საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ერაყსა და სირიაში საჭიროა სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ერაყსა და სირიაში საჭიროა სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია

აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გე­ნე­რალ მარ­ტინ დემფსის გან­ცხა­დე­ბით, კო­ა­ლი­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად სი­რი­ა­ში "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა, თუმ­ცა მხო­ლოდ ავი­ა­შე­ტე­ვე­ბი არ კმა­რა მათ და­სა­მარ­ცხებ­ლად. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს.

გე­ნე­რალ მარ­ტინ დემფსის თქმით, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში სა­ჭი­როა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასე­ვე სახ­მე­ლე­თო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა 15 ათა­სამ­დე მებ­რძო­ლი სი­რი­ის ზო­მი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ი­დან.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად სი­რი­ა­სა და ერაყ­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. თუმ­ცა, აშშ-ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტუ­რი ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია რე­ა­ლუ­რად და­ა­მარ­ცხოს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ქურ­თე­ბის­გან, ერა­ყე­ლე­ბის­გან და სი­რი­ის ზო­მი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ის­გან შემ­დგა­რი ძალა იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პენ­ტა­გონ­ში გა­მოს­ვლი­სას მარ­ტინ დემფსიმ.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, გუ­შინ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­უ­ერ­თდეს აშშ-ის ავი­ა­შე­ტე­ვებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ერაყ­ში. აშშ-ის გარ­და, ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­შე­ტე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს საფ­რან­გე­თი, თა­ვი­ანთ თვითმფრი­ნა­ვებს გა­აგ­ზავ­ნი­ან ბელ­გია და და­ნი­აც.

კო­ა­ლი­ცი­ას, რო­მელ­საც აშშ-ი ხელ­მძღვა­ნე­ლობს და რომ­ლის მი­ზა­ნიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა, 40-მდე ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდა, მათ შო­რის შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნაც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ერაყსა და სირიაში საჭიროა სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ერაყსა და სირიაში საჭიროა სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, გენერალ მარტინ დემფსის განცხადებით, კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა მხოლოდ ავიაშეტევები არ კმარა მათ დასამარცხებლად. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

გენერალ მარტინ დემფსის თქმით, ერაყსა და სირიაში საჭიროა როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.

მისივე განცხადებით, სახმელეთო ძალების ფორმირებისთვის საჭირო იქნება 15 ათასამდე მებრძოლი სირიის ზომიერი ოპოზიციიდან.

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სირიასა და ერაყში საჭირო იქნება გაძლიერებული სამხედრო-საჰაერო დაჯგუფებები. თუმცა, აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეყვანა საჭირო არ გახდება. ერთადერთი ეფექტური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალურად დაამარცხოს "ისლამური სახელმწიფო" ქურთებისგან, ერაყელებისგან და სირიის ზომიერი ოპოზიციისგან შემდგარი ძალა იქნება", - აღნიშნა პენტაგონში გამოსვლისას მარტინ დემფსიმ.

"ბიბისის" ცნობით, გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს აშშ-ის ავიაშეტევებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერაყში. აშშ-ის გარდა, ერაყში განხორციელებულ ავიაშეტევებში მონაწილეობს საფრანგეთი, თავიანთ თვითმფრინავებს გააგზავნიან ბელგია და დანიაც.

კოალიციას, რომელსაც აშშ-ი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაა, 40-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა