პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს
"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზონ­ში მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი მე­წყვი­ლე ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნია. მა­რი­ა­მის ამ შო­უ­ში ჩარ­თვა ბევ­რს გა­უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ შო­უ­ბიზ­ნესს და­ემ­შვი­დო­ბა, ვი­ნა­ი­დან არ­ჩე­ვა­ნი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა.

ის ახლა თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ პო­პუ­ლა­რულ შო­უ­ში იცეკ­ვებს, კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რია და პი­რო­ბას დებს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვებს, რომ კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს.

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს რო­გორ და­თან­ხმდი?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ყვე­ლა სე­ზონს ვუ­ყუ­რებ­დი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. სა­დღაც, გუ­ლის სიღ­რმე­ში ისე, რომ არა­ვის­თვის მით­ქვამს, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მინ­დო­და. მაგ­რამ ჩემი სურ­ვი­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა მე­რი­დე­ბო­და. თან, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ პრო­ექ­ტში შე­იძ­ლე­ბო­და ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი... დღეს კი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ კო­ლექ­ტივ­ში მი­წევს ყოფ­ნა და ასეთ სა­ო­ცარ ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა. თან, მა­გა­რი მე­წყვი­ლე, ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი მყავს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ გა­მი­მარ­თლა. გარ­და იმი­სა, რომ არის კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე, არის კარ­გი პე­და­გო­გიც. ისე მიხ­სნის ცეკ­ვის თი­თო­ე­ულ მოძ­რა­ო­ბას და ილეთს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, შემ­დეგ რა­ღაც არ გა­მო­გი­ვი­დეს.

- მოკ­ლედ, ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან გარ­კვე­ვით გა­გე­ბი­ნებს ყვე­ლა­ფერს.

- კი და ეს ცალ­კე ნი­ჭია, რო­მე­ლიც მას მა­ღალ დო­ნე­ზე აქვს...

- სცე­ნა­ზე არას­დროს წარ­გიდ­გე­ნია ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც შენს პლას­ტი­კას წარ­მო­ა­ჩენ­და, ყო­ველ­თვის სტა­ტი­კუ­რი იყა­ვი ამა თუ იმ კონ­ცერ­ტზე. ახლა კი სწო­რედ პლას­ტი­კა­ში მო­გი­წევს შე­ჯიბ­რი კონ­კუ­რენ­ტებ­თან...

- სცე­ნა­ზე ჩემი სტა­ტი­კუ­რო­ბა იმ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, რაც მქონ­და... ისე, კი უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ცეკ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ვი­ცეკ­ვო, ვფიქ­რობ, გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი დიდი ბა­ბა­უა (დე­და­ჩე­მის ბა­ბუა) სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მო­ცეკ­ვა­ვე, სო­ლის­ტი იყო. მოკ­ლედ, ცეკ­ვის მი­მართ სიყ­ვა­რულს და სურ­ვილს გან­ვიც­დი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო. თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი, რა­საც ახლა ვა­კე­თებ, რაც გა­მომ­დის, არ გა­მომ­დის, ეს ხალ­ხმა უნდა შე­ა­ფა­სოს. შე­მიძ­ლია, ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ და ძა­ლი­ან მინ­და, რომ რა­ღა­ცე­ბი კარ­გად გა­ვა­კე­თო. თუ და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და ცეკ­ვის დიდი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რა­ღაც დო­ნეს მა­ინც ვაჩ­ვე­ნებ...

- არას­დროს გი­ცეკ­ვია?

- არა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ სახ­ლში ჩემ­თვის მომნდო­მე­ბია და რა­ღაც მი­ცეკ­ვია. ისე, ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ცოტა ხანს, რაც არ ით­ვლე­ბა. პრინ­ციპ­ში, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი მქო­ნია. პირ­ვე­ლად "ვე­ხე­ბი".

- მა­რი­ამ, მოკ­ლედ, შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­გიხ­ვდნენ გულ­ში ნა­ფიქ­რს და მი­გიწ­ვი­ეს. რა გი­თხრა დე­დამ, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ?

- მო­ი­წო­ნა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის დიდ პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. პრო­ექ­ტში რომ მი­ვე­დი, ყვე­ლა მა­გას მე­კი­თხე­ბო­და, თამ­რი­კომ რა გი­თხრაო? ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ჩემს ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­აპ­რო­ტეს­ტებ­და. არა­და, თამ­რი­კო ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რად ლა­ღია, ვიდ­რე ეს შო­რი­დან ჩანს. პი­რი­ქით, ხელს ძა­ლი­ან მი­წყობს და უნდა, რომ კარ­გი შე­დე­გი ვაჩ­ვე­ნო. ის ყო­ველ­თვის ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ისე, კი თამ­რი­კოს ხან­და­ხან სურპრი­ზე­ბი აქვს ხოლ­მე ჩემ­გან, შოკ­ში ვაგ­დებ.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ახ­ლაც ამ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ელო­დე­ბო­და.

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ჯერ და­თან­ხმდი და ეს სი­ახ­ლე დე­დას მერე აც­ნო­ბე?

- რო­დე­საც ჩემს კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, სახ­ლში ვთქვი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მინ­დო­და. მის­თვის დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, მაგ­რამ მხა­რი მა­შინ­ვე და­მი­ჭი­რა.

- ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­მაც?

- კი, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბაა ოჯახ­ში...

- მა­რი­ამ, რა შან­სი გაქვს?

- მე პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე გვი­ან შე­ვე­დი, ჯერ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რე­პე­ტი­ცია მქონ­და. შან­სებ­ზე ცოტა უხერ­ხუ­ლია ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ არ მაქვს სურ­ვი­ლი, ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­დე. ეს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს უნდა და და­სა­მა­ლი არც არის. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა ამას ამ­ბი­ცია და­არ­ქვას, მაგ­რამ ამ­ბი­ცი­ა­ზე მე­ტად სურ­ვი­ლია. მოკ­ლედ, მგო­ნია, რომ რა­ღაც ეტა­პამ­დე უნდა მი­ვი­დე. ვფიქ­რობ, რომ ყო­ვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ყვე­ლა ტურ­ში რა­ღაც დონე, გა­ვი­ზარ­დო, რაც ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის.

- ელე­ნემ, შენ­მა პა­ტა­რა გო­გო­ნამ რა გი­თხრა?

- ელე­ნე მგო­ნი, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რია. ამ პრო­ექ­ტის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო და ყვე­ლა­ფე­რი იცის, უყ­ვარს ცეკ­ვა. სა­ნამ ეთერ­ში არ გა­ვალთ, ჯერ ვე­რა­ფერს ხვდე­ბა, მაგ­რამ ეკ­რან­ზე რომ დაგ­ვი­ნა­ხავს, მიხ­ვდე­ბა. ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, ელო­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს

"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონში მომღერალი მარიამ როინიშვილი მონაწილეობს. მისი მეწყვილე ლევან ახვლედიანია. მარიამის ამ შოუში ჩართვა ბევრს გაუკვირდა, რადგანაც ის რამდენიმე წლის წინ შოუბიზნესს დაემშვიდობა, ვინაიდან არჩევანი კლასიკური მუსიკის სასარგებლოდ გააკეთა.

ის ახლა თავის გადაწყვეტილებით, რომ პოპულარულ შოუში იცეკვებს, კმაყოფილი და ბედნიერია და პირობას დებს, რომ თავდაუზოგავად იმუშავებს, რომ კარგი შედეგი აჩვენოს.

- ამ პროექტში მონაწილეობაზე ორგანიზატორებს როგორ დათანხმდი?

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველა სეზონს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. სადღაც, გულის სიღრმეში ისე, რომ არავისთვის მითქვამს, მასში მონაწილეობა მინდოდა. მაგრამ ჩემი სურვილის გამჟღავნება მერიდებოდა. თან, ვერც წარმოვიდგენდი, რომ პროექტში შეიძლებოდა ჩავრთულიყავი... დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კოლექტივში მიწევს ყოფნა და ასეთ საოცარ ხალხთან მუშაობა. თან, მაგარი მეწყვილე, ლევან ახვლედიანი მყავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამიმართლა. გარდა იმისა, რომ არის კარგი მოცეკვავე, არის კარგი პედაგოგიც. ისე მიხსნის ცეკვის თითოეულ მოძრაობას და ილეთს, რომ შეუძლებელია, შემდეგ რაღაც არ გამოგივიდეს.

- მოკლედ, ლევანი ძალიან გარკვევით გაგებინებს ყველაფერს.

- კი და ეს ცალკე ნიჭია, რომელიც მას მაღალ დონეზე აქვს...

- სცენაზე არასდროს წარგიდგენია ისეთი სიმღერები, რომელიც შენს პლასტიკას წარმოაჩენდა, ყოველთვის სტატიკური იყავი ამა თუ იმ კონცერტზე. ახლა კი სწორედ პლასტიკაში მოგიწევს შეჯიბრი კონკურენტებთან...

- სცენაზე ჩემი სტატიკურობა იმ რეპერტუარიდან გამომდინარე იყო, რაც მქონდა... ისე, კი უნდა აღვნიშნო, რომ ცეკვის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ვიცეკვო, ვფიქრობ, გენეტიკურად გადმომეცა, ჩემი დიდი ბაბაუა (დედაჩემის ბაბუა) სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე, სოლისტი იყო. მოკლედ, ცეკვის მიმართ სიყვარულს და სურვილს განვიცდი. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი აქედან დაიწყო. თუმცა დანარჩენი, რასაც ახლა ვაკეთებ, რაც გამომდის, არ გამომდის, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. შემიძლია, ერთი რამ დანამდვილებით ვთქვა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ და ძალიან მინდა, რომ რაღაცები კარგად გავაკეთო. თუ დაუზოგავი შრომა და ცეკვის დიდი სურვილი იქნება, რაღაც დონეს მაინც ვაჩვენებ...

- არასდროს გიცეკვია?

- არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახლში ჩემთვის მომნდომებია და რაღაც მიცეკვია. ისე, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი, მაგრამ ცოტა ხანს, რაც არ ითვლება. პრინციპში, სამეჯლისო ცეკვებთან საერთო არაფერი მქონია. პირველად ''ვეხები''.

- მარიამ, მოკლედ, შოუს ორგანიზატორები მიგიხვდნენ გულში ნაფიქრს და მიგიწვიეს. რა გითხრა დედამ, თამრიკო ჭოხონელიძემ?

- მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას. პროექტში რომ მივედი, ყველა მაგას მეკითხებოდა, თამრიკომ რა გითხრაო? ყველას ეგონა, რომ ჩემს ამ შოუში მონაწილეობას გააპროტესტებდა. არადა, თამრიკო ცხოვრებაში ბევრად ლაღია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს. პირიქით, ხელს ძალიან მიწყობს და უნდა, რომ კარგი შედეგი ვაჩვენო. ის ყოველთვის ჩემი პირველი გულშემატკივარია. ისე, კი თამრიკოს ხანდახან სურპრიზები აქვს ხოლმე ჩემგან, შოკში ვაგდებ.

- რას გულისხმობ?

- ახლაც ამ ჩემს გადაწყვეტილებას არ ელოდებოდა.

- ორგანიზატორებს ჯერ დათანხმდი და ეს სიახლე დედას მერე აცნობე?

- როდესაც ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, სახლში ვთქვი, რომ მონაწილეობა მინდოდა. მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ მხარი მაშინვე დამიჭირა.

- ოჯახის სხვა წევრებმაც?

- კი, ერთსულოვნებაა ოჯახში...

- მარიამ, რა შანსი გაქვს?

- მე პროექტში ყველაზე გვიან შევედი, ჯერ მხოლოდ რამდენიმე რეპეტიცია მქონდა. შანსებზე ცოტა უხერხულია ლაპარაკი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს სურვილი, ფინალამდე მივიდე. ეს ყველა მონაწილეს უნდა და დასამალი არც არის. ვიღაცამ შეიძლება ამას ამბიცია დაარქვას, მაგრამ ამბიციაზე მეტად სურვილია. მოკლედ, მგონია, რომ რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდე. ვფიქრობ, რომ ყოველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ტურში რაღაც დონე, გავიზარდო, რაც ამ პროექტში  ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

- ელენემ, შენმა პატარა გოგონამ რა გითხრა?

- ელენე მგონი, ყველაზე ბედნიერია. ამ პროექტის დიდი გულშემატკივარი იყო და ყველაფერი იცის, უყვარს ცეკვა. სანამ ეთერში არ გავალთ, ჯერ ვერაფერს ხვდება, მაგრამ ეკრანზე რომ დაგვინახავს, მიხვდება. ძალიან აინტერესებს, ელოდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება