Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე "როიტერიც" წერს
საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე "როიტერიც" წერს

გა­მო­ცე­მა "რო­ი­ტე­რი" უო­რენ შტრო­ბე­ლის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ ვა­შინგტონს სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა.

"აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ს სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გან­თავ­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ უც­ნო­ბია, მი­ი­ღებს თუ არა ვა­შინგტო­ნი თბი­ლი­სის შე­თა­ვა­ზე­ბას", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, "რო­ი­ტე­რის" სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ბევ­რი ქვე­ყა­ნა ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას შეს­თა­ვა­ზებს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს 54 ქვეყ­ნის სია აქვს, რომ­ლე­ბიც აშშ-ს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნას და­პირ­დნენ. ავ­ტო­რის თა­ნახ­მად, მათ შო­რის არი­ან ქვეყ­ნე­ბი და­წყე­ბუ­ლი ან­დო­რას პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნით. ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი გა­უ­წევს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა.

გუ­შინ ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ ამე­რი­კას სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა. ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მას აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აშშ-ში, არ­ჩილ გე­გე­ში­ძე უდას­ტუ­რებ­და.

"საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნა ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, თუმც ეს სა­კი­თხი კვლავ გან­ხილ­ვის ქვე­შაა", - აცხა­დებს გე­გე­ში­ძე გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ­ვე კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ რა ფორ­მით მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (ISIS) ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ კო­ა­ლი­ცი­ის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე გა­და­წყდე­ბა.

Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვად არ­ჩილ გე­გე­ში­ძე და აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­ა­დას­ტუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აშშ-ში ვა­რა­უ­დობს, რმ გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტმა მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად გა­ი­გო.

"თუ დად­გა ეს სა­კი­თხი, ისე­ვე, რო­გორც სხვა სა­კი­თხე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დე­ბა, გა­ნი­ხი­ლავს მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე. ეს პა­სუ­ხი არა­ნა­ი­რად არ ნიშ­ნავს რა­ი­მე­ზე დას­ტურს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა კაცი ჩანს, უზუს­ტო­ბა და­უშ­ვა. რო­გორც ჩანს, უცხო­ურ მე­დი­ა­შიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ხან­და­ხან არ­სე­ბობს. მან ცი­ტა­ტის სა­ხით მო­იყ­ვა­ნა ჩემი აზრი, რო­მე­ლიც მე არ გა­მო­მი­ხა­ტავს", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გე­გე­ში­ძემ.

"რო­ი­ტერ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია დღეს "ნიუ იორკ თა­იმსმა" გა­ავ­რცე­ლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე "როიტერიც" წერს

საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე "როიტერიც" წერს

გამოცემა "როიტერი" უორენ შტრობელის სტატიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა.

"აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, მაგრამ უცნობია, მიიღებს თუ არა ვაშინგტონი თბილისის შეთავაზებას", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, "როიტერის" სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სავარაუდოდ ბევრი ქვეყანა ძირითადად პოლიტიკურ მხარდაჭერას შესთავაზებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტს 54 ქვეყნის სია აქვს, რომლებიც აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანას დაპირდნენ. ავტორის თანახმად, მათ შორის არიან ქვეყნები დაწყებული ანდორას პატარა რესპუბლიკიდან, დამთავრებული უკრაინით. ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ის ოფიციალური პირის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ პროცესს კოორდინაციას სპეციალური ჯგუფი გაუწევს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ამ მიზნით შეიქმნა.

გუშინ ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამერიკულ გამოცემას აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებდა.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმც ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინვე კომენტარი გაკეთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.

Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად არჩილ გეგეშიძე და აღნიშნული არ დაადასტურა. საქართველოს ელჩი აშშ-ში ვარაუდობს, რმ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

"თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, უზუსტობა დაუშვა. როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

"როიტერში" გამოქვეყნებული სტატია დღეს "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა