მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა
Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა

ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მა Foreign Policy-მა 23 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია გა­ნა­ახ­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­თვის საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გან­თავ­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც გა­ნახ­ლე­ბულ სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მას შემ­დეგ, რაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჯა­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა, სა­ქარ­თვე­ლომ უარ­ყო, რომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გან­თავ­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პირ­თა გან­ცხა­დე­ბით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა Foreign Policy-ში, ქარ­თულ­მა მხა­რემ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით მყოფ აშშ-ის სა­ხელ­წი­ფო მდი­ვან ჩაკ ჰე­ი­გელს შეს­თა­ვა­ზა. პენ­ტა­გო­ნი გა­ნი­ხი­ლავ­და შე­თა­ვა­ზე­ბას, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც სამ­შა­ბათს ის გა­სა­ჯა­როვ­და და გა­მო­იწ­ვია გან­გა­ში პა­ტა­რა კავ­კა­სი­უ­რი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თველ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ეს შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყვეს", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის გა­ნახ­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაია ფან­ჯი­კი­ძის კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც ნიუ იორკში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს რა­ი­მე სა­ხის სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის შექ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ჩვენ არ გან­გვი­ხი­ლავს ეს სა­კი­თხი და ჩვენ­მა ამე­რი­კელ­მა პარტნი­ო­რებ­მა იცი­ან ეს", - გა­ნუ­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს. ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის გა­ნახ­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გეგ­მავ­და ასე­თი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გან­თავ­სე­ბას.

"ამის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ უარ­ყვია შე­თა­ვა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბა და გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­ხი­ლავს, თუ რა ფორ­მით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (ISIS) ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ (ISIS) კო­ა­ლი­ცი­ის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში", - ნათ­ქვა­მია გა­ნახ­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი მხა­რის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა "რო­ი­ტერ­მაც". 23 სექ­ტემ­ბერს Foreign Policy-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა. გა­მო­ცე­მა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებ­და და დას­ტუ­რად აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, არ­ჩილ გე­გე­ში­ძის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყავ­და. "საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნა ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი კვლავ გან­ხილ­ვის ქვე­შაა", - ცი­ტი­რებ­და ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა არ­ჩილ გე­გე­ში­ძის სი­ტყვებს.

იმა­ვე დღის ბო­ლოს Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვად აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი არ­ჩილ გე­გე­ში­ძე და აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­ა­დას­ტუ­რა. გე­გე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტმა მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად გა­ი­გო.

გუ­შინ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­უ­კავ­შირ­და სტა­ტი­ის ავ­ტორს ჯონ ჰადსონს და სთხო­ვა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი იყო არ­ჩილ გე­გე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბა. ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გა­მოგ­ზავ­ნილ სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ Foreign Policy-ს რე­დაქ­ცია არ აპი­რებ­და მა­სა­ლა­ში შეს­წო­რე­ბის შე­ტა­ნას და გა­მომ­შვე­ბი რე­დაქ­ტო­რის, იოჩი დრი­ზე­ნის გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ჯონ ჰადსო­ნის სტა­ტი­ის რე­დაქ­ტი­რე­ბა სწო­რედ მან მო­ახ­დი­ნა, ისი­ნი პა­სუხს აგე­ბენ მას­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებ­ზე და რა­ი­მეს გას­წო­რე­ბას არ აპი­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა

Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა

ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია განაახლა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. როგორც განახლებულ სტატიაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას მნიშვნელოვანი საჯარო წინააღმდეგობა მოჰყვა, საქართველომ უარყო, რომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა.

"საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს ინიციატივა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა Foreign Policy-ში, ქართულმა მხარემ სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელწიფო მდივან ჩაკ ჰეიგელს შესთავაზა. პენტაგონი განიხილავდა შეთავაზებას, თუმცა მას შემდეგ, რაც სამშაბათს ის გასაჯაროვდა და გამოიწვია განგაში პატარა კავკასიური ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ეს შეთავაზება უარყვეს", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის განახლებულ სტატიაში. სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის კომენტარს, რომელმაც ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და საწვრთნელი ბაზის შექმნას საქართველოში.

"ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იციან ეს", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს. ამერიკული გამოცემის განახლებულ სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო არ გეგმავდა ასეთი საწვრთნელი ცენტრის განთავსებას.

"ამისგან განსხვავებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ უარყვია შეთავაზების არსებობა და გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ (ISIS) კოალიციის მიზნების მიღწევაში", - ნათქვამია განახლებულ სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ქართული მხარის შეთავაზების შესახებ დაწერა "როიტერმაც". 23 სექტემბერს Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდა და დასტურად აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარი მოჰყავდა. "საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებდა ამერიკული გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს.

იმავე დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და აღნიშნული არ დაადასტურა. გეგეშიძის განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

გუშინ "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა სტატიის ავტორს ჯონ ჰადსონს და სთხოვა დაედასტურებინა, რამდენად მართალი იყო არჩილ გეგეშიძის განცხადება. ამერიკელი ჟურნალისტის "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ Foreign Policy-ს რედაქცია არ აპირებდა მასალაში შესწორების შეტანას და გამომშვები რედაქტორის, იოჩი დრიზენის განცხადება გამოაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯონ ჰადსონის სტატიის რედაქტირება სწორედ მან მოახდინა, ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილ ფაქტებზე და რაიმეს გასწორებას არ აპირებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა