სატელევიზიო სკოლა-სტუდია "ენკი-ბენკიმ" მთაწმინდის პარკში დაბადების დღე კონცერტით აღნიშნა. 4 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისული პატარების გართობაზე, ზღაპრების გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს.
საბავშვო ტელევიზია "ენკი-ბენკის" დამფუძნებელი და დირექტორი, ლელა ასლანიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს კონცერტზე ენკი-ბენკის ერთგული მაყურებლები მოვიდნენ.
"ენკი ბენკი" 22 სექტემბერს გახდა 4 წლის და გადავწყვიტეთ დღეს აღგვენიშნა ჩვენი დაბადების დღე. მოვიწვიეთ ჩვენი ერთგული მაყურებლები და შევეცადეთ ლამაზი საღამო მოგვეწყო ბავშვებისთვის", - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა.
ენკი-ბენკის დაბადების დღეზე, პატარები ჟურნალ "საბავშვო კარუსელით" და ფერადი ბუშტებით დასაჩუქრდნენ.
როგორც ბავშვების ემოციებით გამოიხატა, ჟურნალის რედაქციის საჩუქარმა ძალიან ბევრი პატარა მკითხველი კიდევ უფრო გაამხიარულა. "ძალიან გვიყვარს "კარუსელის" შევსება და გაფერადება", - აღნიშნეს პატარებმა.
"პალიტრა მედიის" ივენთების მენეჯერის, მარიანა ნინიკაშვილის თქმით, "ენკი-ბენკის" დაბადების დღეს "საბავშვო კარუსელიც" შეუერთდა.
"ენკი ბენკის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმაც" მიიღო მონაწილეობა. რედაქციამ გადაწყვიტა კონცერტზე მოსული ბავშვები საჩუქრებითაც გაეხარებინა. პატარებს ჟურნალები და ბუშტები ვაჩუქეთ", - აღნიშნა მარიანა ნინიკაშვილმა.