პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი
"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს 22 წელი შეს­რულ­და. სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა აფხა­ზეთ­ში 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. სოჭი-ინ­გი­რის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სულ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას გან­კარ­გუ­ლე­ბით შექ­მნილ­მა "აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ", ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ის­თან ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ სოჭი-ინ­გი­რის რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შეყ­ვა­ნა 11 აგ­ვის­ტოს, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ოჩამ­ჩი­რი­სა და გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნებ­ში და ქა­ლაქ სო­ხუმ­ში გა­უ­წია, რა­საც აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა. აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა 13 თვეს და 13 დღეს გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მით და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მარ­ცხით დას­რულ­და.

ამ დღეს ემო­ცი­ე­ბით იხ­სე­ნებს დი­ზა­ი­ნე­რი, ენე­რე­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ანუ­კი არე­ში­ძე.

"მარ­თა­ლია ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დის ემო­ცია, რო­დე­საც იხ­სე­ნებს სო­ხუ­მის და­ცე­მას უდი­დეს ემო­ცი­ებს იწ­ვევს ჩემ­ში. ჩემი უფ­რო­სი ძმა ჩვი­ლი იყო რო­დე­საც მა­მამ დე­დას სთხო­ვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი გა­ემ­ზა­დე­ბი­ნა, რად­გან ის ომში მი­დი­ო­და. მი­ზე­ზი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო. ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა. ორი ბიჭი მეზ­რდე­ბა და როცა ისი­ნი გა­იზ­რდე­ბი­ან აუ­ცი­ლებ­ლად მკი­თხა­ვენ: თუ რა გა­ვა­კე­თე მე ქვეყ­ნის­თვის როცა მას უჭირ­და?- ან ვუ­პა­სუ­ხებ რომ ყვე­ლა­ფე­რი, ან იქ დავ­რჩე­ბი.

მა­მა­ჩემს ომში დე­და­ჩე­მის ორი­ვე ძმა გაჰ­ყვა. ბა­ბუ­ა­ჩე­მი კი ჯა­რის­კა­ცებს თბილ ტან­საც­მელს და საჭ­მელს უგ­ზავ­ნი­და. ბი­ჭი­კოც წა­ვი­დო­და ომში, ასაკს რომ შე­ე­წყო ხელი. მარ­თა­ლია მე სო­ხუმ­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ჩემს ოჯახს უდი­დეს ტკი­ვი­ლად ახ­სოვს ეს დღე...

მამა 2 კვი­რა და­კარ­გუ­ლი იყო. თუმ­ცა ღვთის წყა­ლო­ბით ის დაბ­რუნ­და, დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი. დღეს ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს და ომის კად­რებ­საც ვერ უყუ­რებს. მის­მა ბი­ჭებ­მა კი იცი­ან, რომ სახ­ლშიი ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცი ჰყავთ, რტო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ბო­ლოს და­ტო­ვა სო­ხუ­მი", - წერს ფე­ის­ბუქ­ზე ანუ­კი არე­ში­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

სოხუმის დაცემიდან დღეს, 27 სექტემბერს 22 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ამ დღეს ემოციებით იხსენებს დიზაინერი, ენერეგეტიკის მინისტრის მეუღლე, ანუკი არეშიძე.

"მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დედის ემოცია, როდესაც იხსენებს სოხუმის დაცემას უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში. ჩემი უფროსი ძმა ჩვილი იყო როდესაც მამამ დედას სთხოვა საჭირო ნივთები გაემზადებინა, რადგან ის ომში მიდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ქვეყნის ერთიანობა. ორი ბიჭი მეზრდება და როცა ისინი გაიზრდებიან აუცილებლად მკითხავენ: თუ რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა?- ან ვუპასუხებ რომ ყველაფერი, ან იქ დავრჩები.

მამაჩემს ომში დედაჩემის ორივე ძმა გაჰყვა. ბაბუაჩემი კი ჯარისკაცებს თბილ ტანსაცმელს და საჭმელს უგზავნიდა. ბიჭიკოც წავიდოდა ომში, ასაკს რომ შეეწყო ხელი. მართალია მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე...

მამა 2 კვირა დაკარგული იყო. თუმცა ღვთის წყალობით ის დაბრუნდა, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი. დღეს ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ომის კადრებსაც ვერ უყურებს. მისმა ბიჭებმა კი იციან, რომ სახლშიი ნამდვილი ჯარისკაცი ჰყავთ, რტომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი", - წერს ფეისბუქზე ანუკი არეშიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს