მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს
ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტ ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუს­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში ევ­რო­კავ­შირ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შეც­ვლას ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბით იმუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესმდი­ვან­მა პია ჰან­სენ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ბრი­უ­სე­ლი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გა­და­წყვეტს, რო­გორ უპა­სუ­ხოს პუ­ტი­ნის ამ მო­თხოვ­ნას. ამას­თან, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესმდი­ვან­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გა­ფორმ­და და თუ ამ შე­თან­ხმე­ბა­ში რა­ი­მე სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი შევა, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ კი­ე­ვი­სა და ბრი­უ­სე­ლის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­დე­ბა

"თა­ვის მხრივ, ევ­რო­კო­მი­სია არ ხე­დავს შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­ფუძ­ველს", - აღ­ნიშ­ნა პია ჰან­სენ­მა. 25 სექ­ტემ­ბეს გა­მო­ცე­მა The Financial Times-მა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუს­თვის მი­წე­რი­ლი წე­რი­ლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილ­ში მას­შტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას ითხოვს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბით იმუქ­რე­ბა, თუ კი­ე­ვი და­ი­წყებს ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 16 სექ­ტემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და და 1 ნო­ემ­ბრი­დან შე­დის ძა­ლა­ში. ამას­თან, კი­ევს, ბრი­უ­სელ­სა და მოს­კოვს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­კავ­შირ­მა და უკ­რა­ი­ნამ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბა 2015 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილ წერილში ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპასუხო ზომებით იმუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა პია ჰანსენმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელი უახლოეს ხანებში გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს პუტინის ამ მოთხოვნას. ამასთან, ევროკომისიის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმდა და თუ ამ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებები შევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კიევისა და ბრიუსელის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება

"თავის მხრივ, ევროკომისია არ ხედავს შეთანხმების გადახედვის საფუძველს", - აღნიშნა პია ჰანსენმა. 25 სექტემბეს გამოცემა The Financial Times-მა ვლადიმერ პუტინის ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილი წერილის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილში მასშტაბური ცვლილებების შეტანას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომებით იმუქრება, თუ კიევი დაიწყებს ევროკავშირთან შეთანხმების რეალიზაციას.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 16 სექტემბერს განხორციელდა და 1 ნოემბრიდან შედის ძალაში. ამასთან, კიევს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირმა და უკრაინამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა