მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ კაკულია: ''უფალმა ავად გამხადა, რომ მისი საფლავი მენახა''
ეთერ კაკულია: ''უფალმა ავად გამხადა, რომ მისი საფლავი მენახა''

მას მერე, რაც ეთერ კა­კუ­ლი­ას ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, რე­დაქ­ცი­ა­ში ზა­რე­ბი არ წყდე­ბა. მკი­თხვე­ლი მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ის­რა­ელ­ში შვილ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ოპე­რა­ცია და ერთი ქი­მი­ო­თე­რა­პია გა­ი­კე­თა. ახლა თბი­ლის­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას. ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რა­ლი პატ­რი­არ­ქმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. ჩვენ ქალ­ბა­ტონ ეთერს სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ.

- მკურ­ნა­ლო­ბამ, ალ­ბათ, გა­მო­ი­ღო შე­დე­გი, მინ­და კარ­გად ვიყო. ერთი ქი­მი­ო­თე­რა­პია დამ­რჩა. ამ თე­მა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, ნინო?

- არამ­ხო­ლოდ. უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­რე­სი დი­დია, ჩვენ­თან რე­კა­ვენ რე­დაქ­ცი­ა­ში, თქვენს ამ­ბავს გვე­კი­თხე­ბი­ან...

- ვიცი, ჰო. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ხალ­ხის ასე­თი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი.

- ალ­ბათ, პო­ზი­ტი­ვით, პირ­ველ რიგ­ში.

- მეც ხომ მემ­ჩნე­ვა, რომ ვგიჟ­დე­ბი არა, ხალ­ხზე. ჩემი ხა­სი­ა­თი, ჩემი იუ­მო­რი... სულ ვი­ცო­დი, რომ ვუყ­ვარ­დი ხალ­ხს, მაგ­რამ ახლა, როცა ეს ავად­მყო­ფო­ბა შე­მო­მე­პა­რა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, უცხო­ე­თი­დან მი­რე­კა­ვენ, ჩემს ამ­ბავს კი­თხუ­ლო­ბენ, "08" შე­მო­მეხ­მი­ა­ნა, რო­გორ ხართ, ხალ­ხი გვი­რე­კავს, თქვენს ამ­ბავს გვე­კი­თხე­ბაო. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­დას გე­ფი­ცე­ბით. ამ სიყ­ვა­რუ­ლით ვარ­სე­ბობ. ახლა, ალ­ბათ, ვარ­სკვლავს გა­მიხ­სნი­ან და ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი მინ­და დავ­პა­ტი­ჟო, ვი­საც ასე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ჩემი კონ­ცერ­ტით მსურს მო­ვე­ფე­რო ყვე­ლას. 10 წლის წინ უნდა გა­ეხ­სნათ ვარ­სკვლა­ვი, მაგ­რამ არ მო­ვინ­დო­მე.

- თა­ვად თქვით უარი?

- ჰო, და­მე­ზა­რა. ვი­ხუმ­რე კი­დეც, ოქი­ტაშ­ვილს ვუ­თხა­რი, დათო, ვი­საც ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სე­ნი, ყვე­ლა მოკ­ვდა და არ მინ­და-მეთ­ქი. ახლა უკვე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, სად არის შენი ვარ­სკვლა­ვიო. თან, მეც მინ­და უკვე. 29 ნო­ემ­ბერს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა, ამ დღეს და­ვამ­თხვევ ალ­ბათ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­საც. ახლა არ­სად არ გა­მოვ­დი­ვარ, მი­რე­კა­ვენ გა­და­ცე­მე­ბი­დან, ყვე­ლას უარს ვე­უბ­ნე­ბი, სუს­ტად ვარ, ჯერ არ­სად წას­ვლა არ შე­მიძ­ლია. მინ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მოვ­ჩნდე.

- იქ გა­ამ­ხელთ, რამ­დე­ნი წლის გახ­დით?

- აი, ეგ არ ვიცი, გა­ვამ­ხელ თუ არა. ისე, იმ­დე­ნი ვი­ძა­ხე ეს 102 წელი, ძვი­რად და­მიჯ­და, ხომ ხე­დავთ, თვა­ლი მეცა. ახლა შე­ვამ­ცი­რე, 90-ზე ჩა­მო­ვე­დი. მე­ყო­ფა (იცი­ნის).

- იქ­ნებ, მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლოთ, რამ­დე­ნი წლის ხართ?

- ვა­ი­მე, ნინო, იმ­დე­ნი მო­ვი­ტყუე, აღარ მახ­სოვს. სა­მა­მუ­ლო ომის დროს და­ვი­ბა­დე, ოღონდ და­სა­წყის­ში თუ ბო­ლო­ში, მა­გას აღარ გე­ტყვით. იცი, რა, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, იმ­დე­ნი წლის ხარ, ასე არ არის, ნინო?

- ასეა ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრო­მელ ჟა­ნას რომ არ მო­ე­წო­ნეთ?

- (იცი­ნის) ვა­ი­მე, ჟანა, რა სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი იყო ეგ, მო­გი­ყე­ვი უკვე?

- დიახ, დავ­წე­რეთ კი­დეც სა­იტ­ზე.

- საყ­ვა­რე­ლი, რო­გორ მი­თხრა, რა კა­კუ­ლი­ა­სა­ვით ლა­პა­რა­კო­ბო (იცი­ნის). შოკი მი­ი­ღო, კა­კუ­ლია ვარ-მეთ­ქი, რომ ვუ­თხა­რი. რას ამ­ბობ, კაცო, რასა ჰგავ­ხარ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა ლა­მა­ზი ხარო. მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო ამ ამ­ბავ­ზე ვა­ცი­ნე. ყვე­ლას ვუყ­ვე­ბო­დი, თან რო­გო­რი გა­ფორ­მე­ბა ვიცი?.. მერე სომ­ხუ­რად ვუმ­ღე­რე და ჟა­ნამ და­ი­ჯე­რა, ეთე­რი რომ ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, კარ­გი დრო ვა­ტა­რეთ, რაა (იღი­მე­ბა).

- სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

- ჰო, აბა! ექი­მებს სულ ჩემს კუ­რი­ო­ზებს ვუყ­ვე­ბო­დი.

- ის­რა­ელ­შიც სიმ­ღე­რით წახ­ვე­დით, აე­რო­პორ­ტი­დან რე­პორ­ტა­ჟი ვნა­ხეთ...

- ჰო, აბა, რო­გორ? აე­რო­პორ­ტში ებ­რა­უ­ლი სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. ჩემს შვილ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი. ისე მო­მი­ა­რა ჩემ­მა შვილ­მა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ის­რა­ელ­ში ორი, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დამ­ხვდა, მა­ნა­ნა და მა­რი­ნა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ის­რა­ე­ლი, თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეთერ კაკულია: ''უფალმა ავად გამხადა, რომ მისი საფლავი მენახა''

ეთერ კაკულია: ''უფალმა ავად გამხადა, რომ მისი საფლავი მენახა''

მას მერე, რაც ეთერ კაკულიას ავადმყოფობის შესახებ გახდა ცნობილი, რედაქციაში ზარები არ წყდება. მკითხველი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა დაინტერესებული.

ქალბატონი ეთერი ისრაელში შვილთან ერთად გაემგზავრა, სადაც ოპერაცია და ერთი ქიმიოთერაპია გაიკეთა. ახლა თბილისში განაგრძობს მკურნალობას. ცოტა ხნის წინ მომღერალი პატრიარქმაც მოინახულა. ჩვენ ქალბატონ ეთერს სახლში ვესტუმრეთ.

- მკურნალობამ, ალბათ, გამოიღო შედეგი, მინდა კარგად ვიყო. ერთი ქიმიოთერაპია დამრჩა. ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, ნინო?

- არამხოლოდ. უბრალოდ, ინტერესი დიდია, ჩვენთან რეკავენ რედაქციაში, თქვენს ამბავს გვეკითხებიან...

- ვიცი, ჰო. წარმოდგენა არ მაქვს, რით დავიმსახურე ხალხის ასეთი სითბო და სიყვარული.

- ალბათ, პოზიტივით, პირველ რიგში.

- მეც ხომ მემჩნევა, რომ ვგიჟდები არა, ხალხზე. ჩემი ხასიათი, ჩემი იუმორი... სულ ვიცოდი, რომ ვუყვარდი ხალხს, მაგრამ ახლა, როცა ეს ავადმყოფობა შემომეპარა, გაოგნებული ვარ, უცხოეთიდან მირეკავენ, ჩემს ამბავს კითხულობენ, ''08'' შემომეხმიანა, როგორ ხართ, ხალხი გვირეკავს, თქვენს ამბავს გვეკითხებაო. გაოგნებული ვარ, დედას გეფიცებით. ამ სიყვარულით ვარსებობ. ახლა, ალბათ, ვარსკვლავს გამიხსნიან და ყველა ეს ადამიანი მინდა დავპატიჟო, ვისაც ასე ძალიან ვუყვარვარ. ფილარმონიაში ჩემი კონცერტით მსურს მოვეფერო ყველას. 10 წლის წინ უნდა გაეხსნათ ვარსკვლავი, მაგრამ არ მოვინდომე.

- თავად თქვით უარი?

- ჰო, დამეზარა. ვიხუმრე კიდეც, ოქიტაშვილს ვუთხარი, დათო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა მოკვდა და არ მინდა-მეთქი. ახლა უკვე მეუხერხულება, ყველა მეკითხება, სად არის შენი ვარსკვლავიო. თან, მეც მინდა უკვე. 29 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა, ამ დღეს დავამთხვევ ალბათ ვარსკვლავის გახსნასაც. ახლა არსად არ გამოვდივარ, მირეკავენ გადაცემებიდან, ყველას უარს ვეუბნები, სუსტად ვარ, ჯერ არსად წასვლა არ შემიძლია. მინდა, დაბადების დღეზე გამოვჩნდე.

- იქ გაამხელთ, რამდენი წლის გახდით?

- აი, ეგ არ ვიცი, გავამხელ თუ არა. ისე, იმდენი ვიძახე ეს 102 წელი, ძვირად დამიჯდა, ხომ ხედავთ, თვალი მეცა. ახლა შევამცირე, 90-ზე ჩამოვედი. მეყოფა (იცინის).

- იქნებ, მაინც გაგვიმხილოთ, რამდენი წლის ხართ?

- ვაიმე, ნინო, იმდენი მოვიტყუე, აღარ მახსოვს. სამამულო ომის დროს დავიბადე, ოღონდ დასაწყისში თუ ბოლოში, მაგას აღარ გეტყვით. იცი, რა, როგორც გამოიყურები, იმდენი წლის ხარ, ასე არ არის, ნინო?

- ასეა ნამდვილად, მაგრამ საავადმყოფოს თანამშრომელ ჟანას რომ არ მოეწონეთ?

- (იცინის) ვაიმე, ჟანა, რა სასაცილო ამბავი იყო ეგ, მოგიყევი უკვე?

- დიახ, დავწერეთ კიდეც საიტზე.

- საყვარელი, როგორ მითხრა, რა კაკულიასავით ლაპარაკობო (იცინის). შოკი მიიღო, კაკულია ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი. რას ამბობ, კაცო, რასა ჰგავხარ, ტელევიზორში რა ლამაზი ხარო. მთელი საავადმყოფო ამ ამბავზე ვაცინე. ყველას ვუყვებოდი, თან როგორი გაფორმება ვიცი?.. მერე სომხურად ვუმღერე და ჟანამ დაიჯერა, ეთერი რომ ვიყავი. მოკლედ, კარგი დრო ვატარეთ, რაა (იღიმება).

- საავადმყოფოში?

- ჰო, აბა! ექიმებს სულ ჩემს კურიოზებს ვუყვებოდი.

- ისრაელშიც სიმღერით წახვედით, აეროპორტიდან რეპორტაჟი ვნახეთ...

- ჰო, აბა, როგორ? აეროპორტში ებრაული სიმღერა შევასრულე. ჩემს შვილთან ერთად ვიყავი წასული. ისე მომიარა ჩემმა შვილმა, გაოგნებული ვარ. ისრაელში ორი, იქ მცხოვრები ქართველი ქალბატონი დამხვდა, მანანა და მარინა. ძალიან მომეწონა ისრაელი, თბილი ხალხი ცხოვრობს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება