მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს
გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი ფიქ­რობს, რომ უახ­ლო­ეს პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მიღ­წე­უ­ლი იქ­ნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა მოს­კოვ­ში, ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი­დან არ­სე­ბობ­და პრო­ექ­ტე­ბი გზებ­თან და გვი­რა­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან და­ა­კავ­ში­რებ­და.

"ეს პრო­ექ­ტე­ბი არ მომ­კვდა­რა, ცო­ცხა­ლია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ინ­ჟინ­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი. ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ დავ­ხვე­წოთ საგ­ზაო სის­ტე­მა. ამით ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სომ­ხე­თიც, რომ­ლის­თვი­საც ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სახ­მე­ლე­თო გზა ტვირ­თვის­თვის არის ზემო ლარ­სი. ამი­ტომ, თუ ჩვენ შევ­ქმნით ახალ, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას, ამით მო­ი­გებს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე ეხე­ბა ენერ­გე­ტი­კა­საც. კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ასე­ვე შე­თან­ხმე­ბაც და ეს იქ­ნე­ბა ორი ქვეყ­ნის ხალ­ხის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი.

კი­თხვა­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის პრო­ექ­ტში გუ­ლის­ხმობს თუ არა და­ღეს­ტა­ნის მო­ნაკ­ვეთს, კა­რა­სინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ღეს­ტნის გარ­და ბევ­რი პრო­ექ­ტია და ამ შემ­თხვე­ვა­ში ის სხვა პრო­ექ­ტზე სა­უბ­რობ­და.

"რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტია. ისი­ნი მა­გი­და­ზე დევს, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კომ­პო­ნენტზე. რო­გორ მოხ­დე­ბა მისი რე­ა­ლი­ზე­ბა, ან რა პი­რო­ბებ­ში, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნდა დას­ხდნენ და გან­სა­ზღვრონ", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ უახლოეს პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოსთან მიღწეული იქნას მოლაპარაკებები კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ამუშავებაზე. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა მოსკოვში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა პროექტები გზებთან და გვირაბებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებდა.

"ეს პროექტები არ მომკვდარა, ცოცხალია, ჩატარებულია გარკვეული ინჟინრული ექსპერტიზა. ამის განსახორციელებლად რა თქმა უნდა, საჭიროა ინვესტიციები, როგორც რუსული, ასევე ქართული. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავხვეწოთ საგზაო სისტემა. ამით ასევე დაინტერესებულია სომხეთიც, რომლისთვისაც ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო გზა ტვირთვისთვის არის ზემო ლარსი. ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით ახალ, ალტერნატიულ გზას, ამით მოიგებს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება ენერგეტიკასაც. კარასინის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს ქართული და რუსული ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლობა, ასევე შეთანხმებაც და ეს იქნება ორი ქვეყნის ხალხისთვის სარგებლის მომტანი.

კითხვაზე ალტერნატიული გზის პროექტში გულისხმობს თუ არა დაღესტანის მონაკვეთს, კარასინმა აღნიშნა, რომ დაღესტნის გარდა ბევრი პროექტია და ამ შემთხვევაში ის სხვა პროექტზე საუბრობდა.

"რამდენიმე პროექტია. ისინი მაგიდაზე დევს, თუმცა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, კერძოდ, საუბარია ინვესტიციების კომპონენტზე. როგორ მოხდება მისი რეალიზება, ან რა პირობებში, ამისთვის სპეციალისტები უნდა დასხდნენ და განსაზღვრონ", - განაცხადა კარასინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა