სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი
მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი

მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი გახ­და. ambebi.ge-ს რამ­დე­ნი­მე მშო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ შარ­შან მო­საკ­რე­ბე­ლი 20 ლარი იყო, წელს კი გა­ი­ზარ­და და 50 ლარი გახ­და. რე­ა­გის­ტრა­ცი­ის მო­საკ­რე­ბე­ლის სა­ფა­სუ­რის ზრდას არ ადას­ტუ­რე­ბენ სა­სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და აცხა­დე­ბენ, რომ გა­და­სა­ხა­დი გა­სულ წელ­საც 50 ლარს შე­ად­გენ­და, თუმ­ცა გა­სულ წელს მშობ­ლებს თან­ხის ორ ნა­წი­ლად გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქ­ნო­დათ. რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, იმის გამო, რომ მე­ო­რე ნა­წი­ლი მშობ­ლებ­მა აღარ გა­და­ი­ხა­დეს, გა­და­წყდა, რე­გის­ტრა­ცი­ის მო­საკ­რე­ბე­ლი ერ­თი­ა­ნად, სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ხა­დონ.

მათ, ვი­საც შვი­ლი უფა­სო წრე­ებ­ზე შე­ყავს, ამ თან­ხის გა­დახ­და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად მი­აჩ­ნი­ათ. თუმ­ცა მათ, ვინც ფა­სი­ან წრე­ზე და­დის, პირ­ველ სას­წავ­ლო თვეს მო­საკ­რე­ბელ­თან ერ­თად 25 - 50 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს. სწო­რედ 25-დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს ფა­სი­ა­ნი, მათ შო­რის ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის, ხატ­ვის, წრე­ე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი.

"შარ­შან მო­საკ­რე­ბე­ლი 20 ლარი იყო, წელს 50 ლარი გახ­და. მო­საკ­რე­ბელ­ში შე­დი­ო­და პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის დამ­ზა­დე­ბა. ტურ­ნი­კე­ტე­ბი და­იდ­გა შე­სას­ვლელ­ში და ბავ­შვებს ბა­რა­თით უწევთ შეს­ვლა. გარ­და მო­საკ­რებ­ლი­სა, მოს­წავ­ლემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს ყო­ველ­თვი­უ­რი სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დიც. რა­ტომ გა­ი­ზარ­და ეს მო­საკ­რე­ბე­ლი, ჩვენ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია. 20 ლარს კი­დევ ვიხ­დი­დით, ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია ერ­თი­ა­ნად 50 ლა­რის გა­დახ­და, იმი­ტომ რომ გა­და­სა­ხა­დი ზოგ წრე­ზე 50 ლა­რია ზოგ­ზე 40 და ა.შ. ანუ ერ­თბა­შად შე­იძ­ლე­ბა 100 ლა­რის გა­დახ­დაც კი მოგ­ვხდეს. ისიც გა­ურ­კვე­ვე­ლია, რის­თვის ვიხ­დით ამ მო­საკ­რე­ბელს", - ამ­ბობს ერთ-ერთი მშო­ბე­ლი.

50 ლა­რი­ა­ნი მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­და რომ ბევ­რი მშობ­ლის­თვის პრობ­ლე­მაა, ამას სა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლიც ადას­ტუ­რებს. მათი თქმით, მო­საკ­რებ­ლის გამო მოს­წავ­ლე­თა ნა­კა­დი შემ­ცირ­და.

"უამ­რა­ვი ბავ­შვია ჩა­წე­რი­ლი, მაგ­რამ მომ­სვლე­ლე­ბი აღარ არი­ან. რე­გის­ტრა­ცი­ას უკვე აღარ გა­დი­ან. მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი მო­დი­ან, რად­გან მათ ეს გა­და­სა­ხა­დე­ბი არ ეხე­ბათ", - ამ­ბობს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ambebi.ge აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მოს­წავ­ლე­თა სა­სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ლიკა ლო­მი­ნა­ძეს ესა­უბ­რა. რო­გორც ლო­მი­ნა­ძე აცხა­დებს, მო­საკ­რე­ბე­ლი არ გაზ­რდი­ლა და ის შარ­შა­ნაც 50 ლარს შე­ად­გენ­და. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, მო­საკ­რებ­ლის თან­ხა გა­სულ წელს უფა­სო სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას მოხ­მარ­და, წელს კი იგეგ­მე­ბა, რომ რე­ა­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რით სა­სახ­ლე­ში შე­სუ­ლი თან­ხა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს მოხ­მარ­დეს.

"მო­საკ­რე­ბე­ლი შარ­შა­ნაც შე­ად­გენ­და 50 ლარს. მაგ­რამ იყო ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი იყო 20 ლარი, მე­ო­რე 30. მოხ­და ისე, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა გა­დამ­ხდე­ლებ­მა 20 ლარი გა­და­ი­ხა­დეს, ია­რეს და მე­ო­რე ნა­წი­ლი არ გა­და­ი­ხა­დეს. წელს კა­ტე­გო­რი­უ­ლი მი­თი­თე­ბა მი­ვი­ღეთ ზემ­დგო­მი ორ­გა­ნო­დან, რომ ამ პრო­დუქ­ტის და­ნა­წი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეს არის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი. ჩვენ­თან არის ტურ­ნი­კე­ტი, ჩანს, რომ ბავ­შვი და­დის და ფული არ შე­მო­დის - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რითი და­ვა­სა­ბუ­თოთ, ეს ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვის ნი­შანს იწ­ვევ­და. ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი საკ­მა­ოდ მცი­რეა. სა­ხელ­მწი­ფო გვი­ყოფს გარ­კვე­ულ ბი­უ­ჯეტს, რო­მე­ლიც წელს მთლი­ა­ნად პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფა­სებ­ზე წა­ვი­და, გარ­და ამი­სა, სა­სახ­ლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა 360 თა­ნამ­შრო­მე­ლი და ჰყავ­და 4000 მოს­წავ­ლე და ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯე­ბი აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს და­მა­ტე­ბით თან­ხე­ბი მთლი­ა­ნად ნა­წილ­დე­ბა სა­სახ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლო­მი­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­სახ­ლე­ში მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვა­თე­ბიც, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან გა­და­სა­ხა­დის­გან. შე­ღა­ვა­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ოჯა­ხი­დან ორი ან მეტი ბავ­შვის სწავ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. ლო­მი­ნა­ძე უარ­ყოფს მოს­წავ­ლე­თა შემ­ცი­რე­ბა­საც და ამ­ბობს, რომ პი­რი­ქით, სა­სახ­ლე­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი

მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დარეგისტრირების საფასური მოსწავლეთა მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. ambebi.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ შარშან მოსაკრებელი 20 ლარი იყო, წელს კი გაიზარდა და 50 ლარი გახდა. რეაგისტრაციის მოსაკრებელის საფასურის ზრდას არ ადასტურებენ სასახლის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ გადასახადი გასულ წელსაც 50 ლარს შეადგენდა, თუმცა გასულ წელს მშობლებს თანხის ორ ნაწილად გადახდის საშუალება ჰქნოდათ. როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, იმის გამო, რომ მეორე ნაწილი მშობლებმა აღარ გადაიხადეს, გადაწყდა, რეგისტრაციის მოსაკრებელი ერთიანად, სასწავლო წლის დასაწყისში გადაიხადონ.

მათ, ვისაც შვილი უფასო წრეებზე შეყავს, ამ თანხის გადახდა შედარებით მარტივად მიაჩნიათ. თუმცა მათ, ვინც ფასიან წრეზე დადის, პირველ სასწავლო თვეს მოსაკრებელთან ერთად 25 - 50 ლარის გადახდა მოუწევს. სწორედ 25-დან 50 ლარამდე მერყეობს ფასიანი, მათ შორის ცეკვის, სიმღერის, ხატვის, წრეების ყოველთვიური გადასახადი.

"შარშან მოსაკრებელი 20 ლარი იყო, წელს 50 ლარი გახდა. მოსაკრებელში შედიოდა პლასტიკური ბარათის დამზადება. ტურნიკეტები დაიდგა შესასვლელში და ბავშვებს ბარათით უწევთ შესვლა. გარდა მოსაკრებლისა, მოსწავლემ უნდა გადაიხადოს ყოველთვიური სწავლის გადასახადიც. რატომ გაიზარდა ეს მოსაკრებელი, ჩვენთვის გაურკვეველია. 20 ლარს კიდევ ვიხდიდით, ახლა ძალიან ძნელია ერთიანად 50 ლარის გადახდა, იმიტომ რომ გადასახადი ზოგ წრეზე 50 ლარია ზოგზე 40 და ა.შ. ანუ ერთბაშად შეიძლება 100 ლარის გადახდაც კი მოგვხდეს. ისიც გაურკვეველია, რისთვის ვიხდით ამ მოსაკრებელს", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

50 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა რომ ბევრი მშობლისთვის პრობლემაა, ამას სასახლის თანამშრომლების ნაწილიც ადასტურებს. მათი თქმით, მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა.

"უამრავი ბავშვია ჩაწერილი, მაგრამ მომსვლელები აღარ არიან. რეგისტრაციას უკვე აღარ გადიან. მხოლოდ სოციალურად დაუცველები მოდიან, რადგან მათ ეს გადასახადები არ ეხებათ", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ambebi.ge აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეთა სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლიკა ლომინაძეს ესაუბრა. როგორც ლომინაძე აცხადებს, მოსაკრებელი არ გაზრდილა და ის შარშანაც 50 ლარს შეადგენდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მოსაკრებლის თანხა გასულ წელს უფასო სექტორში მოღვაწე მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას მოხმარდა, წელს კი იგეგმება, რომ რეაგისტრაციის საფასურით სასახლეში შესული თანხა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდეს.

"მოსაკრებელი შარშანაც შეადგენდა 50 ლარს. მაგრამ იყო ორ ნაწილად გაყოფილი. პირველი ნაწილი იყო 20 ლარი, მეორე 30. მოხდა ისე, რომ არაკეთილსინდისიერმა გადამხდელებმა 20 ლარი გადაიხადეს, იარეს და მეორე ნაწილი არ გადაიხადეს. წელს კატეგორიული მითითება მივიღეთ ზემდგომი ორგანოდან, რომ ამ პროდუქტის დანაწილება არ შეიძლება, რადგან ეს არის რეგისტრაციის საფასური. ჩვენთან არის ტურნიკეტი, ჩანს, რომ ბავშვი დადის და ფული არ შემოდის - ასეთ შემთხვევაში რითი დავასაბუთოთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევდა. ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა. სახელმწიფო გვიყოფს გარკვეულ ბიუჯეტს, რომელიც წელს მთლიანად პედაგოგების ხელფასებზე წავიდა, გარდა ამისა, სასახლეს ემსახურება 360 თანამშრომელი და ჰყავდა 4000 მოსწავლე და ძალიან დიდი ხარჯები აქვს. აქედან გამომდინარე ეს დამატებით თანხები მთლიანად ნაწილდება სასახლის საჭიროებებზე", - განაცხადა ლომინაძემ.

მისივე თქმით, სასახლეში მოქმედებს სხვადასხვა შეღავათებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლეები გათავისუფლებული არიან გადასახადისგან. შეღავათები ვრცელდება ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაშიც. ლომინაძე უარყოფს მოსწავლეთა შემცირებასაც და ამბობს, რომ პირიქით, სასახლეში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია