პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს
Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy-ის რე­დაქ­ცია არ აპი­რებს, შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნოს მა­სა­ლა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნის თე­მას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა­ში გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა სტა­ტი­ის ავ­ტორს, ჯონ ჰადსონს და სთხო­ვა, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი იყო აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის არ­ჩილ გე­გე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ Foreign Policy-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა მისი კო­მენ­ტა­რი არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა. ჯონ ჰადსონ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­მო­უგ­ზავ­ნა გა­მომ­შვე­ბი რე­დაქ­ტო­რის, იოჩი დრი­ზე­ნის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ჯონ ჰადსო­ნის სტა­ტი­ის რე­დაქ­ტი­რე­ბა სწო­რედ მან მო­ახ­დი­ნა, ისი­ნი პა­სუხს აგე­ბენ მას­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებ­ზე და რა­ი­მეს გას­წო­რე­ბას არ აპი­რე­ბენ. Foreign Policy-ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მას სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აშშ-ში, არ­ჩილ გე­გე­ში­ძე უდას­ტუ­რებს.

"საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნა ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი კვლავ გან­ხილ­ვის ქვე­შაა", - აცხა­დებს გე­გე­ში­ძე გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ რა ფორ­მით მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (ISIS) ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ კო­ა­ლი­ცი­ის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე გა­და­წყდე­ბა.

დღის ბო­ლოს Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ ამე­რი­კას სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა, თა­ვად აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი არ­ჩილ გე­გე­ში­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­ა­დას­ტუ­რა. არ­ჩილ გე­გე­ში­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტმა მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად გა­ი­გო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy-ის რედაქცია არ აპირებს, შესწორება შეიტანოს მასალაში, რომელიც საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის თემას ეხება. აღნიშნული მასალა ამერიკულ გამოცემაში გუშინ გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსმა" წერილობით მიმართა სტატიის ავტორს, ჯონ ჰადსონს და სთხოვა, დაედასტურებინა, რამდენად მართალი იყო აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადება, რომ Foreign Policy-ს ჟურნალისტმა მისი კომენტარი არასწორად გაავრცელა. ჯონ ჰადსონმა "ინტერპრესნიუსს" გამოუგზავნა გამომშვები რედაქტორის, იოჩი დრიზენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯონ ჰადსონის სტატიის რედაქტირება სწორედ მან მოახდინა, ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილ ფაქტებზე და რაიმეს გასწორებას არ აპირებენ. Foreign Policy-ის ცნობით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.

დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა და აღნიშნული არ დაადასტურა. არჩილ გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა