პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შესახებ კრიზისების საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შესახებ კრიზისების საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

28 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მო სა­ა­თე­ბი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთელს სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძლი­ე­რი ქარი და უხვი ნა­ლე­ქი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მდი­ნა­რე­ებ­ში წყლის დონე სა­ხი­ფა­თოდ მო­ი­მა­ტებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­დან აც­ნო­ბეს.

"ზღვა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძლი­ე­რი შტორ­მი. მსგავ­სი ოდე­ნო­ბის ნა­ლექ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ღვარ­ცო­ფუ­ლი და მე­წყრუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლოს მა­ღალ ზო­ნა­ში.

მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა 28 სექ­ტემ­ბის ღა­მე­სა და 29 სექ­ტემ­ბერს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ხოლო 29 სექ­ტემ­ბრის ღა­მის­თვის ნა­ლე­ქის დონე და ქა­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ მო­იკ­ლებს.

მივ­მარ­თავთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დონ ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს, ასე­ვე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ა­რი­დონ ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი თუ პი­რუ­ტყვი სა­შიშ ზო­ნებს. ამ ეტა­პის­თვის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბი, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სტი­ქი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის რე­სურ­სი რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ცხე­ლი ხაზი 112", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შესახებ კრიზისების საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შესახებ კრიზისების საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.

"ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.

მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.

მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია