პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი
პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე მე­დი­ას მო­უ­წო­დებს ნაკ­ლე­ბად გა­ა­შუ­ქოს კრი­მი­ნა­ლი.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა დღეს საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ყო­ველ­დღი­უ­რად აჩ­ვე­ნე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და ომე­ბის შე­სა­ხებ, რაც ხალ­ხს სტრეს­ში აგ­დებს.

"თით­ქმის ყო­ველ დღე აცხა­დე­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ან­მა ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, შვილ­მა მშობ­ლე­ბი და­ხო­ცა, მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბი და­ხო­ცეს და მრა­ვა­ლი ასე­თი სხვა. ამას აჩ­ვე­ნე­ბენ, რო­გორც რა­ღაც აუ­ცი­ლე­ბელს. მე მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს პრე­სას, ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ას, ჩვენს რა­დი­ოს, მინ­და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მივ­მარ­თო ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ როცა ჩვენ ვა­ცხა­დებთ ასეთ ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს, ჩვენ ტრავ­მი­რე­ბას ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ხალ­ხი­სა. ჩვენ ვაძ­ლევთ მა­გა­ლითს, რომ ხალ­ხმა შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნოს, ამი­ტომ იქ­ნებ არის სა­შუ­ა­ლე­ბა იმის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ვთქვათ ამ მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ილია მე­ო­რემ და დას­ძი­ნა, რომ ეს არის დიდი ჭრი­ლო­ბა და ტკი­ვი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის.

უწ­მინ­დე­სი მი­იჩ­ნევს, რომ მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მია. "როცა ჩვენ ვა­ცხა­დებთ მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ამით ჩვენ მა­გა­ლითს ვაძ­ლევთ ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, ჩვენს თა­ო­ბას, რომ ეს და­საშ­ვე­ბია და ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს დღე­ვან­დელ დღეს. აი, ამი­ტომ ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ხალ­ხს. ჩვე­ნი ხალ­ხი როცა უყუ­რებს ამ მკვლე­ლო­ბებს, თით­ქმის ყო­ველ­დღე აჩ­ვე­ნე­ბენ ომებს, სიკ­ვდილს, სა­ში­ნელ სტრეს­ში ვარ­დე­ბა და ამი­ტომ ნუ ვი­ზამთ ამას. ხომ კეთ­დე­ბა სი­კე­თეც. ბევ­რი სი­კე­თე კეთ­დე­ბა დე­და­მი­წა­ზე და ჩვენ­თა­ნაც. ვთქვათ ამ სი­კე­თე­ზე, ვა­ნუ­გე­შოთ ჩვე­ნი ხალ­ხი, რომ სა­ჭი­როა სი­კე­თის კე­თე­ბა. სი­კე­თის კე­თე­ბა ადა­მი­ანს აძ­ლი­ე­რებს, იმედს აძ­ლევს მო­მავ­ლი­სას. მე იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ვი­გებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვე­ნი ხალ­ხი ღვთის რჩე­უ­ლია. რჩე­უ­ლი რომ არ იყოს, ამ­დენ სი­კე­თეს არ მოგ­ვცემ­და უფა­ლი", - გა­ნა­ცხა­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი

პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მედიას მოუწოდებს ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი.

როგორც პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ყოველდღიურად აჩვენებენ ინფორმაციას მკვლელობებისა და ომების შესახებ, რაც ხალხს სტრესში აგდებს.

"თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა, რომ ეს არის დიდი ჭრილობა და ტკივილი ყველა ადამიანისთვის.

უწმინდესი მიიჩნევს, რომ მკვლელობების შესახებ ინფორმაციის ტირაჟირება მაგალითის მიმცემია. "როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია