კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს
რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს

რო­მის პაპ­მა ფრან­ცისკმა პა­რაგ­ვა­ე­ლი სა­სა­უ­ლი­ე­რო პირი, რი­ო­ჰე­ლიო რი­კარ­დო ლი­ე­ვე­რეს პლა­ნო ეპის­კო­პო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ევ­რო­ნი­უ­სი ავ­რცე­ლებს.

პა­პის მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სია გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპის­კო­პო­სის საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეპის­კო­პო­სი ხელს აფა­რებ­და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პირს - პად­რე კარ­ლოს ურუ­ტი­გო­ი­ტის, რო­მე­ლიც 2002 წელს პე­დო­ფი­ლი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ეპის­კო­პო­სის გა­და­ყე­ნე­ბამ­დე 2 დღით ადრე, ვა­ტი­კან­ში 66 წლის პო­ლო­ნე­ლი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი ჯო­ზეფ ვე­სო­ლოვ­სკი და­ა­პა­ტიმ­რეს. მას ბრა­ლად ედე­ბა 2008-2011 წლებ­ში ბავ­შვე­ბის გარ­ყვნა. პე­დო­ფილ მღვდელს 7-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

იტა­ლი­უ­რი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­მო­ცე­მის L'Espresso-ს მი­ხედ­ვით, პე­დო­ფილ მღვდელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალ­ში შე­საძ­ლოა ეკ­ლე­სი­ის სხვა პი­რე­ბიც აღ­მოჩ­დნენ ჩარ­თულ­ნი. გარ­და ამი­სა, კო­მი­სია ავ­სტრა­ლი­ე­ლი კარ­დი­ნა­ლის ჯორჯ პე­ლოს საქ­მის გან­ხილ­ვა­საც აპი­რებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­მის პაპ­მა მრევლს პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა, კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ ბავ­შვე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო, რო­მე­ლიც ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­სი გრძელ­დე­ბო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Euronews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს

რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს

რომის პაპმა ფრანცისკმა პარაგვაელი სასაულიერო პირი, რიოჰელიო რიკარდო ლიევერეს პლანო ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ევრონიუსი ავრცელებს.

პაპის მიერ შექმნილი კომისია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეპისკოპოსის საქმიანობას სწავლობდა. როგორც აღმოჩნდა, ეპისკოპოსი ხელს აფარებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირს - პადრე კარლოს ურუტიგოიტის, რომელიც 2002 წელს პედოფილიაში დაადანაშაულეს.

ეპისკოპოსის გადაყენებამდე 2 დღით ადრე, ვატიკანში 66 წლის პოლონელი არქიეპისკოპოსი ჯოზეფ ვესოლოვსკი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2008-2011 წლებში ბავშვების გარყვნა. პედოფილ მღვდელს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტალიური ყოველკვირეული გამოცემის L'Espresso-ს მიხედვით, პედოფილ მღვდელთან დაკავშირებულ სკანდალში შესაძლოა ეკლესიის სხვა პირებიც აღმოჩდნენ ჩართულნი. გარდა ამისა, კომისია ავსტრალიელი კარდინალის ჯორჯ პელოს საქმის განხილვასაც აპირებს.

რამდენიმე დღის წინ, რომის პაპმა მრევლს პატიება სთხოვა, კათოლიკური ეკლესიის მიერ ბავშვების მიმართ განხორციელებული  სექსუალური ძალადობის გამო, რომელიც ათეული წლის განმავლობასი გრძელდებოდა.

მომზადებულია Euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა