ქართველებისთვს ცნობილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გახდა. ის მამას ძმასთან ერთად დაჰყვებოდა მოსახლეობასთან შეხვედრებზე და სცენაზე ცეკვავდა "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" ბავშვებთან ერთად. გვანცა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, არც ხმაურიან გასართობ ადგილებს სტუმრობს. ამბობენ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს საქართველოში, რომლებიც სტუდიაში გაიცნო. როგორც გვანცას მეგობრები ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მილიარდერის ქალიშვილი "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია, თუმცა სოციალურ ქსელში სხვისი გვარით და სახელით არის დარეგისტრირებული. უყვარს მუსიკა და ცეკვა, თუმცა აირჩევს თუ არა მომავალში ხელოვნებასთან დაკავშირებულ სპეციალობას უცნობია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

დასავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინიდა მისალოდნელი უახლოეს დღეებში

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში