საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ქართულ ფეხბურთში: შსს-მ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა
სკანდალი ქართულ ფეხბურთში: შსს-მ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა

შსს-ს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე რვა პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც შსს-ში 24 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ქურ­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მსაჯ­თა და მსაჯ­თა დამ­კვირ­ვე­ბელ­თა კო­მი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­ბიტ­რე­ბი - 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ხ, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი უ, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მუ­კა უ, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თე­ი­მუ­რაზ ხ, ასე­ვე, პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­ბიტ­რე­ბი - 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გ, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზვი­ად ა, ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ასის­ტენ­ტი, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ონი­სე მ. და ფიფა-ს არ­ბიტ­რი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე გ.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი 2500-დან 5000 აშშ დო­ლა­რამ­დე თან­ხის სა­ნაც­ვლოდ წი­ნას­წარ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს მათი მსა­ჯო­ბით ჩა­სა­ტა­რე­ბელ თა­მა­შებ­ში ფეხ­ბურ­თელ­თა და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლი ყვი­თე­ლი და წი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რა­საც ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად ას­რუ­ლებ­დნენ.

ამ სქე­მით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ, წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი ფსო­ნით მო­გე­ბა მი­ე­ღოთ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ქურ­და­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 221-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ სხვა მსა­ჯე­ბიც, რო­მელ­თა მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს შსს-ს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ქურ­და­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სკანდალი ქართულ ფეხბურთში: შსს-მ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა

სკანდალი ქართულ ფეხბურთში: შსს-მ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა.

როგორც შსს-ში 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა, დაკავებულნი არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები - 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები - 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და ფიფა-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.

ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ, წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ", - აღნიშნა გიორგი ქურდაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო", - აღნიშნა გიორგი ქურდაძემ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ