საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს
რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს

რუ­სეთს უახ­ლო­ეს მე­ზობ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რცეს ფა­რა­ვენ, გავ­ლე­ნის ზო­ნის შექ­მნის გეგ­მა აქვს და ამის მა­გა­ლი­თი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას და­ში­ნე­ბაა. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა USA Today-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ტო­ვებს უფრო ეფექ­ტურ საბ­რძო­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც სულ უფრო აგ­რე­სი­ულ რუ­სეთ­თან მო­უ­წევს საქ­მის და­ჭე­რა. "სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ რუ­სე­თი ახლა პარტნი­ო­რად კი არა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მიგ­ვიჩ­ნევს და აშ­კა­რაა, რომ მოგ­ვი­წევს ამას­თან შე­გუ­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, მისი ამ პოსტზე ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის საქ­ცი­ე­ლი მისი ყვე­ლა­ზე დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა. ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვა­დის ამო­წურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნატო-ს შტა­ბ­ბი­ნა დღეს და­ტო­ვა და თა­ნამ­შრომ­ლებს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო შტა­ბის წევ­რებს გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. მან ასე­ვე, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, გვირ­გვი­ნით შე­ამ­კო ნატო-ს ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პულ სამ­ხედ­რო­თა მე­მო­რი­ა­ლი.

და­ნი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი ნატო-ს რი­გით მე-12 გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იყო 2009 წლის 1-ელი აგ­ვის­ტო­დან. ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე მისი ვადა 30 სექ­ტემ­ბერს ამო­ი­წუ­რე­ბა. 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ამ პოსტზე მას ნორ­ვე­გი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი შეც­ვლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს

რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს

რუსეთს უახლოეს მეზობლებზე, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეს ფარავენ, გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს და ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვას დაშინებაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ტოვებს უფრო ეფექტურ საბრძოლო ორგანიზაციას, რომელსაც სულ უფრო აგრესიულ რუსეთთან მოუწევს საქმის დაჭერა. "სრულიად ცხადია, რომ რუსეთი ახლა პარტნიორად კი არა, მოწინააღმდეგედ მიგვიჩნევს და აშკარაა, რომ მოგვიწევს ამასთან შეგუება", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ამ პოსტზე ყოფნის განმავლობაში რუსეთის საქციელი მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ნატო-ს შტაბბინა დღეს დატოვა და თანამშრომლებს, ასევე საერთაშორისო შტაბის წევრებს გამოემშვიდობა. მან ასევე, მეუღლესთან ერთად, გვირგვინით შეამკო ნატო-ს ოპერაციებში დაღუპულ სამხედროთა მემორიალი.

დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს რიგით მე-12 გენერალური მდივანი იყო 2009 წლის 1-ელი აგვისტოდან. ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მისი ვადა 30 სექტემბერს ამოიწურება. 1-ელი ოქტომბრიდან ამ პოსტზე მას ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა