პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან
"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან

სი­რი­ა­ში მებ­რძო­ლი რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის ერთ-ერთი მე­თა­უ­რი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, 28 წლის არის.

ბა­თი­რაშ­ვი­ლი 2008 წელს, ფრონ­ტის ხაზ­ზე იყო, რუ­სე­თის ტან­კებს თვალ­ყურს ადევ­ნებ­და და მათ კო­ორ­დი­ნა­ტებს ქარ­თულ სა­არ­ტი­ლე­რიო ნა­წი­ლებს გა­და­ცემ­და. 2010 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და­უდ­გი­ნეს და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს. იმა­ვე წელს ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ბა­თი­რაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის იან­ვარ­ში ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად, სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ჯი­ჰა­დის­ტი მე­თა­უ­რი 2013 წლის ზა­ფხულ­ში გა­მოჩ­ნდა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში და სა­თა­ვე­ში უდ­გას ალ ყა­ი­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და­მი­ღუ­პეს შვი­ლი. არ უნ­დო­დათ ასე­თი ჯა­რის­კა­ცი ჰყო­ლო­დათ?", - ამ­ბობს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის მამა თე­მურ ბა­თი­რაშ­ვი­ლი. მისი მე­ო­რე შვი­ლიც თარ­ხან­თან ერ­თად სი­რი­ა­შია.

- რე­ლი­გი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­და?

- თა­ვის ძმებ­საც კი უშ­ლი­და, რომ მაგ გზა­ზე არ დამ­დგა­რიყ­ვნენ. როცა ყვე­ლა­ფე­რის იმე­დი და­კარ­გა, ცი­ხე­ში რომ ჩა­აგ­დეს, იმის შემ­დეგ.

- სი­რი­ა­ში რო­დის წა­ვი­და, იცო­დით ამის შე­სა­ხებ?

- არა, არ ვი­ცო­დი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. არ ვიცი რო­დის წა­ვი­და, რო­გორ წა­ვი­და, ვის აჰ­ყვა. არ მი­თხრა მე არა­ფე­რი.

- მას შემ­დეგ, რაც ის სი­რი­ა­ში მე­თა­უ­რი გახ­და, აქე­დან სხვა ბი­ჭე­ბიც წა­ვიდ­ნენ მას­თან?

- ბევ­რნი არი­ან. აქე­და­ნაც, დუ­ი­სე­ლე­ბიც ბევ­რნი არი­ან. აი, ეხ­ლაც ჩვე­ნი მე­ზობ­ლის ბი­ჭის ცო­ლის ძმა მოკ­ლე­სო იძა­ხი­ან. კოკა წყლის კარ­ზე ტყდე­ბა, მაშ რო­გორ გინ­და, ომია.

- ფიქ­რობთ, რომ დაბ­რუნ­დე­ბა?

- არა, არა. ეგ ისეთ წრე­შია ჩაბ­მუ­ლი, იქი­დან გა­მოს­ვლა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ყვე­ლა. მე ქრის­ტი­ა­ნი კაცი ვარ, ეს ამ­ბა­ვი, რა­საც ეგე­ნი ამ­ბო­ბენ რომ გა­მარ­თლდეს. "ალ ყა­ი­დას" შტაბ­ში ბინ ლა­დე­ნად მო­ი­აზ­რე­ბენ თარ­ხან­სო, ბინ­ლა­დე­ნის ად­გილ­ზეო. ღმერ­თო და­ი­ფა­რე მა­გის­გან".

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან

"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან

სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების ერთ-ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში შეიყვანა, 28 წლის არის.

ბათირაშვილი 2008 წელს, ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადაცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2012 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად, სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვით ადრე გათავისუფლდა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა. ჯიჰადისტი მეთაური 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფება The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს.

"ნაციონალებმა" დამიღუპეს შვილი. არ უნდოდათ ასეთი ჯარისკაცი ჰყოლოდათ?", - ამბობს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი. მისი მეორე შვილიც თარხანთან ერთად სირიაშია.

- რელიგიით როდის დაინტერესდა?

- თავის ძმებსაც კი უშლიდა, რომ მაგ გზაზე არ დამდგარიყვნენ. როცა ყველაფერის იმედი დაკარგა, ციხეში რომ ჩააგდეს, იმის შემდეგ.

- სირიაში როდის წავიდა, იცოდით ამის შესახებ?

- არა, არ ვიცოდი. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი. არ ვიცი როდის წავიდა, როგორ წავიდა, ვის აჰყვა. არ მითხრა მე არაფერი.

- მას შემდეგ, რაც ის სირიაში მეთაური გახდა, აქედან სხვა ბიჭებიც წავიდნენ მასთან?

- ბევრნი არიან. აქედანაც, დუისელებიც ბევრნი არიან. აი, ეხლაც ჩვენი მეზობლის ბიჭის ცოლის ძმა მოკლესო იძახიან. კოკა წყლის კარზე ტყდება, მაშ როგორ გინდა, ომია.

- ფიქრობთ, რომ დაბრუნდება?

- არა, არა. ეგ ისეთ წრეშია ჩაბმული, იქიდან გამოსვლა აღარ შეიძლება. ღმერთმა დაიფაროს ყველა. მე ქრისტიანი კაცი ვარ, ეს ამბავი, რასაც ეგენი ამბობენ რომ გამართლდეს. "ალ ყაიდას" შტაბში ბინ ლადენად მოიაზრებენ თარხანსო, ბინლადენის ადგილზეო. ღმერთო დაიფარე მაგისგან".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა