სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპამ უკრაინას ზურგი აქცია?
ევროპამ უკრაინას ზურგი აქცია?

უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, კი­ევ­მა და­სავ­ლეთს დახ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თხელ მი­მარ­თა. არც ისე დიდი ხნის წინ უელსში გა­მარ­თულ NATO-ს სა­მიტ­ზე, უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლის­თვის ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც 21 სექ­ტემ­ბერს "უკ­რო­ბო­რონპ­რო­მის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მო­ად­გი­ლე სერ­გეი პინ­კას­მა გა­ნა­ცხა­და, გერ­მა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნის­თვის Deutz BF 4M 1013FC-ის ტი­პის დი­ზე­ლის ძრა­ვე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარი თქვა. ძრა­ვე­ბით ახა­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი Дозор-Б უნდა აღ­ჭურ­ვი­ლი­ყო.

"და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან და­პი­რე­ბუ­ლი ძრა­ვე­ბი ჩვენ ვერ მი­ვი­ღეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი მო­სა­ლოდ­ნელ პო­ლი­ტი­კურ რის­კებს შე­უ­შინ­დნენ", - ნათ­ქვა­მია პინ­კა­სის გან­ცახ­დე­ბა­ში.

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გეგ­მით, პირ­ვე­ლი სე­რი­უ­ლი Дозор-Б უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ გვარ­დი­ას სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში უნდა მი­ე­ღო, მაგ­რამ ძრა­ვის არ ქო­ნის გამო, ვა­დამ ერთი თვით გა­და­ი­წია.

პინ­კა­სის თქმით, გერ­მა­ნუ­ლი ძრა­ვას შე­საც­ვლე­ლად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია უკვე გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა ეს პრო­ცე­დუ­რა გარ­კვე­ულ დროს სა­ჭი­რო­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნუ­ლი ძრა­ვე­ბი სხვა უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა­ზეც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. კერ­ძოდ, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ БТР-3-ზე გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Deutz AG-ის ძრა­ვა აყე­ნია. სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და ექ­სპორტზეც იგ­ზავ­ნე­ბა. 2010 წელს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ე­მი­რო­ებ­მა 90 ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბერ­ლი­ნი უკ­რა­ი­ნის­თვის ამ ძრა­ვე­ბის და მათი მა­რაგ­ნა­წი­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­ზეც უარს იტყვის, კი­ე­ვი რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ამ­ჟა­მად კი­ე­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს დიდი ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი მი­აქვს.

"არ­მი­ის ახა­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვის­თვის, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი არ გა­აჩ­ნია", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა Facebook-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა, ალექ­სან­დრე და­ნი­ლუკ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ხში­რად ის­მის კი­თხვე­ბი, რა­ტომ არ ყი­დუ­ლობს თავ­დაც­ვის უწყე­ბა ახალ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას, რო­მე­ლიც "უკ­რო­ბო­რონპ­რო­მის" ქარ­ხნებ­ში დგას. გპა­სუ­ხობთ - იმი­ტომ, რომ ამის­თვის სა­ჭი­რო ფული არ გვაქვს. ამი­ტო­მაც არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის აღ­დგე­ნა და მო­დერ­ნი­ზა­ცია პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­დაა არ­ჩე­უ­ლი. ეს პრო­ცე­სი ნაკ­ლებ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებს სა­ჭი­რო­ებს", - წერს და­ნი­ლუ­კი.

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­რე­მონ­ტო ქარ­ხნებ­მა 12 ათას ერ­თე­უ­ლამ­დე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და­აბ­რუ­ნა მწყობ­რში. მათ შო­რი­საა ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი, ტან­კე­ბი, არ­ტი­ლე­რია, სატ­ვირ­თო, სა­რე­მონ­ტო და სა­მომ­სა­ხუ­რე­ბო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ევროპამ უკრაინას ზურგი აქცია?

ევროპამ უკრაინას ზურგი აქცია?

უკრაინაში არსებული დაძაბული სამხედრო ვითარების ფონზე, კიევმა დასავლეთს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. არც ისე დიდი ხნის წინ უელსში გამართულ NATO-ს სამიტზე, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტებთან ბრძოლისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება ოფიციალურად მოითხოვა.

როგორც 21 სექტემბერს "უკრობორონპრომის" გენერალურმა დირექტორმა მოადგილე სერგეი პინკასმა განაცხადა, გერმანიამ უკრაინისთვის Deutz BF 4M 1013FC-ის ტიპის დიზელის ძრავების მიწოდებაზე ოფიციალურად უარი თქვა. ძრავებით ახალი უკრაინული სამხედრო ჯავშანმანქანები Дозор-Б უნდა აღჭურვილიყო.

"დასავლელი პარტნიორებისგან დაპირებული ძრავები ჩვენ ვერ მივიღეთ. სავარაუდოდ ისინი მოსალოდნელ პოლიტიკურ რისკებს შეუშინდნენ", - ნათქვამია პინკასის განცახდებაში.

დამტკიცებული გეგმით, პირველი სერიული Дозор-Б უკრაინის ეროვნულ გვარდიას სექტემბრის დასაწყისში უნდა მიეღო, მაგრამ ძრავის არ ქონის გამო, ვადამ ერთი თვით გადაიწია.

პინკასის თქმით, გერმანული ძრავას შესაცვლელად რამდენიმე ვერსია უკვე განიხილება, თუმცა ეს პროცედურა გარკვეულ დროს საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ძრავები სხვა უკრაინული წარმოების სამხედრო ტექნიკაზეც გამოიყენება. კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორ БТР-3-ზე გერმანული კომპანია Deutz AG-ის ძრავა აყენია. სამხედრო ტექნიკის ეს წარმომადგენელი უკრაინის ეროვნული არმიის შეიარაღებაშია და ექსპორტზეც იგზავნება. 2010 წელს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 90 ერთეული შეიძინეს. იმ შემთხვევაში თუ ბერლინი უკრაინისთვის ამ ძრავების და მათი მარაგნაწილების მიწოდებაზეც უარს იტყვის, კიევი რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

ამჟამად კიევის მდგომარეობა არასახარბიელოა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსები მიაქვს.

"არმიის ახალი ტექნიკით აღჭურვისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ფინანსური სახსრები არ გააჩნია", - ასეთი განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრე დანილუკმა გამოაქვეყნა.

"ხშირად ისმის კითხვები, რატომ არ ყიდულობს თავდაცვის უწყება ახალ სამხედრო ტექნიკას, რომელიც "უკრობორონპრომის" ქარხნებში დგას. გპასუხობთ - იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო ფული არ გვაქვს. ამიტომაც არსებული ტექნიკის აღდგენა და მოდერნიზაცია პრიორიტეტულ მიმართულებადაა არჩეული. ეს პროცესი ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს", - წერს დანილუკი.

ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სარემონტო ქარხნებმა 12 ათას ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა დააბრუნა მწყობრში. მათ შორისაა ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, არტილერია, სატვირთო, სარემონტო და სამომსახურებო ავტომობილები.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა