შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ასეთი პროდუქტები ვიტამინების დიდი შემცველობით გამოირჩევა.

შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

გოგრა

გოგრა დიდი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. მასში ბევრია კაროტინი, გაცილებით მეტი, ვიდრე სტაფილოში. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ვიტამინ კარნიტინის შემცველობის გამო, გოგრა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გეხმარებათ ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება პატარა ბავშვებისთვის.

ბადრიჯანი

ბადრიჯანში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები A, B და C. ბადრიჯანი ძალიან კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, რადგან შეუძლია ორგანიზმიდან ქოლესტერინის მაღალი დონე გამოდევნოს და შესაბამისად ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხეებისგან განთავისუფლებაში. მისი მოხმარება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს იმიტომ, რომ ბადრიჯანში დიდი რაოდენობითაა ნიკოტინის მჟავა, რაც ორგანიზმს თამბაქოს მოთხოვნილებას შეუმსუბუქებს.

ვაშლი

იმის გამო, რომ ძალიან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ვაშლი უსაზღვროდ სასარგებლო ხილია. განსაკუთრებით კარგ შედეგებს აძლევს ადამიანებს, რომლებიც მალე იღლებიან, მჟავიანობას უჩივიან და მენსტრუაციის პერიოდში ძლიერი ტკივილები აწუხებთ.

შტოში

შტოში მრავლად შეიცავს ანტივირუსულ ნივთიერებებს, რომლებიც შარდის ბუშტს წმენდს და შარდსადენი მილიდან ბაქტერიებს გამოდევნის. შტოშის შემადგენლობაში უხვადაა მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, იოდი და კალციუმი.

ჭარხალი

ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურას უფრთხილდება. ის დაბალკალორიულია, მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სასარგებლოა გულის, სისხლისა და თირკმელებისთვის.

მომზადებულია i-gency.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს