გორში, გურამიშვილის ქუჩიდან (ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მოპარული ავტომანქანის ფაქტზე პასუხისგებაში სამხედრო მოსამსახურე 22 წლის ვახტან მ-შვილი მისცეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ტაბატაძის საკუთრებაში არსებული ოპელის მარკის ავტომანქანა 28 მაისს სწორედ ვახტანგ მ-შვილმა მოიპარა. "ჩადენილი ქურდობით მან მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა დაზარალებულ გიორგი ტაბაძეს" - განაცხადა ია მეფარიშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ 22 წლის ბიჭს მამა ადრე დაეღუპა, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. "რაც შეეხება მის პიროვნებას, ყველა, ვინც იცნობს, დადებითად ახასიათებს" - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდებული განაჩენს ელოდება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.