სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად, 117 ხმით.
შიდასახელმწიფოებრივი სარატიფიკაციო პროცედურები შეთანხმებაზე სლოვაკეთის პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე დასრულდება. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერა.