საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა
"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა

სი­რი­ა­ში შე­ტა­კე­ბის დროს 18 წლის ბესო კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ბესო პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ომა­ლო­ში ცხოვ­რობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 50–მდე ახალ­გაზ­რდაა წა­სუ­ლი, მათ შო­რის 16 – 18 წლის მო­ზარ­დე­ბი. ბესო კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი სი­რი­ა­ში პან­კი­სელ მებ­რძო­ლებს შო­რის უკვე მე–6 და­ღუ­პუ­ლია...

და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, მან არ იცის, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბესო სი­რი­ა­ში, თუმ­ცა აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ხე­ო­ბი­დან ბევ­რია იქ წა­სუ­ლი და და­ღუ­პუ­ლე­ბიც არი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, უმე­ტე­სო­ბა სი­რი­ა­ში თურ­ქე­თი­დან მოხ­ვდა.

- ბესო დე­და­სა და დას­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი, იქი­დან კი სი­რი­ა­ში გა­და­სუ­ლა... ამას წი­ნათ შევ­ხვდი ბე­სოს დე­დას, თურ­ქეთ­ში მე­გუ­ლე­ბო­და და გა­მიკ­ვირ­და, - აქ ხარ? რო­დის დაბ­რუნ­დი-მეთ­ქი? - აქ ვარ, იქ არ­ყის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ისე­თი მძი­მე სა­მუ­შაო მქონ­და, მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქიო. ჯან­მრთე­ლო­ბა არ მი­ვარ­გა და ვერ გავ­ძე­ლი, ცუ­დად გავ­ხდი. შვი­ლე­ბი იქ დარ­ჩნე­ნო. ბავ­შვე­ბი დავ­ტო­ვე, რა­ღაც ორი კა­პი­კი რომ იშო­ვონ, მაგ­რამ სა­ნამ გაძ­ლე­ბენ, არ ვი­ციო...

- ანუ ბესო დე­და­საც თურ­ქეთ­ში ეგუ­ლე­ბო­და?

- დიახ, იქ ეგო­ნა... მო­ტე­ხი­ლი მეჩ­ვე­ნა, ეტყო­ბა, მძი­მე სა­მუ­შა­ოს­გან... ოჯახ­ში უჭირ­დათ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს, მა­თაც. ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ თურ­ქეთ­ში, თო­რემ ხა­ლი­სის გამო ვინ წა­ვი­დო­და იმ ჯო­ჯო­ხეთ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა

"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა. ბესო პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 – 18 წლის მოზარდები. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–6 დაღუპულია...

დაღუპულის ოჯახის ახლობლის თქმით, მან არ იცის, როგორ აღმოჩნდა ბესო სირიაში, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მათი ხეობიდან ბევრია იქ წასული და დაღუპულებიც არიან. სავარაუდოდ, უმეტესობა სირიაში თურქეთიდან მოხვდა.

- ბესო დედასა და დასთან ერთად თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, იქიდან კი სირიაში გადასულა... ამას წინათ შევხვდი ბესოს დედას, თურქეთში მეგულებოდა და გამიკვირდა, - აქ ხარ? როდის დაბრუნდი-მეთქი? - აქ ვარ, იქ არყის ქარხანაში ვმუშაობდი და ისეთი მძიმე სამუშაო მქონდა, მთელი დღე ფეხზე ვიდექიო. ჯანმრთელობა არ მივარგა და ვერ გავძელი, ცუდად გავხდი. შვილები იქ დარჩნენო. ბავშვები დავტოვე, რაღაც ორი კაპიკი რომ იშოვონ, მაგრამ სანამ გაძლებენ, არ ვიციო...

- ანუ ბესო დედასაც თურქეთში ეგულებოდა?

- დიახ, იქ ეგონა... მოტეხილი მეჩვენა, ეტყობა, მძიმე სამუშაოსგან... ოჯახში უჭირდათ, როგორც დანარჩენებს, მათაც. ამიტომ წავიდნენ თურქეთში, თორემ ხალისის გამო ვინ წავიდოდა იმ ჯოჯოხეთში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ