საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება
რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება

ალ­ბათ ერთხელ მა­ინც გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის გამო ე.წ. "სტა­ი­ან­ში­კის­თვის" გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­და­გიხ­დი­ათ. ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც არ­სე­ბობს, ისი­ნი თა­ვად რომ გთხო­ვენ კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის გა­დახ­დას, არა­და, შე­საძ­ლოა კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის პარ­კი­რე­ბას კერ­ძო კომ­პა­ნია არე­გუ­ლი­რებ­დეს.

ამ­ჟა­მად დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლურ გა­და­სა­ხადს მხო­ლოდ "სი-თი პარკს" ვუხ­დით. რა­ტომ ითხო­ვენ თან­ხას " სტა­ი­ან­ში­კე­ბი" და რა შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მივ­ცეთ მათ ფული? ამ კი­თხვე­ბით Ambebi.ge-მ კომ­პა­ნია "სი-თი პარ­კის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ლე­ვან ტა­ბი­ძეს მი­მარ­თა:

- დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს პარ­კი­რე­ბის ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი, ეს გახ­ლავთ "სითი პარ­კის" გა­ა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც 24 სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14 თეთ­რს შე­ად­გენს, რაც სა­ათ­ში 0,005 თეთ­რს არ აღე­მა­ტე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სია პარ­კი­რე­ბის ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წყო­ბი­ლია კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არც ერთი მძღო­ლი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი გა­და­ი­ხა­დოს რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა, თუ თა­ვად პი­როვ­ნე­ბა არ თვლის სა­ჭი­როდ მო­წყა­ლე­ბის, ან უბ­რა­ლოდ კე­თი­ლი ნე­ბის გამო გა­ი­ღოს თან­ხა.

თა­ვად "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" "სი-თი პარ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ ისი­ნი არა­ვის არა­ფერს ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ, გა­მო­ხა­ტა­ვენ კე­თილ ნე­ბას და ეხ­მა­რე­ბი­ან მძღო­ლებს პარ­კი­რე­ბა­ში. თუმ­ცა, ესეც ცოტა გა­საკ­ვი­რია, რად­გან არ­სე­ბობს ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის და­ხაზ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი. თუ მძღოლს შე­უძ­ლია ნორ­მა­ლუ­რად პარ­კი­რე­ბა, მას არა­ვი­სი დახ­მა­რე­ბა არ უნდა დას­ჭირ­დეს.

- გიც­დი­ათ, "სტა­ი­ან­ში­კებ­თან" სა­უბ­რი­სას გა­გერ­კვი­ათ, რა­ტომ დგა­ნან კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას ან რის­თვის ითხო­ვენ თან­ხას?

- "სი-თი პარ­კი" არ არის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო. ჩვენ ვერც ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ და ვერც დავ­რთავთ პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე დგო­მის უფ­ლე­ბას.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სად­მი ასე­თია: თუ ვინ­მე ძა­ლით სთხოვს გა­და­სა­ხადს და კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, არ გა­და­ი­ხა­დოთ ფული. თუ სტა­ი­ან­შიკ­თან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წევთ, გაქვთ უფ­ლე­ბა, მი­მარ­თოთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცია არ ეხე­ბა, არ არი­ან არც მე­რი­ის, არც "სი-თი პარ­კის" და არც რო­მე­ლი­მე სხვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რის გა­მოც ვერ ვთხოვთ პა­სუხს.

Ambebi.ge--სთან სა­უბ­რი­სას ლე­ვან ტა­ბი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ წლე­ბის წინ შსს-მ გა­მო­ავ­ლი­ნა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც თა­ვად "სტა­ი­ან­ში­კებს" სძა­ლავ­და თან­ხას კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ზე დგო­მის სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა დღეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია:

"ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ მძღო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით დგა­ნან ქუ­ჩა­ში. ისი­ნი საკ­მა­ოდ ბევ­რნი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ გარ­შე­მო საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა ბრუ­ნავს",- აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ტა­ბი­ძემ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება

რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება

ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც ავტომანქანის პარკირების გამო ე.წ. "სტაიანშიკისთვის" გარკვეული ოდენობის თანხა გადაგიხდიათ. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, ისინი თავად რომ გთხოვენ კონკრეტული რაოდენობის ფულის გადახდას, არადა, შესაძლოა კონკრეტულ ადგილზე ავტომანქანების პარკირებას კერძო კომპანია არეგულირებდეს.

ამჟამად დედაქალაქში პარკირებისთვის ოფიციალურ გადასახადს მხოლოდ "სი-თი პარკს" ვუხდით. რატომ ითხოვენ თანხას " სტაიანშიკები" და რა შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მათ ფული? ამ კითხვებით Ambebi.ge-მ კომპანია "სი-თი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ლევან ტაბიძეს მიმართა:

- დედაქალაქში არსებობს პარკირების ერთადერთი ოფიციალური გადასახადი, ეს გახლავთ "სითი პარკის" გაადასახადი, რომელიც 24 საათში დაახლოებით 14 თეთრს შეადგენს, რაც საათში 0,005 თეთრს არ აღემატება. გამონაკლისია პარკირების ის ადგილები, რომლებიც მოწყობილია კერძო ტერიტორიაზე. არც ერთი მძღოლი არ არის ვალდებული გადაიხადოს რაიმე დამატებითი თანხა, თუ თავად პიროვნება არ თვლის საჭიროდ მოწყალების, ან უბრალოდ კეთილი ნების გამო გაიღოს თანხა.

თავად "სტაიანშიკები" "სი-თი პარკის" წარმომადგენლებთან საუბრისას ამბობენ ხოლმე, რომ ისინი არავის არაფერს ავალდებულებენ, გამოხატავენ კეთილ ნებას და ეხმარებიან მძღოლებს პარკირებაში. თუმცა, ესეც ცოტა გასაკვირია, რადგან არსებობს ქალაქში პარკირების დახაზვის სპეციალური საერთაშორისო ნორმები. თუ მძღოლს შეუძლია ნორმალურად პარკირება, მას არავისი დახმარება არ უნდა დასჭირდეს.

- გიცდიათ, "სტაიანშიკებთან" საუბრისას გაგერკვიათ, რატომ დგანან კონკრეტულ ადგილას ან რისთვის ითხოვენ თანხას?

- "სი-თი პარკი" არ არის სამართალდამცავი ორგანო. ჩვენ ვერც ვერავის ავუკრძალავთ და ვერც დავრთავთ პარკირების ადგილზე დგომის უფლებას.

ჩვენი რეკომენდაცია ავტომობილების მფლობელებისადმი ასეთია: თუ ვინმე ძალით სთხოვს გადასახადს და კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლი არ არის ვალდებული, არ გადაიხადოთ ფული. თუ სტაიანშიკთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევთ, გაქვთ უფლება, მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს.

ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი რეგულაცია არ ეხება, არ არიან არც მერიის, არც "სი-თი პარკის" და არც რომელიმე სხვა კომპანიის თანამშრომლები, რის გამოც ვერ ვთხოვთ პასუხს.

Ambebi.ge--სთან საუბრისას ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ წლების წინ შსს-მ გამოავლინა კომპანია, რომელიც თავად "სტაიანშიკებს" სძალავდა თანხას კონკრეტულ ადგილებზე დგომის სანაცვლოდ, თუმცა დღეს მსგავსი შემთხვევის შესახებ არაფერი სმენია:

"ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მძღოლების დახმარების მიზნით დგანან ქუჩაში. ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. შესაბამისად, მათ გარშემო საკმაოდ დიდი თანხა ბრუნავს",- აღნიშნა ლევან ტაბიძემ.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია