მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგისა და სალომეს სკანდალად ქცეული ტუჩებში კოცნა
გიორგისა და სალომეს სკანდალად ქცეული ტუჩებში კოცნა

ოქ­ტომ­ბრის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან მა­ყუ­რე­ბელს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქალ­ბა­ტო­ნებს, ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი არხი ექ­ნე­ბათ. მაია ასა­თი­ა­ნის დი­რექ­ტო­რო­ბით"მა­რაო რუს­თა­ვი 2" მა­უ­წყებ­ლო­ბას მალე და­ი­წყებს, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ტემ­პით მი­დის, უკვე იწე­რე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. ერთ-ერთ მათ­განს კი, სა­ხე­ლად"ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი", ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ ამის გა­გე­ბა და, წა­იყ­ვანს გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ტან­დე­მი. ცნო­ბილ ადა­მი­ანს ცეკ­ვას სა­ლო­მე ას­წავ­ლის, გა­და­ცე­მის ბო­ლოს ვნა­ხავთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის ცეკ­ვა სი­ნამ­დვი­ლე­ში, როცა მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წყვი­ლი შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს, მა­ნამ­დე კი შე­ვეც­დე­ბით, ერ­თად გა­ვი­მე­ო­როთ ილე­თე­ბი, რა­საც ეკ­რან­ზე და­ვი­ნა­ხავთ.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ლო­მეს­თვის.

სა­ლო­მე:

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა სულ სხვა რამ არის."ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მხო­ლოდ ვცეკ­ვავ­დი და სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ მი­წევ­და, თან, ლა­პა­რა­კი დი­დად არ მიყ­ვარს, ამი­ტო­მაც ცოტა ვი­ნერ­ვი­უ­ლე. სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რად­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი მიც­ნობს ცეკ­ვით და არა ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბით, ამი­ტო­მაც გი­ორ­გი ცოტა შე­ვა­წუ­ხე. მა­მე­ცა­დი­ნებ­და, ენის გა­სა­ტე­ხებს მა­ზე­პი­რე­ბი­ნებ­და...

გი­ორ­გი:

- ივ­ლის­ში"პრო­ფი­ლის" პრო­დი­უ­სერ­მა ნი­კუ­შა ხა­ჩი­ძემ დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, რომ ახა­ლი არ­ხის გახ­სნა იგეგ­მე­ბო­და. მე კი ვუ­თხა­რი, პრობ­ლე­მა არ მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ მე­გო­ნა, სა­ლო­მეს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრა, ვი­ნა­ნე, რომ ენის გა­სა­ტე­ხე­ბი ვას­წავ­ლე (იცი­ნის). 24 სა­ა­თი ამ ენის გა­სა­ტე­ხებს ამ­ბობ­და. ძა­ლი­ან სწრა­ფად მაყ­რი­და და არა­ფე­რი მეს­მო­და (იღი­მის), მაგ­რამ ის­წავ­ლა და კარ­გად გა­მო­უ­ვი­და. თურ­მე, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გო­ბაც შემ­ძლე­ბია.

- სა­ლო­მე, გარ­და მე­ტყვე­ლე­ბი­სა, კი­დევ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- ვერ გე­ტყვი, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. პი­ლოტ­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, შემ­დეგ - ნაკ­ლე­ბად. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი ისაა, რომ და­წე­რი­ლი ტექ­სტი არ გვაქვს.

გი­ორ­გი:

- ფორ­მა­ტი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ზო­გა­დად, მიყ­ვარს იმპრო­ვი­ზა­ცია და არა და­წე­რი­ლი ტექ­სტე­ბი და აქაც ასეა. სა­ლო­მეს ვუ­თხა­რი, დამ­შვიდ­დი-მეთ­ქი, რა­საც სა­ლო­მე ას­წავ­ლის, ის საქ­მე ხომ კარ­გად იცის. უკვე მე­ო­რე გა­და­ცე­მა, ჩემი აზ­რით, ნორ­მა­ლუ­რი იყო, მგო­ნია, რომ ის­წავ­ლის და და­იხ­ვე­წე­ბა. პი­ლოტ­ზე რა შე­ნიშ­ვნე­ბიც ვუ­თხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

სა­ლო­მე:

- რად­გან ჩემს საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა, ისე არ გამ­ჭირ­ვე­ბია. მა­გა­ლი­თად, ზა­ფხულ­ში მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უფრო მას­შტა­ბუ­რი შოუს წაყ­ვა­ნა­ზე,"X ფაქ­ტორს" ვგუ­ლის­ხმობ. როცა და­მი­რე­კეს და შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ გა­და­ცე­მა ღია ეთერ­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო და მე წა­მეყ­ვა­ნა, ვკი­თხე, სხვა­გან ხომ არ მოხ­ვდით-მეთ­ქი (იცი­ნის)?!. მა­ინც ვცა­დო­თო. რომ მი­ვე­დი, და­მახ­ვე-დრეს ტექ­სტი, სა­ნამ მი­ვი­დო­დი, ღა­მით გა­ვა­გი­ჟე გი­ორ­გი, მა­მე­ცა­დი­ნე-მეთ­ქი.

გი­ორ­გი:

- ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნე, ჩავბჟირ­დი. სახ­ლში"ჯე­ოს­ტა­რი","X ფაქ­ტო­რი" და ყვე­ლა­ფე­რი მო­მი­წყო.

სა­ლო­მე:

- ასე თუ ისე, კას­ტინგზე მი­სულ­მა თავი გა­ვარ­თვი ტექ­სტის თქმას, მაგ­რამ რო­გორც კი იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე მიდ­გა საქ­მე, რა­შიც ნული გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, აი, იქ უკვე აღარ გა­მო­მი­ვი­და. არც არას­დროს მქო­ნია პრე­ტენ­ზია ასე­თი მას­შტა­ბუ­რი შოუს წაყ­ვა­ნა­ზე. მოკ­ლედ, თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დნენ, რომ სხვა­გან მოხ­ვდნენ და მეც (იღი­მის).

- ისევ"ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლებს" და­ვუბ­რუნ­დეთ.

გი­ორ­გი:

- იდე­ა­ში ორი­ვემ უნდა ვას­წავ­ლოთ ცეკ­ვა, მაგ­რამ ცოტა სა­სა­ცი­ლოა, რომ სა­ლო­მეს გვერ­დით მე ვინ­მეს ცეკ­ვა ვას­წავ­ლო. ამი­ტო­მაც სა­ლო­მე აჩ­ვე­ნებს ილე­თებს, მე კო­მენ­ტა­რებს ვა­კე­თებ, ერ­თა­დერ­თი დამ­რჩა, რომ ხელი შე­ვუ­შა­ლო. ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ, ვხუმ­რობ, დავ­ცი­ნი, მეც დამ­ცი­ნის სა­ლო­მე. თა­ნაც, მოწ­ვე­ულ ცნო­ბილ სა­ხეს სხვა რა­ღა­ცებ­ზეც ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, რა გეგ­მე­ბი აქვს, ახა­ლი რა არის და ა.შ. პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე გვყავ­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სო კი­დევ ისაა, რომ გა­და­ცე­მის ბო­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ იმ ცეკ­ვას, რო­მელ­საც მთე­ლი გა­და­ცე­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­წავ­ლი­დით.

სა­ლო­მე:

- სე­რი­ო­ზუ­ლი სახე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არც მე არ მაქვს მი­ცე­მუ­ლი. გა­და­ცე­მა სულ 20-წუ­თი­ა­ნია, ყვე­ლა ილე­თის სწავ­ლე­ბას და ამ ილე­თე­ბის დახ­ვე­წას, გაშ­ლას ვერ მო­ვას­წრებთ, ამი­ტო­მაც უფრო სა­ხა­ლი­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბია, ვიდ­რე სე­რი­ო­ზუ­ლი. ძი­რი­თა­დად იქ­ნე­ბა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი, მაგ­რამ შე­ვუ­რევთ ქარ­თულ­საც, ჰიპ-ჰო­პის თუ სხვა ჟან­რებ­საც, რა­საც უკვე არა მე, არა­მედ იმ კონ­კრე­ტუ­ლი ცეკ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი ას­წავ­ლის, მეც ვუ­ყუ­რებ და ილე­თებს გა­ვი­მე­ო­რებ ჩვენს სტუ­მარ­თან ერ­თად. ახლა"სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" სო­ლის­ტი გვყავ­და, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ჩვენ"კინ­ტა­უ­რი" გვას­წავ­ლა.

- რა არის ამ გა­და­ცე­მის მი­ზა­ნი, რომ რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი აა­ცეკ­ვოს, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წი­ოს ზო­გა­დად ცეკ­ვას?

გი­ორ­გი:

- ილე­თებს აუ­ცი­ლებ­ლად აით­ვი­სებ, თუმ­ცა, ზო­გა­დად, მთე­ლი დღეც რომ გა­ვი­დეს ეს გა­და­ცე­მა, ერთ დღე­ში ცეკ­ვას მთლი­ა­ნად ვერ ის­წავ­ლი. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან გა­და­ცე­მა გავა დი­ლის სა­ა­თებ­ში და შემ­დეგ

შუ­ა­დღეს გა­მე­ორ­დე­ბა, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ძი­რი­თა­დი ილე­თე­ბი აით­ვი­სო, შე­ხე­დო, რო­გორ ცეკ­ვა­ვენ მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, უყუ­რო და გა­ერ­თო საყ­ვა­რელ ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან ერ­თად...

სა­ლო­მე:

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცეკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც შე­უ­წყობს ხელს. ბოლო წე­ლია, რაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ებ­ნენ ბი­ჭე­ბიც და გო­გო­ნე­ბიც ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ წეს­ში, ზოგი ვარ­ჯი­შობს, ზოგი - ცეკ­ვავს.

- სულ ამ­ბო­ბენ, ცოლ-ქმა­რი ერ­თად არ უნდა მუ­შა­ობ­დე­სო.

გი­ორ­გი:

- ჩვენს რე­ჟიმ­ში ეს ძა­ლი­ან კარ­გია. სა­ლო­მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვის ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში ცხოვ­რობს, მე - ხან"რუს­თა­ვი 2"-ში, ხან - თე­ატ­რში, ხან - გა­და­ღე­ბებ­ზე. ერთი საქ­მე რომ გვაქვს, ღა­მი­სა და დი­ლის გარ­და, კი­დევ ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს. ვი­საც გსურთ, კი­დევ მოგ­ვე­ცით გა­და­ცე­მის ერ­თად წაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ არის პრობ­ლე­მა (იცი­ნი­ან).

- "მა­რაო რუს­თა­ვი 2"-ის ანონ­სებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერ­თში თქვენ მა­კა­რონს ერ­თად მი­ირ­თმევთ და ეს ყო­ვე­ლი­ვე ტუ­ჩებ­ში კოც­ნით სრულ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა ამა­ზე და­წე­რა, რა უმ­სგავ­სო­ბა­აო.

სა­ლო­მე:

- სა­ერ­თოდ, არც მი­ფიქ­რია, რომ ეს ვინ­მეს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და. რა­ტომ არ უნდა ვა­კო­ცო ჩემს მე­უღ­ლეს? არ მეს­მის. არ ვიცი, რა­ტომ გა­მო­იწ­ვია ამ ანონსმა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. შე­საძ­ლოა, ჰგო­ნი­ათ, რომ ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს არ კოც­ნის?

გი­ორ­გი:

- რო­გორ არა, ხდე­ბა ხოლ­მე ასეც - ვი­ღა­ცამ პირ­ვე­ლად იყი­და ტე­ლე­ვი­ზო­რი, ჩარ­თო და ნახა, რომ ორი ადა­მი­ა­ნი კოც­ნის ერ­თმა­ნეთს. რა თქმა უნდა, იფიქ­რებ­და, ეს რა უბე­დუ­რე­ბა­აო (იღი­მის). სე­რი­ო­ზუ­ლად თუ ვი­ტყვი, გა­მე­ცი­ნა. ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე, სკან­და­ლიო, ამ ანონსზე ეწე­რა. ვი­ფიქ­რე, ხომ არ ავ­ცდი და ვერ ვა­კო­ცე-მეთ­ქი. ცოლი რომ ქმარს აკო­ცებს, არ არის ეს სკან­და­ლი.

- თქვე­ნი წყვი­ლია თვი­თონ რე­ზო­ნან­სუ­ლი და ალ­ბათ, მა­გი­ტომ შე­ა­ფა­სეს სკან­და­ლუ­რად ეს კოც­ნა.

- ერთ დროს ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვით. ახლა, ეტყო­ბა, რომ დავ­ქორ­წინ­დით, ბეჭ­დე­ბი გა­ვი­კე­თეთ და ჩვენ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ ოჯა­ხის სახე მი­ი­ღო, იმ­დენს აღარ ლა­პა­რა­კო­ბენ. ვინ­მეს თუ აინ­ტე­რე­სებს, ვი­ტყვი, ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობთ, ცალ-ცალ­კეც და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა გვაქვს, ძაღ­ლი გა­ვუშ­ვით რამ­დე­ნი­მე თვით მწვრთნელ­თან და ის გვე­ნატ­რე­ბა. ისიც რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ოჯა­ხი ოჯახს და­ემ­სგავ­სე­ბა.

- ოჯა­ხიო, ახ­სე­ნეთ და სა­ლო­მეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი რო­გორ გა­მოს­დის?

სა­ლო­მე:

- რე­ა­ლუ­რად ახლა შე­ვუკ­ვე­თეთ სამ­ზა­რე­უ­ლო, აქამ­დე არ გვქონ­და. სხვა­თა შო­რის, დრო­ის ფაქ­ტო­რია, თო­რემ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კუ­ლი­ნა­რი­ის კურ­სებ­ზე სი­ა­რულ­საც ვა­პი­რებ, თუკი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა. ცეკ­ვის სტუ­დი­ი­დან ზოგ­ჯერ გვი­ან ღა­მით გავ­დი­ვარ, ამი­ტო­მაც ძი­რი­თა­დად მზა კვე­ბა­ზე ვართ გა­და­სუ­ლე­ბი.

გი­ორ­გი:

- მაგ­რამ სა­ლო­მეს გა­მოს­დის ძა­ლი­ან მა­გა­რი სტე­ი­კე­ბი, ამ­ზა­დებს უგემ­რი­ე­ლეს სო­უ­სებს, ქონ­დარ-შმონ­დარს და რა­ღა­ცებს ურევს. ამის გარ­და, აკე­თებს კარ­ტო­ფილს მექ­სი­კუ­რად. დე­სერ­ტე­ბიც ეხერ­ხე­ბა და გა­მოვ­ყოფ­დი ბრა­უნს, თუმ­ცა დე­და­მი­სი ას­ჯერ უფრო გე­ნი­ა­ლურ ბრა­უნს ამ­ზა­დებს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გრჩე­ბათ?

სა­ლო­მე:

- არა. სტუ­დია, გა­და­ცე­მა და"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

გი­ორ­გი:

- თან, ჩემი მე­უღ­ლეა და ამას ატა­ნა ხომ უნდა? მა­გა­ლი­თად, ტან­საც­მელს გა­ვიხ­დი და და­ვაგ­დებ. აიღე, შე კაი კაცო, და კა­ლა­თა­ში ჩა­აგ­დე (იცი­ნის). ვხუმ­რობ. რაც ცალ­კე გა­და­ვე­დით, დე­და­ჩე­მის ხელი და­მაკ­ლდა. სა­ლო­მეს ნერ­ვებს ვუფრ­თხილ­დე­ბი და გა­სა­რე­ცხ სა­მოსს კა­ლა­თა­ში ყო­ველ­თვის ვაგ­დებ, ჭურ­ჭელ­საც ერ­თად ვაგ­რო­ვებ, რომ აქეთ-იქით არ იყოს მო­ფან­ტუ­ლი. სა­ლო­მეს ჩემ­ზე უა­რე­სი გრა­ფი­კი აქვს. ნა­გა­ვი, ძი­რი­თა­დად, მე გა­მაქვს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გიორგისა და სალომეს სკანდალად ქცეული ტუჩებში კოცნა

გიორგისა და სალომეს სკანდალად ქცეული ტუჩებში კოცნა

ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან მაყურებელს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს, ახალი საყვარელი არხი ექნებათ. მაია ასათიანის დირექტორობით''მარაო რუსთავი 2'' მაუწყებლობას მალე დაიწყებს, თუმცა, რასაკვირველია, მოსამზადებელი სამუშაოები მთელი ტემპით მიდის, უკვე იწერება გადაცემები. ერთ-ერთ მათგანს კი, სახელად''ცეკვის გაკვეთილები'', ალბათ, არ გაგიკვირდებათ ამის გაგება და, წაიყვანს გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ტანდემი. ცნობილ ადამიანს ცეკვას სალომე ასწავლის, გადაცემის ბოლოს ვნახავთ, როგორ გამოიყურება ის ცეკვა სინამდვილეში, როცა მას პროფესიონალი წყვილი შემოგვთავაზებს, მანამდე კი შევეცდებით, ერთად გავიმეოროთ ილეთები, რასაც ეკრანზე დავინახავთ.

- შემოთავაზება მოულოდნელი იქნებოდა სალომესთვის.

სალომე:

- რასაკვირველია, გადაცემის წაყვანა სულ სხვა რამ არის.''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მხოლოდ ვცეკვავდი და საუბარი საერთოდ არ მიწევდა, თან, ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომაც ცოტა ვინერვიულე. საპასუხისმგებლოა, რადგან მაყურებელი მიცნობს ცეკვით და არა ტელეწამყვანობით, ამიტომაც გიორგი ცოტა შევაწუხე. მამეცადინებდა, ენის გასატეხებს მაზეპირებინებდა...

გიორგი:

- ივლისში''პროფილის'' პროდიუსერმა ნიკუშა ხაჩიძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახალი არხის გახსნა იგეგმებოდა. მე კი ვუთხარი, პრობლემა არ მაქვს-მეთქი, მაგრამ მეგონა, სალომეს გაუჭირდებოდა. სიმართლე გითხრა, ვინანე, რომ ენის გასატეხები ვასწავლე (იცინის). 24 საათი ამ ენის გასატეხებს ამბობდა. ძალიან სწრაფად მაყრიდა და არაფერი მესმოდა (იღიმის), მაგრამ ისწავლა და კარგად გამოუვიდა. თურმე, მეტყველების პედაგოგობაც შემძლებია.

- სალომე, გარდა მეტყველებისა, კიდევ კამერასთან მუშაობაა მნიშვნელოვანი.

- ვერ გეტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. პილოტზე ვინერვიულე, შემდეგ - ნაკლებად. ჩვენ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ დაწერილი ტექსტი არ გვაქვს.

გიორგი:

- ფორმატი ამას არ ითვალისწინებს. ზოგადად, მიყვარს იმპროვიზაცია და არა დაწერილი ტექსტები და აქაც ასეა. სალომეს ვუთხარი, დამშვიდდი-მეთქი, რასაც სალომე ასწავლის, ის საქმე ხომ კარგად იცის. უკვე მეორე გადაცემა, ჩემი აზრით, ნორმალური იყო, მგონია, რომ ისწავლის და დაიხვეწება. პილოტზე რა შენიშვნებიც ვუთხარი, ყველაფერი გაითვალისწინა.

სალომე:

- რადგან ჩემს საქმეს უკავშირდება, ისე არ გამჭირვებია. მაგალითად, ზაფხულში მქონდა შემოთავაზება უფრო მასშტაბური შოუს წაყვანაზე,''X ფაქტორს'' ვგულისხმობ. როცა დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ გადაცემა ღია ეთერში უნდა გასულიყო და მე წამეყვანა, ვკითხე, სხვაგან ხომ არ მოხვდით-მეთქი (იცინის)?!. მაინც ვცადოთო. რომ მივედი, დამახვე-დრეს ტექსტი, სანამ მივიდოდი, ღამით გავაგიჟე გიორგი, მამეცადინე-მეთქი.

გიორგი:

- ამ შემოთავაზების შესახებ რომ გავიგე, ძალიან ბევრი ვიცინე, ჩავბჟირდი. სახლში''ჯეოსტარი'',''X ფაქტორი'' და ყველაფერი მომიწყო.

სალომე:

- ასე თუ ისე, კასტინგზე მისულმა თავი გავართვი ტექსტის თქმას, მაგრამ როგორც კი იმპროვიზაციაზე მიდგა საქმე, რაშიც ნული გამოცდილება მაქვს, აი, იქ უკვე აღარ გამომივიდა. არც არასდროს მქონია პრეტენზია ასეთი მასშტაბური შოუს წაყვანაზე. მოკლედ, თავადაც დარწმუნდნენ, რომ სხვაგან მოხვდნენ და მეც (იღიმის).

- ისევ''ცეკვის გაკვეთილებს'' დავუბრუნდეთ.

გიორგი:

- იდეაში ორივემ უნდა ვასწავლოთ ცეკვა, მაგრამ ცოტა სასაცილოა, რომ სალომეს გვერდით მე ვინმეს ცეკვა ვასწავლო. ამიტომაც სალომე აჩვენებს ილეთებს, მე კომენტარებს ვაკეთებ, ერთადერთი დამრჩა, რომ ხელი შევუშალო. ბევრს ვლაპარაკობ, ვხუმრობ, დავცინი, მეც დამცინის სალომე. თანაც, მოწვეულ ცნობილ სახეს სხვა რაღაცებზეც ველაპარაკები, რა გეგმები აქვს, ახალი რა არის და ა.შ. პირველ გადაცემაში სტუმრად გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე გვყავდნენ. საინტერესო კიდევ ისაა, რომ გადაცემის ბოლოს პროფესიონალები ასრულებენ იმ ცეკვას, რომელსაც მთელი გადაცემის განმავლობაში ვასწავლიდით.

სალომე:

- სერიოზული სახე ამ ყველაფრისთვის არც მე არ მაქვს მიცემული. გადაცემა სულ 20-წუთიანია, ყველა ილეთის სწავლებას და ამ ილეთების დახვეწას, გაშლას ვერ მოვასწრებთ, ამიტომაც უფრო სახალისო გაკვეთილებია, ვიდრე სერიოზული. ძირითადად იქნება სამეჯლისო ცეკვები, მაგრამ შევურევთ ქართულსაც, ჰიპ-ჰოპის თუ სხვა ჟანრებსაც, რასაც უკვე არა მე, არამედ იმ კონკრეტული ცეკვის სპეციალისტი ასწავლის, მეც ვუყურებ და ილეთებს გავიმეორებ ჩვენს სტუმართან ერთად. ახლა''სუხიშვილების'' სოლისტი გვყავდა, ნინა წკრიალაშვილსა და ჩვენ''კინტაური'' გვასწავლა.

- რა არის ამ გადაცემის მიზანი, რომ რიგითი მაყურებელი ააცეკვოს, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ცეკვას?

გიორგი:

- ილეთებს აუცილებლად აითვისებ, თუმცა, ზოგადად, მთელი დღეც რომ გავიდეს ეს გადაცემა, ერთ დღეში ცეკვას მთლიანად ვერ ისწავლი. თუმცა, ვინაიდან გადაცემა გავა დილის საათებში და შემდეგ

შუადღეს გამეორდება, უფრო ადვილი იქნება დასამახსოვრებლად. გეძლევა საშუალება, რომ ძირითადი ილეთები აითვისო, შეხედო, როგორ ცეკვავენ მას პროფესიონალები, უყურო და გაერთო საყვარელ ცნობილ სახეებთან ერთად...

სალომე:

- რასაკვირველია, ცეკვების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ბოლო წელია, რაც აქტიურად ჩაებნენ ბიჭებიც და გოგონებიც ცხოვრების აქტიურ წესში, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი - ცეკვავს.

- სულ ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდესო.

გიორგი:

- ჩვენს რეჟიმში ეს ძალიან კარგია. სალომე, ფაქტობრივად, თავის ცეკვის სტუდიაში ცხოვრობს, მე - ხან''რუსთავი 2''-ში, ხან - თეატრში, ხან - გადაღებებზე. ერთი საქმე რომ გვაქვს, ღამისა და დილის გარდა, კიდევ ვნახულობთ ერთმანეთს. ვისაც გსურთ, კიდევ მოგვეცით გადაცემის ერთად წაყვანის საშუალება, არ არის პრობლემა (იცინიან).

- ''მარაო რუსთავი 2''-ის ანონსებმა აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ-ერთში თქვენ მაკარონს ერთად მიირთმევთ და ეს ყოველივე ტუჩებში კოცნით სრულდება. ზოგიერთმა ამაზე დაწერა, რა უმსგავსობააო.

სალომე:

- საერთოდ, არც მიფიქრია, რომ ეს ვინმეს არ ესიამოვნებოდა. რატომ არ უნდა ვაკოცო ჩემს მეუღლეს? არ მესმის. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ ანონსმა აზრთა სხვადასხვაობა. შესაძლოა, ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ კოცნის?

გიორგი:

- როგორ არა, ხდება ხოლმე ასეც - ვიღაცამ პირველად იყიდა ტელევიზორი, ჩართო და ნახა, რომ ორი ადამიანი კოცნის ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იფიქრებდა, ეს რა უბედურებააო (იღიმის). სერიოზულად თუ ვიტყვი, გამეცინა. ინტერნეტში ვნახე, სკანდალიო, ამ ანონსზე ეწერა. ვიფიქრე, ხომ არ ავცდი და ვერ ვაკოცე-მეთქი. ცოლი რომ ქმარს აკოცებს, არ არის ეს სკანდალი.

- თქვენი წყვილია თვითონ რეზონანსული და ალბათ, მაგიტომ შეაფასეს სკანდალურად ეს კოცნა.

- ერთ დროს ზედმეტად ყურადღების ცენტრში ვიყავით. ახლა, ეტყობა, რომ დავქორწინდით, ბეჭდები გავიკეთეთ და ჩვენმა ურთიერთობამ ოჯახის სახე მიიღო, იმდენს აღარ ლაპარაკობენ. ვინმეს თუ აინტერესებს, ვიტყვი, ერთადაც ვმუშაობთ, ცალ-ცალკეც და ყველაფერი კარგად არის. ერთადერთი პრობლემა გვაქვს, ძაღლი გავუშვით რამდენიმე თვით მწვრთნელთან და ის გვენატრება. ისიც რომ დაბრუნდება, ოჯახი ოჯახს დაემსგავსება.

- ოჯახიო, ახსენეთ და სალომეს სამზარეულოში ტრიალი როგორ გამოსდის?

სალომე:

- რეალურად ახლა შევუკვეთეთ სამზარეულო, აქამდე არ გვქონდა. სხვათა შორის, დროის ფაქტორია, თორემ სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს. კულინარიის კურსებზე სიარულსაც ვაპირებ, თუკი დრო გამომიჩნდება. ცეკვის სტუდიიდან ზოგჯერ გვიან ღამით გავდივარ, ამიტომაც ძირითადად მზა კვებაზე ვართ გადასულები.

გიორგი:

- მაგრამ სალომეს გამოსდის ძალიან მაგარი სტეიკები, ამზადებს უგემრიელეს სოუსებს, ქონდარ-შმონდარს და რაღაცებს ურევს. ამის გარდა, აკეთებს კარტოფილს მექსიკურად. დესერტებიც ეხერხება და გამოვყოფდი ბრაუნს, თუმცა დედამისი ასჯერ უფრო გენიალურ ბრაუნს ამზადებს.

- თავისუფალი დრო გრჩებათ?

სალომე:

- არა. სტუდია, გადაცემა და''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონშიც ვმონაწილეობ.

გიორგი:

- თან, ჩემი მეუღლეა და ამას ატანა ხომ უნდა? მაგალითად, ტანსაცმელს გავიხდი და დავაგდებ. აიღე, შე კაი კაცო, და კალათაში ჩააგდე (იცინის). ვხუმრობ. რაც ცალკე გადავედით, დედაჩემის ხელი დამაკლდა. სალომეს ნერვებს ვუფრთხილდები და გასარეცხ სამოსს კალათაში ყოველთვის ვაგდებ, ჭურჭელსაც ერთად ვაგროვებ, რომ აქეთ-იქით არ იყოს მოფანტული. სალომეს ჩემზე უარესი გრაფიკი აქვს. ნაგავი, ძირითადად, მე გამაქვს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება