გადაცემაში "რეაქცია" ბოლო დროს მომხდარი გახმაურებული კრიმინალურ ფაქტები განიხილეს. თემასთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრს საზოგადოებაც უნდა დაეხმაროს.
"თუ საზოგადოება პროცესში არ ჩაერთვება, ისე არაფერი არ გამოვა. კრიმინალი რეალობაა, მაგრამ ამ კრიმინალს ხელისუფლება ებრძვის სუფთა ხელებით. ჭიკაიძეს არ დაესიზმრება 80-ი წლის კაცი მოკლავს თუ არა გარკვეული მიზეზების გამო ახალგაზრდა ქალბატონს".
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, ზურაბ ჯაფარიძემ სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ კრიმინალის კლებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა არის ტყუილი. რადგან მისი თქმით, ყოველდღე მომხდარი მკვლელობები და ყაჩაღობა საპირისპიროს მოწმობს.
"რა საზოგადოება უნდა დაეხმაროს ჭიკაიძეს კაცმა კითხვა არ იცის," - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ასევე ნახეთ: | მოიწყვეთ განცხრომა თქვენთვის და თქვენი ნათესავებისთვის, იმ ხელისუფლების დატოვებულია - დაპირისპირება "რეაქციაში"