სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ
"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ

სკო­ლა-კომ­პლექს "სა­დუნ­თან" არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო ბა­ღი­დან, 4 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე მშობ­ლებ­მა შინ სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი შვი­ლი აღ­მზრდელ­მა სავ­რა­უ­დოდ სცე­მა. პა­ტა­რა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა, ის აუ­ტის­ტია.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არის დიდი ადა­მი­ნის ნა­მოქ­მე­და­რი, რად­გა­ნაც ბავ­შვს ღრმად აქვს ეს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. თუნ­დაც არ იყოს დიდი ადა­მი­ა­ნის ჩა­დე­ნი­ლი, სად იყო ამ დროს პე­და­გო­გი, ძიძა, რო­დე­საც ბავ­შვმა სამ ად­გი­ლას მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა, რო­გორც თვი­თონ აცხა­დე­ბენ.

ტუჩ­თან აქვს ნა­ხეთ­ქი, სა­ფეთ­ქელ­თან - ნა­კაწ­რი, და­ნარ­ჩენს ექ­სპერ­ტი­ზა დად­გენს და თვალ­თან - რა­ღაც ფუფხი. ხვალ იქ­ნე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით. რად­გა­ნაც და­ზი­ა­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნით არის ჩა­დე­ნი­ლი", - აცხა­დებს ბავ­შვის დედა თა­მარ იაშ­ვი­ლი.

ambebi.ge-ს და­უ­კავ­შირ­და სა­ე­რო სა­შუ­ა­ლო სკო­ლა-კომ­პლექს "სა­დუ­ნის" დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ცინ­ცა­ძე, რო­მელ­მაც ითხო­ვა მისი აზ­რიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ მას გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენს სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდელს აღ­საზ­რდე­ლი (აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა) უცე­მია. რა მოხ­და იქ­ნებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრათ?

- ბავ­შვი ნამ­დვი­ლად არ არის ნა­ცე­მი. 1990 წლი­დან აქ ვმუ­შა­ობთ და შემ­თხვე­ვა, რომ რო­მე­ლი­მე ბავ­შვის­თვის ყური მა­ინც აე­წი­ათ, არ ყო­ფი­ლა...

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფაქტს, რო­მე­ლიც გახ­მა­ურ­და, გე­ტყვთ, რომ 2 სექ­ტემ­ბერს ჩვენ­თან მშობ­ლებ­მა შე­მო­იყ­ვა­ნეს გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე. მას ბე­ბია, დედა, მამა, ბა­ბუა - ყვე­ლა მოჰ­ყვა და მი­თხრეს, რომ ბავ­შვი თქვენ­თან "ჭი­ა­მა­ი­ი­დან" გად­მოგ­ვყავს, რად­გა­ნაც იქ მძი­ნა­რეს ცივი წყა­ლი და­ას­ხეს. აუ­ტის­ტი პა­ტა­რა მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­და, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი გახ­და. გვინ­და, რომ გაბ­რი­ე­ლი თქვენ­თან მოხ­ვდე­სო.

- აუ­ტისტ პა­ტა­რებს იღებთ?

- კი, თუკი მშობ­ლებს აქვთ ამის სურ­ვი­ლი, ვი­ღებთ და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს. მოკ­ლედ, გაბ­რი­ე­ლის მი­ღე­ბას დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ ბავ­შვი ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვერ გა­ა­ჩე­რეს. მერე მშობ­ლე­ბი ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში ვუ­თხა­რი, რომ ასეა, მას­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ-მეთ­ქი. გაბ­რი­ელს მი­ვა­მაგ­რე მე­თო­დის­ტი და მეც ვეს­წრე­ბო­დი პე­რი­ო­დუ­ლად ამ ბავ­შვთან მე­თო­დურ მუ­შა­ო­ბას. ვი­ნა­ი­დან გაბ­რი­ე­ლი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რია, კონ­ტაქ­ტში ვერ შე­ვი­და ჯგუ­ფე­ლებ­თან, ამას­თან, ვერც სა­უბ­რობს. ამ ფონ­ზე რო­გორც ჩანს, მეტი აფექ­ტი გა­ნი­ცა­და, დარ­ბო­და, ყვი­რო­და, ყვე­ლა­ფერს, რა­საც ხე­დავ­და, ძირს ჰყრი­და და ფე­ხე­ბით ამ­ტვრევ­და. ასე გა­უ­ტე­ხა ტე­ლე­ფო­ნი აღ­მზრდელს. მერე მშობ­ლე­ბი და­ვი­ბა­რე და ვთხო­ვე, სა­ნამ ეს ბავ­შვი გა­რე­მოს შე­ეჩ­ვე­ვა, იქ­ნებ ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი ჯგუფ­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს და მის გვერ­დით იყოს-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდნენ, დე­დაც დარ­ჩა, მე­ო­რე დღეს დე­ი­და და ა.შ. თვი­თო­ნაც ვე­რაფ­რით აჩე­რებ­დნენ და მერე შე­და­რე­ბით ადრე გაჰ­ყავ­დათ ბა­ღი­დან. დე­ი­დამ მი­თხრა, - თქვე­ნი აღ­მზრდე­ლე­ბი ეფე­რე­ბი­ან გაბ­რი­ელს და ამ დროს მო­ფე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უნდა ეჩხუ­ბოთ და უყ­ვი­რო­თო. ჯან­მრთელ ბავ­შვს არ ვუყ­ვი­რით და ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ-მეთ­ქი. მერე მო­იყ­ვა­ნეს ორი ფსი­ქო­ლო­გი ქალ­ბა­ტო­ნი (იმ პე­რი­ოდ­ში შე­ნო­ბი­დან გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, ნე­ტავ, რა­ტომ გა­ვე­დი). ფსი­ქო­ლო­გი და მე­თო­დის­ტი რომ შე­სუ­ლან, ასე­თი სუ­რა­თი დახ­ვდათ, - გაბ­რი­ელს ბავ­შვთან სა­თა­მა­შოს გამო კინ­კლა­ო­ბა მოს­ვლია. მე­ო­რე ბავ­შვს სა­თა­მა­შოს არ­თმევ­და და ამ დროს ტუჩ­ზე მოხ­ვედ­რია და აქვს გა­კაწ­რუ­ლი.

- თქვენ თა­ვად თუ ნა­ხეთ ბავ­შვი?

- არ მი­ნა­ხავს. მაგ­რამ ის ბავ­შვიც იცი­ან (მე­თო­დის­ტმაც, აღ­მზრდელ­მაც), ვის­თა­ნაც მო­უ­ვი­და მას კა­მა­თი, კინ­კლა­ო­ბა... ახლა ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან, აი, რას: მშო­ბელს რომ უკი­თხავს, - რა მოხ­და? ძი­ძამ გარ­კვე­ვით ვერ მი­თხრა, - ხან თვი­თონ მო­უ­ვი­და, ხან - ბავ­შვთან კინ­კლა­ო­ბა მო­უხ­დაო (შე­იძ­ლე­ბა ძი­ძამ ვერ და­უ­სა­ხე­ლა ის ბავ­შვი, ვინც და­უ­შა­ვა). მოკ­ლედ, მათი დას­კვნა ასე­თია, რომ ამ ძი­ძას არ უყ­ვარს ეს ბავ­შვი და ალ­ბათ, სწო­რედ მან ჩა­ი­დი­ნა ეს ამ­ბა­ვიო...

- ვინ არის ის ბავ­შვი, ვის­თა­ნაც, თქვე­ნი თქმით, გაბ­რი­ელს კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და?

- ტყუ­პი ძმაა და ერთ-ერ­თთან.

- ხმა ასე­ვე გავ­რცელ­და იმის შე­სა­ხებ, რომ თქვენს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ტა­რა დის­კრი­მი­ნა­ცი­ას სხვა დრო­საც გა­ნიც­დი­და...

- ეს არის აბ­სურ­დი.

- ასე­ვე ისიც ით­ქვა, რომ სხვა ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი თით­ქოს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ იმას, რომ აუ­ტის­ტი ბავ­შვი არ უნდა იყოს მათი შვი­ლე­ბის ჯგუფ­ში...

- ხდე­ბა ხოლ­მე, როცა მშობ­ლე­ბი რა­ღა­ცას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ მათ­თა­ნაც ვმუ­შა­ობთ... პი­რი­ქით, ამ ბავ­შვის­თვის კარ­გია, რომ კონ­ტაქ­ტში იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან...

- ანუ თქვე­ნი მე­თო­დი­კა ისე­თია, რომ აუ­ტის­ტი ბავ­შვი ჯგუფ­ში კონ­ტაქ­ტში იყო ჩვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვებ­თან...

- რა თქმა უნდა, რად­გა­ნაც მარ­თა­ლა ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს ვი­ღებთ, როცა ასეთ ბავ­შვებ­თან აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ამას­თან, გაბ­რი­ე­ლი სულ ახა­ლი მო­სუ­ლი იყო. 2 სექ­ტემ­ბერს მო­ვი­და და ეს ამ­ბა­ვი 25-ში მოხ­და.

- ანუ ამ­ბობთ, რომ ბავ­შვი ჯერ ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში იყო?

- ჯან­მრთელ ბავ­შვებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან. ჯერ მარ­თლა ცოტა დრო იყო გა­სუ­ლი, რომ ადაპ­ტა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. ამას­თან, ჩავ­რთე კი­დეც მშობ­ლე­ბი პრო­ცეს­ში და ამი­ტომ დავ­რთე ნება, ფსი­ქო­ლო­გი შე­მო­სუ­ლი­ყო, რომ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ე­ლა­ხა და გა­რე­მოს შესჩ­ვე­ო­და.

- ახლა რას აპი­რებთ?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვთქვა, რომ ბავ­შვს გა­ვუშ­ვებ ბა­ღი­დან. ჩვენ და­ვუმ­ტკი­ცებთ ამ მშობ­ლებს, თუ რა შეგ­ვიძ­ლია, თუკი ისი­ნი გა­მოგ­ვყვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მზრდელს, იმ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­თა­ვი­სუფ­ლებ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სამ­სა­ხუ­რი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ, შე­ი­ძე­ბა მრე­ცხა­ვად გა­და­ვიყ­ვა­ნო, ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მარ­ტო­ხე­ლაა, უბი­ნაო და გა­რეთ ვერ გა­ვაგ­დებ.

- ე. ი. ბავ­შვის მშობ­ლებ­თან არ გქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სა­ერ­თოდ არ მქო­ნია მათ­თან კონ­ტაქ­ტი, ჩემ­თან არ ყო­ფი­ლან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: "გუ­შინ, ის სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელ­მა სცე­მა" - ბექა ელ­ბა­ქი­ძე აუ­ტის­ტი ბავ­შვის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ

"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ

სკოლა-კომპლექს "სადუნთან" არსებული კერძო ბაღიდან, 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძე მშობლებმა შინ სახეზე დაზიანებით წაიყვანეს. მშობლების ინფორმაციით, მათი შვილი აღმზრდელმა სავრაუდოდ სცემა. პატარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ის აუტისტია.

"სავარაუდოდ, ეს არის დიდი ადამინის ნამოქმედარი, რადგანაც ბავშვს ღრმად აქვს ეს დაზიანება მიყენებული. თუნდაც არ იყოს დიდი ადამიანის ჩადენილი, სად იყო ამ დროს პედაგოგი, ძიძა, როდესაც ბავშვმა სამ ადგილას მიიყენა დაზიანება, როგორც თვითონ აცხადებენ.

ტუჩთან აქვს ნახეთქი, საფეთქელთან - ნაკაწრი, დანარჩენს ექსპერტიზა დადგენს და თვალთან - რაღაც ფუფხი. ხვალ იქნება ექსპერტიზის დასკვნა. პასუხს ველოდებით. რადგანაც დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის ჩადენილი", - აცხადებს ბავშვის დედა თამარ იაშვილი.

ambebi.ge-ს დაუკავშირდა საერო საშუალო სკოლა-კომპლექს "სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე, რომელმაც ითხოვა მისი აზრიც დაფიქსირებულიყო. ჩვენ მას გავესაუბრეთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს საბავშვო ბაღში აღმზრდელს აღსაზრდელი (აუტიზმით დაავადებული პატარა) უცემია. რა მოხდა იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

- ბავშვი ნამდვილად არ არის ნაცემი. 1990 წლიდან აქ ვმუშაობთ და შემთხვევა, რომ რომელიმე ბავშვისთვის ყური მაინც აეწიათ, არ ყოფილა...

რაც შეეხება ამ ფაქტს, რომელიც გახმაურდა, გეტყვთ, რომ 2 სექტემბერს ჩვენთან მშობლებმა შემოიყვანეს გაბრიელ ნიშნიანიძე. მას ბებია, დედა, მამა, ბაბუა - ყველა მოჰყვა და მითხრეს, რომ ბავშვი თქვენთან "ჭიამაიიდან" გადმოგვყავს, რადგანაც იქ მძინარეს ცივი წყალი დაასხეს. აუტისტი პატარა მეტად გააქტიურდა, ჰიპერაქტიური გახდა. გვინდა, რომ გაბრიელი თქვენთან მოხვდესო.

- აუტისტ პატარებს იღებთ?

- კი, თუკი მშობლებს აქვთ ამის სურვილი, ვიღებთ და შესაბამისად, მათთან მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს. მოკლედ, გაბრიელის მიღებას დავთანხმდი, მაგრამ ბავშვი ჯგუფში პირველივე დღიდან ვერ გააჩერეს. მერე მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში ვუთხარი, რომ ასეა, მასთან ერთად ვიმუშაოთ-მეთქი. გაბრიელს მივამაგრე მეთოდისტი და მეც ვესწრებოდი პერიოდულად ამ ბავშვთან მეთოდურ მუშაობას. ვინაიდან გაბრიელი ჰიპერაქტიურია, კონტაქტში ვერ შევიდა ჯგუფელებთან, ამასთან, ვერც საუბრობს. ამ ფონზე როგორც ჩანს, მეტი აფექტი განიცადა, დარბოდა, ყვიროდა, ყველაფერს, რასაც ხედავდა, ძირს ჰყრიდა და ფეხებით ამტვრევდა. ასე გაუტეხა ტელეფონი აღმზრდელს. მერე მშობლები დავიბარე და ვთხოვე, სანამ ეს ბავშვი გარემოს შეეჩვევა, იქნებ ერთ-ერთი თქვენგანი ჯგუფში მთელი დღის განმავლობაში დარჩეს და მის გვერდით იყოს-მეთქი. დამთანხმდნენ, დედაც დარჩა, მეორე დღეს დეიდა და ა.შ. თვითონაც ვერაფრით აჩერებდნენ და მერე შედარებით ადრე გაჰყავდათ ბაღიდან. დეიდამ მითხრა, - თქვენი აღმზრდელები ეფერებიან გაბრიელს და ამ დროს მოფერება არ შეიძლება, უნდა ეჩხუბოთ და უყვიროთო. ჯანმრთელ ბავშვს არ ვუყვირით და ამას ვერ გავაკეთებთ-მეთქი. მერე მოიყვანეს ორი ფსიქოლოგი ქალბატონი (იმ პერიოდში შენობიდან გასული ვიყავი, ნეტავ, რატომ გავედი). ფსიქოლოგი და მეთოდისტი რომ შესულან, ასეთი სურათი დახვდათ, - გაბრიელს ბავშვთან სათამაშოს გამო კინკლაობა მოსვლია. მეორე ბავშვს სათამაშოს ართმევდა და ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული.

- თქვენ თავად თუ ნახეთ ბავშვი?

- არ მინახავს. მაგრამ ის ბავშვიც იციან (მეთოდისტმაც, აღმზრდელმაც), ვისთანაც მოუვიდა მას კამათი, კინკლაობა... ახლა ჩვენ გვედავებიან, აი, რას: მშობელს რომ უკითხავს, - რა მოხდა? ძიძამ გარკვევით ვერ მითხრა, - ხან თვითონ მოუვიდა, ხან - ბავშვთან კინკლაობა მოუხდაო (შეიძლება ძიძამ ვერ დაუსახელა ის ბავშვი, ვინც დაუშავა). მოკლედ, მათი დასკვნა ასეთია, რომ ამ ძიძას არ უყვარს ეს ბავშვი და ალბათ, სწორედ მან ჩაიდინა ეს ამბავიო...

- ვინ არის ის ბავშვი, ვისთანაც, თქვენი თქმით, გაბრიელს კონფლიქტი მოუხდა?

- ტყუპი ძმაა და ერთ-ერთთან.

- ხმა ასევე გავრცელდა იმის შესახებ, რომ თქვენს სასწავლო დაწესებულებაში დაშავებული პატარა დისკრიმინაციას სხვა დროსაც განიცდიდა...

- ეს არის აბსურდი.

- ასევე ისიც ითქვა, რომ სხვა ბავშვების მშობლები თითქოს აპროტესტებენ იმას, რომ აუტისტი ბავშვი არ უნდა იყოს მათი შვილების ჯგუფში...

- ხდება ხოლმე, როცა მშობლები რაღაცას აპროტესტებენ, მაგრამ ჩვენ მათთანაც ვმუშაობთ... პირიქით, ამ ბავშვისთვის კარგია, რომ კონტაქტში იქნება საზოგადოებასთან...

- ანუ თქვენი მეთოდიკა ისეთია, რომ აუტისტი ბავშვი ჯგუფში კონტაქტში იყო ჩვეულებრივ ბავშვებთან...

- რა თქმა უნდა, რადგანაც მართალა ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, როცა ასეთ ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა. ამასთან, გაბრიელი სულ ახალი მოსული იყო. 2 სექტემბერს მოვიდა და ეს ამბავი 25-ში მოხდა.

- ანუ ამბობთ, რომ ბავშვი ჯერ ადაპტაციის პროცესში იყო?

- ჯანმრთელ ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები, რთულად ეგუებიან. ჯერ მართლა ცოტა დრო იყო გასული, რომ ადაპტაცია მომხდარიყო. ამასთან, ჩავრთე კიდეც მშობლები პროცესში და ამიტომ დავრთე ნება, ფსიქოლოგი შემოსულიყო, რომ ეს სირთულეები რაღაცნაირად გადაელახა და გარემოს შესჩვეოდა.

- ახლა რას აპირებთ?

- როგორ შეიძლება, ვთქვა, რომ ბავშვს გავუშვებ ბაღიდან. ჩვენ დავუმტკიცებთ ამ მშობლებს, თუ რა შეგვიძლია, თუკი ისინი გამოგვყვებიან. რაც შეეხება აღმზრდელს, იმ თანამდებობიდან ვათავისუფლებ, მაგრამ საბოლოოდ სამსახურიდან ვერ გავუშვებ, შეიძება მრეცხავად გადავიყვანო, ან სხვა თანამდებობაზე. მარტოხელაა, უბინაო და გარეთ ვერ გავაგდებ.

- ე. ი. ბავშვის მშობლებთან არ გქონიათ ურთიერთობა?

- საერთოდ არ მქონია მათთან კონტაქტი, ჩემთან არ ყოფილან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა" - ბექა ელბაქიძე აუტისტი ბავშვის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია