მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)
სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)

ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს ღირ­სე­ბის ორ­დენს გა­დას­ცემს. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი 2008 წელს რუ­სე­თი­სა და ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე დას­ძენს, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბო­ლოს ეს ადა­მი­ა­ნი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, თუმ­ცა მხო­ლოდ ახლა შეძ­ლო მისი გა­და­ცე­მა - დღემ­დე ეს ორ­დე­ნი ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რის სე­იფ­ში ინა­ხე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა ვერ და­ვად­გი­ნეთ. ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ვთხო­ვეთ:

- რა კო­მენ­ტა­რი შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე გა­კეთ­დეს?! გა­დამ­დგა­რი კა­ცი­სა­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ნას თა­მა­ში ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იგ­დებს თავს და ეს არ ეკად­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დო­ნის პო­ლი­ტი­კოსს. შე­საძ­ლოა, ის ბევრ რა­მე­ში ცდე­ბო­და, მაგ­რამ მას რა­ღაც კლა­სი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყო. ასე­თი საქ­ცი­ე­ლით აკ­ნი­ნებს თა­ვის თავს და სახ­ლო­ბა­ნას თა­მა­შის დო­ნე­ზე და­დის ამ­ხე­ლა კაცი.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს საქ­ცი­ე­ლი ღირ­სე­ბის ორ­დენს არ აკ­ნი­ნებს?

- ეს საქ­ცი­ე­ლი ყვე­ლა­ფერს აკ­ნი­ნებს, მათ შო­რის, მეც და თქვენც და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ ქვე­ყა­ნას. გარ­და ამი­სა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვის ანი­ჭე­ბენ ღირ­სე­ბის ორ­დენს, რად­გან თუ პარ­ტი­უ­ლი სიით გა­ი­ცე­მა ორ­დე­ნე­ბი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ი­ძებ­ნე­ბა ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიც. სხვა­თა შო­რის, ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ის ხალ­ხია, ვინც ამ ორ­დენ­ზე უარი თქვა და არ ისი­ნი, ვინც ეს ორ­დე­ნე­ბი მი­ი­ღეს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან უყუ­რა­დღე­ბოდ ექ­ცე­ვა ასეთ ფაქ­ტებს, სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს შე­დე­გე­ბი. ადრე პი­ა­რი იყო თუ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი მი­შას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ელს მა­ლავ­და და ახლა უკვე მას ვე­ღა­რა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. ის მარ­თა­ლია კერ­ძო პი­რია, თუმ­ცა მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს. პა­ტა­რა ბავ­შვი აღა­რაა, ბოლო-ბოლო ორგზის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და წე­სით გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი. ის კრი­ტი­კა, რო­მელ­საც ის მი­ი­ღებს ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდეს მის­თვის. მას აუ­ცი­ლებ­ლად ეტყვი­ან, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ვა. ამას მარ­ტო ჩვენ არ ვამ­ბობთ, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, მი­შას ამა­ზე მისი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი მე­გობ­რე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ.

- ეს ქმე­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის ერ­თგვა­რი ნოს­ტალ­გია ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცის მო­ნატ­რე­ბა. ამა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნაშ­რო­მი დაგ­ვი­ტო­ვა ვაც­ლავ ჰა­ველ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცდუ­ნე­ბაა, ისე­თი დიდი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც კი, რო­გო­რიც ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი იყო, ცდუ­ნე­ბა იყო და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ეს პრობ­ლე­მა სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­დეს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)

სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს ღირსების ორდენს გადასცემს. სააკაშვილის თქმით, ეს ადამიანი 2008 წელს რუსეთისა და ოკუპაციის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ყოფილი პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლოს ეს ადამიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლო მისი გადაცემა - დღემდე ეს ორდენი ექს-პრეზიდენტის მეგობრის სეიფში ინახებოდა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ღირსების ორდენის ლაურეატების ვინაობა ვერ დავადგინეთ. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან ბერძენიშვილის ვთხოვეთ:

- რა კომენტარი შეიძლება ამაზე გაკეთდეს?! გადამდგარი კაცისაგან პრეზიდენტობანას თამაში ძალიან არასერიოზულია. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს და ეს არ ეკადრება მიხეილ სააკაშვილის დონის პოლიტიკოსს. შესაძლოა, ის ბევრ რამეში ცდებოდა, მაგრამ მას რაღაც კლასი ნამდვილად ჰქონდა. სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ქართველი პოლიტიკოსი იყო. ასეთი საქციელით აკნინებს თავის თავს და სახლობანას თამაშის დონეზე დადის ამხელა კაცი.

- სააკაშვილის ეს საქციელი ღირსების ორდენს არ აკნინებს?

- ეს საქციელი ყველაფერს აკნინებს, მათ შორის, მეც და თქვენც და რაც მთავარია, ჩვენ ქვეყანას. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ანიჭებენ ღირსების ორდენს, რადგან თუ პარტიული სიით გაიცემა ორდენები, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ, ბუნებრივია, მოიძებნება ბევრი ღირსეული ადამიანიც. სხვათა შორის, ამჟამად ყველაზე ცნობილი ის ხალხია, ვინც ამ ორდენზე უარი თქვა და არ ისინი, ვინც ეს ორდენები მიიღეს.

სააკაშვილი ძალიან უყურადღებოდ ექცევა ასეთ ფაქტებს, საერთოდ არ ადარდებს შედეგები. ადრე პიარი იყო თუ სახელმწიფო სამსახური მიშას უპასუხისმგებლო საქციელს მალავდა და ახლა უკვე მას ვეღარავინ აკონტროლებს. ის მართალია კერძო პირია, თუმცა მეტი დაფიქრება მართებს. პატარა ბავშვი აღარაა, ბოლო-ბოლო ორგზის იყო საქართველოს პრეზიდენტი და წესით გამოცდილება უნდა ჰქონდეს მიღებული. ის კრიტიკა, რომელსაც ის მიიღებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მისთვის. მას აუცილებლად ეტყვიან, რომ არასწორად იქცევა. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ეჭვიც არ მეპარება, მიშას ამაზე მისი ყოფილი და ახლანდელი მეგობრებიც მიუთითებენ.

- ეს ქმედება სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტის თანამდებობის ერთგვარი ნოსტალგია ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ იცის მონატრება. ამაზე შესანიშნავი ნაშრომი დაგვიტოვა ვაცლავ ჰაველმა. ხელისუფლება ძალიან დიდი ცდუნებაა, ისეთი დიდი ადამიანისთვისაც კი, როგორიც ვაცლავ ჰაველი იყო, ცდუნება იყო და რა გასაკვირია, რომ ეს პრობლემა სააკაშვილს ჰქონდეს.

ლადო გოგოლაძე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა