საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ზღვაზე დასასვენებლად გაშვებული შვილი, ერთმა ბიჭმა უკვე ორჯერ მომტაცა''
''ზღვაზე დასასვენებლად გაშვებული შვილი, ერთმა ბიჭმა უკვე ორჯერ მომტაცა''

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ ქალ­ბა­ტონს შევ­ხვდი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა დაქვრივ­და. რო­გორც მი­თხრა, მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია და მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შვილს მი­უ­ძღვნა. ამას წი­ნათ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მან ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ისურ­ვა...

- შვი­ლი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­მოვ­ზარ­დე. რომ არა ჩემი მშობ­ლე­ბი, ძმა და მე­გობ­რე­ბი, არ ვიცი თავს რო­გორ გა­ვი­ტან­დით. მე­უღ­ლე მა­შინ გარ­და­მეც­ვა­ლა, როცა გვან­ცა 4 წლის იყო. ისე­თი გა­მო­უც­დე­ლი და უსუ­სუ­რი ვი­ყა­ვი, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ ვი­ცო­დი. სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი ჩემს გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს დედა აგ­ვა­რებ­და, შემ­დეგ კი - მე­უღ­ლე. 25 წლის ვხდე­ბო­დი, როცა ჩემი მე­უღ­ლე ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა. ანუ ჩემ­სა­ვით კი­დევ ორი ქალი დაქვრივ­და. მათ შო­რის ერთ-ერთს ოჯა­ხი ახა­ლი შექ­მნი­ლი ჰქონ­და, მე­ო­რეს კი ორი შვი­ლი ჰყავ­და. ჩემი გვან­ცა და ის ბავ­შვე­ბი ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. სა­მი­ვეს ერ­თმა­ნე­თი ღვიძ­ლი და­სა­ვით უყ­ვარს. როცა ჩემი მე­უღ­ლე და­ი­ღუ­პა გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მებ­თან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მე­რი­და უცხო ხალ­ხთან ერ­თად დარ­ჩე­ნა.

- "უცხო" რა­ტომ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მა­ინც სა­კუ­თარ ოჯახ­ში მერ­ჩივ­ნა ყოფ­ნა. თან ჩემი მული ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და შვილ­თან ერ­თად ჩემს დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ცხოვ­რობ­და. არ მინ­დო­და მე და ჩემი შვი­ლი მათ­თვის რა­ი­მე სა­ხის ტვირ­თი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ასე რომ 40 დღის შემ­დეგ სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. არ და­გი­მა­ლავთ და გე­ტყვით, რომ პირ­ველ ხანს გვან­ცას ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ ვაქ­ცევ­დი. არც ღა­მით ვიწ­ვენ­დი ჩემ გვერ­დით და არც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დი მის გვერ­დით დროს. ბავ­შვს მა­მა­ჩე­მი ასე­ირ­ნებ­და, დედა აჭ­მევ­და, აბა­ნა­ვებ­და...

- და თქვენ ამ დროს რა საქ­მით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არა­ფერს არ ვა­კე­თებ­დი. თა­ვი­დან ჩემს ოთახ­ში შე­კე­ტი­ლი გა­მუდ­მე­ბით ვტი­რო­დი, შემ­დეგ მე­გობ­რებ­თან სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. შე­მეძ­ლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვმჯდა­რი­ყა­ვი ჩემი რო­მე­ლი­მე მე­გობ­რის სახ­ლში, სამი-ოთხი ჭიქა ყავა და­მე­ლია და დრო უქ­მად გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. არა­და ვხე­დავ­დი, რომ ჩემ­თვის არა­ვის ეცა­ლა. ვინც არ მუ­შა­ობ­და, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, ბავ­შვე­ბი ათას წრე­სა თუ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დაჰ­ყავ­დათ, ოღონდ სახ­ლში არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რამ­დენ­ჯერ­მე ერთ ჩემს და­ქალს თან გავ­ყე­ვი. შვი­ლი ფეხ­ბურთზე დაჰ­ყავ­და და მეც მათ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი. ზოგს სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა­შიც ვეხ­მა­რე­ბო­დი და თან მა­შინ, როცა სახ­ლში არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. არ ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთი ჩემი მე­გობ­რის ქმრის სი­ტყვე­ბი. ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაღ­ლი­ლი დაბ­რუნ­და და მი­სა­ღებ­ში, ისევ ყა­ვის ჭი­ქით ხელ­ში რომ და­მი­ნა­ხა, სახე შე­ეც­ვა­ლა. ეტყო­ბა ნერ­ვე­ბი ვე­ღარ მო­თო­კა და მი­თხრა, აქ ჯდო­მას, ჭო­რა­ო­ბას და ყა­ვის სმას, არ გირ­ჩევ­ნია შვილს მი­ხე­დოო?! ეს სი­ტყვე­ბი გულ­ზე მომ­ხვდა. ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. მე­გო­ბა­რი უკან და­მე­დევ­ნა, ბო­დიშს მიხ­დი­და, მაგ­რამ მის­თვის არ მო­მის­მე­ნია. ის ღამე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე. ვტი­რო­დი და თან ჩემს საქ­ცი­ელ­ზე ვფიქ­რობ­დი. მე­ო­რე დღი­დან სა­ოც­რად შე­ვიც­ვა­ლე. ჩემი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი შვი­ლი გახ­და. ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო ჩემი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­და­სახ­ვით, ეტყო­ბა ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ბავ­შვი მძულ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

''ზღვაზე დასასვენებლად გაშვებული შვილი, ერთმა ბიჭმა უკვე ორჯერ მომტაცა''

''ზღვაზე დასასვენებლად გაშვებული შვილი, ერთმა ბიჭმა უკვე ორჯერ მომტაცა''

რამდენიმე დღის წინ ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა. როგორც მითხრა, მეორედ გათხოვებაზე არასოდეს უფიქრია და მთელი თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. ამას წინათ ქალბატონ ნინოს შვილთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რომლის შესახებაც მან ჩვენთან საუბარი ისურვა...

- შვილი უკიდურეს გაჭირვებაში გამოვზარდე. რომ არა ჩემი მშობლები, ძმა და მეგობრები, არ ვიცი თავს როგორ გავიტანდით. მეუღლე მაშინ გარდამეცვალა, როცა გვანცა 4 წლის იყო. ისეთი გამოუცდელი და უსუსური ვიყავი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. სანამ გავთხოვდებოდი ჩემს გასაკეთებელ საქმეს დედა აგვარებდა, შემდეგ კი - მეუღლე. 25 წლის ვხდებოდი, როცა ჩემი მეუღლე ორ მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ანუ ჩემსავით კიდევ ორი ქალი დაქვრივდა. მათ შორის ერთ-ერთს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა, მეორეს კი ორი შვილი ჰყავდა. ჩემი გვანცა და ის ბავშვები ერთად გაიზარდნენ. სამივეს ერთმანეთი ღვიძლი დასავით უყვარს. როცა ჩემი მეუღლე დაიღუპა გადავწყვიტე ჩემებთან დავბრუნებულიყავი. რაღაცნაირად მომერიდა უცხო ხალხთან ერთად დარჩენა.

- ''უცხო'' რატომ?

- მიუხედავად იმისა, რომ მათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაინც საკუთარ ოჯახში მერჩივნა ყოფნა. თან ჩემი მული ქმარს გაშორებული იყო და შვილთან ერთად ჩემს დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა. არ მინდოდა მე და ჩემი შვილი მათთვის რაიმე სახის ტვირთი ვყოფილიყავით. ასე რომ 40 დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირველ ხანს გვანცას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. არც ღამით ვიწვენდი ჩემ გვერდით და არც დღის განმავლობაში ვატარებდი მის გვერდით დროს. ბავშვს მამაჩემი ასეირნებდა, დედა აჭმევდა, აბანავებდა...

- და თქვენ ამ დროს რა საქმით იყავით დაკავებული?

- არაფერს არ ვაკეთებდი. თავიდან ჩემს ოთახში შეკეტილი გამუდმებით ვტიროდი, შემდეგ მეგობრებთან სიარული დავიწყე. შემეძლო რამდენიმე საათი ვმჯდარიყავი ჩემი რომელიმე მეგობრის სახლში, სამი-ოთხი ჭიქა ყავა დამელია და დრო უქმად გამეტარებინა. არადა ვხედავდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა. ვინც არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დატვირთული, ბავშვები ათას წრესა თუ გაკვეთილებზე დაჰყავდათ, ოღონდ სახლში არ ვყოფილიყავი და რამდენჯერმე ერთ ჩემს დაქალს თან გავყევი. შვილი ფეხბურთზე დაჰყავდა და მეც მათთან ერთად დავდიოდი. ზოგს სადილების კეთებაშიც ვეხმარებოდი და თან მაშინ, როცა სახლში არაფერი მიკეთებია. არ ვიცი ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ჩემი მეგობრის ქმრის სიტყვები. ერთხელ სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდა და მისაღებში, ისევ ყავის ჭიქით ხელში რომ დამინახა, სახე შეეცვალა. ეტყობა ნერვები ვეღარ მოთოკა და მითხრა, აქ ჯდომას, ჭორაობას და ყავის სმას, არ გირჩევნია შვილს მიხედოო?! ეს სიტყვები გულზე მომხვდა. ავდექი და წამოვედი. მეგობარი უკან დამედევნა, ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ მისთვის არ მომისმენია. ის ღამე თეთრად გავათენე. ვტიროდი და თან ჩემს საქციელზე ვფიქრობდი. მეორე დღიდან საოცრად შევიცვალე. ჩემი მთავარი საზრუნავი შვილი გახდა. ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. ყველა გაკვირვებული იყო ჩემი მოულოდნელი გარდასახვით, ეტყობა ყველას ეგონა, რომ ბავშვი მძულდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია