პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს პუტინის კარზე აღიარებული ქართველი მხატვარი
რა ქონებას ფლობს პუტინის კარზე აღიარებული ქართველი მხატვარი

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე სკულპ­ტო­რის, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის შე­სა­ხებ აზრი ორად იყო­ფა - ის ან ძა­ლი­ან არ მოს­წონთ და რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ, ან თავ­გა­მო­დე­ბით უჭე­რენ მხარს მისი მო­ნუ­მენ­ტე­ბის ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში აღ­მარ­თვას. აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერთი რამ ფაქ­ტია - ზუ­რაბ წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გავ­ლე­ნა აჩ­რდი­ლი­ვით დას­დევს ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას და არ შორ­დე­ბა.

კრი­ტი­კო­სე­ბი მის ნა­მუ­შევ­რებს ერ­თფე­როვ­ნად, მო­სა­წყე­ნად, უგე­მოვ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი სკულპ­ტუ­რა მწვა­ვე კრი­ტი­კის სა­გა­ნი ხდე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და ეს თბი­ლის­ში აღ­მარ­თუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ქან­და­კე­ბა, თუ მოს­კო­ვის ცენ­ტრში პეტ­რე პირ­ვე­ლის 98-მეტ­რი­ა­ნი სკულპ­ტუ­რა.

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, სხვა არ­ტის­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ვი­სი ქო­ნე­ბი­თაც ხვდე­ბა - რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თველ მი­ლი­არ­დერ­თა ათე­ულ­ში ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მოხ­ვდა. თუმ­ცა, თა­ვად ქარ­თველ­მა მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტმა უარ­ყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ცნო­ბა და გა­მო­ცე­მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლი­თაც კი და­ე­მუქ­რა. დღემ­დე უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად რა ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, პუ­ტი­ნის კარ­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი, რად­გან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს წე­რე­თე­ლი ყო­ველ­თვის თავს არი­დებს. ამ­ბობს, რომ მისი ქო­ნე­ბა თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბია.

თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ 80 წლის მხატ­ვა­რი პომ­პე­ზუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - ცხოვ­რობს ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში, და­დის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით, მუ­დამ ელე­გან­ტუ­რად აც­ვია, მა­ჯას ოქ­როს სა­ა­თი და სა­მა­ჯუ­რე­ბი უმ­შვე­ნებს, ხელს კი დიდი ზო­მის ოქ­როს ბეჭ­დე­ბი. წე­რე­თე­ლი მო­ოქ­რო­ვილ, ბრინ­ჯა­ოს უზარ­მა­ზარ ქან­და­კე­ბებს უსას­ყიდ­ლოდ ჩუქ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბებს.

ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად მის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. "ამას მარ­ტი­ვი სა­ი­დუმ­ლო აქვს - ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­შა­ო­ბა. უბ­რა­ლოდ გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა.

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი თბი­ლის­ში, ინ­ჟი­ნერ-მშე­ნებ­ლი­სა და ყო­ფი­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბის ოჯახ­ში 1934 წელს და­ი­ბა­და. მისი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა ოჯახ­მა, სა­დაც ხში­რად იკ­რი­ბე­ბო­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­ლი­გენ­ცია და ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი - და­ვით კა­კა­ბა­ძე, აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძე, უჩა ჯა­ფა­რი­ძე და სხვე­ბი. მხატ­ვა­რი იყო ბი­ძაც - გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია სკულპ­ტო­რის მო­მა­ვალ არ­ჩე­ვან­ზე.

თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წე­რე­თელ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სწავ­ლა საფ­რან­გეთ­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც რო­გორც ამ­ბო­ბენ, პი­კა­სოს­თან და მარკ შა­გალ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. "ჩემ­ში დიდი გარ­და­ტე­ხა მოხ­და, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი სა­ზღვარ­გა­რეთ. საფ­რან­გეთ­ში მივ­ხვდი, რომ მხატ­ვარს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს - სკულპ­ტუ­რაც, ფა­ი­ფუ­რიც, ვიტ­რა­ჟიც და მო­ზა­ი­კაც", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი.

პირ­ვე­ლი ფული მხატ­ვრო­ბით საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში "ნი­ან­გის­თვის" კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ხატ­ვით იშო­ვა, პი­რე­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა კი 1998 წელს ჰქონ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით "ინე­სა", რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა. "აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ფული სა­ერ­თოდ არ მქონ­და - ვხა­ტავ­დი, ეს­კი­ზებს ვა­კე­თებ­დი. ერთხე­ლაც ვერ­ტმფრე­ნით მო­მა­კი­თხეს, იქი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გად­მო­ვი­და და პირ­და­პირ მი­თხრა, ჩვენ­თან ერ­თად უნდა წა­მოხ­ვი­დე, გე­ლო­დე­ბი­ან. სა­ხელ­მწი­ფო აგა­რაკ­ზე ჩავფრინ­დით. მო­მი­ახ­ლოვ­და ვი­ღაც მა­ღა­ლი ჩი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მე­უბ­ნე­ბა - ყვე­ლა ეს შე­ნო­ბა ერ­თმა­ნეთს ჰგავს და მო­ი­ფიქ­რე, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ისე, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­უყ­რე­ბო­დე­სო. ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რის აღ­მავ­ლო­ბა. შემ­დეგ კი უამ­რა­ვი შე­თა­ვა­ზე­ბით მომ­მარ­თავ­დნენ", - იხ­სე­ნებს წე­რე­თე­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ქონებას ფლობს პუტინის კარზე აღიარებული ქართველი მხატვარი

რა ქონებას ფლობს პუტინის კარზე აღიარებული ქართველი მხატვარი

საქართველოში რუსეთში მოღვაწე სკულპტორის, ზურაბ წერეთლის შესახებ აზრი ორად იყოფა - ის ან ძალიან არ მოსწონთ და რუსული იმპერიალისტური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ან თავგამოდებით უჭერენ მხარს მისი მონუმენტების ქალაქის სხვადასხვა უბნებში აღმართვას. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია - ზურაბ წერეთლის შემოქმედების გავლენა აჩრდილივით დასდევს ქართულ ხელოვნებას და არ შორდება.

კრიტიკოსები მის ნამუშევრებს ერთფეროვნად, მოსაწყენად, უგემოვნოდ მიიჩნევენ. წლების განმავლობაში მისი თითქმის ყველა ცნობილი სკულპტურა მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა, იქნებოდა ეს თბილისში აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება, თუ მოსკოვის ცენტრში პეტრე პირველის 98-მეტრიანი სკულპტურა.

ზურაბ წერეთელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში, სხვა არტისტებისგან განსხვავებით, თავისი ქონებითაც ხვდება - რამდენიმე წლის წინ ქართველ მილიარდერთა ათეულში ორი მილიონი დოლარით მოხვდა. თუმცა, თავად ქართველმა მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეს ცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილითაც კი დაემუქრა. დღემდე უცნობია, რეალურად რა ქონების პატრონია რუსეთში მცხოვრები, პუტინის კარზე აღიარებული მხატვარი, რადგან ამ თემაზე საუბარს წერეთელი ყოველთვის თავს არიდებს. ამბობს, რომ მისი ქონება თავისი ხელოვნების ნიმუშებია.

თუმცა, ფაქტია, რომ 80 წლის მხატვარი პომპეზურობით გამოირჩევა - ცხოვრობს ფეშენებელურ სახლში, დადის ძვირადღირებული მანქანებით, მუდამ ელეგანტურად აცვია, მაჯას ოქროს საათი და სამაჯურები უმშვენებს, ხელს კი დიდი ზომის ოქროს ბეჭდები. წერეთელი მოოქროვილ, ბრინჯაოს უზარმაზარ ქანდაკებებს უსასყიდლოდ ჩუქნის სხვადასხვა ქალაქის მთავრობებს.

ასაკის მიუხედავად მის შრომისუნარიანობაზე ლეგენდები დადის. "ამას მარტივი საიდუმლო აქვს - ძალიან მიყვარს მუშაობა. უბრალოდ გაჩერება არ შემიძლია", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბ წერეთელმა.

ზურაბ წერეთელი თბილისში, ინჟინერ-მშენებლისა და ყოფილი არისტოკრატების ოჯახში 1934 წელს დაიბადა. მისი პროფესიის არჩევაზე დიდი როლი ითამაშა ოჯახმა, სადაც ხშირად იკრიბებოდა შემოქმედებითი ინტელიგენცია და ცნობილი მხატვრები - დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე და სხვები. მხატვარი იყო ბიძაც - გიორგი ნიჟარაძე, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია სკულპტორის მომავალ არჩევანზე.

თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ წერეთელმა თავდაპირველად მუშაობა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში დაიწყო, მოგვიანებით კი სწავლა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც როგორც ამბობენ, პიკასოსთან და მარკ შაგალთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. "ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა, როდესაც პირველად მოვხვდი საზღვარგარეთ. საფრანგეთში მივხვდი, რომ მხატვარს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს - სკულპტურაც, ფაიფურიც, ვიტრაჟიც და მოზაიკაც", - იხსენებდა მოგვიანებით ზურაბ წერეთელი.

პირველი ფული მხატვრობით საბჭოთა პერიოდში "ნიანგისთვის" კარიკატურების ხატვით იშოვა, პირეველი პერსონალური გამოფენა კი 1998 წელს ჰქონდა, სახელწოდებით "ინესა", რომელიც გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. "აკადემიის დამთავრების შემდეგ ფული საერთოდ არ მქონდა - ვხატავდი, ესკიზებს ვაკეთებდი. ერთხელაც ვერტმფრენით მომაკითხეს, იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და პირდაპირ მითხრა, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე, გელოდებიან. სახელმწიფო აგარაკზე ჩავფრინდით. მომიახლოვდა ვიღაც მაღალი ჩინის წარმომადგენელი და მეუბნება - ყველა ეს შენობა ერთმანეთს ჰგავს და მოიფიქრე, რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ ლამაზად გამოიუყრებოდესო. ასე დაიწყო ჩემი კარიერის აღმავლობა. შემდეგ კი უამრავი შეთავაზებით მომმართავდნენ", - იხსენებს წერეთელი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია