მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ კო­ა­ლი­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში - "სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის საწ­ვრთნე­ლი ბა­ნა­კის გან­თავ­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა".

რის­კის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ჯონ ჰადსო­ნი ასა­ხე­ლებს 14 სექ­ტემ­ბერს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­ხელ­წო­დე­ბით "გზავ­ნი­ლი ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ებს", სა­დაც ასა­ხუ­ლია, რო­გორ მოკ­ვე­თეს თავი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ბრი­ტა­ნე­თის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ დე­ვიდ ჰე­ინსს.

"სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე ესა­ზღვრე­ბა ნატო-ს წევრ თურ­ქეთს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­ექ­ცა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბის" თავ­დას­ხმის ქვეშ. 11 ივ­ნისს "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ერა­ყის ქა­ლაქ მო­სულ­ში თურ­ქე­თის სა­კონ­სუ­ლო და­არ­ბია, აიყ­ვა­ნეს ტყვედ 49 თა­ნამ­შრო­მე­ლი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 19 სექ­ტემ­ბერს გა­უ­ხა­მა­უ­რე­ბე­ლი გა­რი­გე­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს", - წერს ავ­ტო­რი.

ამას­თან, ჯონ ჰადსო­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, სა­ეჭ­ვოა, სა­ქარ­თვე­ლომ მალე მი­ი­ღოს ნატო-ს წევ­რო­ბა, ან მი­ი­ღოს სა­ერ­თოდ. მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა ამ მხრივ ქვეყ­ნის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი - აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თია.

"2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რჩე­ბი­ან. ამან კი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში აღ­ძრა შიში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, ერთ დღეს ალი­ანსსა და რუ­სეთს შო­რის კონფრონ­ტა­ცია გა­აძ­ლი­ე­როს მე­ხუ­თე მუხ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ალი­ან­სის ერთ რო­მე­ლი­მე წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის ზო­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ავ­ტო­რი ცი­ტი­რებს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის დე­ი­მონ უილ­სო­ნის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ნატო, თუ ყვე­ლა მისი წევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დო­ნე­ზე შე­ი­ტანს წვლილს.

"ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო წვლი­ლის შე­ტა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის სფე­რო­ში თანმშრომ­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს მო­კავ­ში­რის მო­დე­ლია", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ის სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა.

ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს აშშ-ის სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, არ­ჩილ გე­გე­ში­ძის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ამე­რი­კულ მხა­რეს ცენ­ტრის გახ­სნა ქარ­თულ­მა მხა­რემ შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი კვლავ გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში - "საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის განთავსება შესთავაზა".

რისკის თვალსაზრისით ერთ-ერთ მაგალითად სტატიის ავტორი ჯონ ჰადსონი ასახელებს 14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, სახელწოდებით "გზავნილი ამერიკის მოკავშირეებს", სადაც ასახულია, როგორ მოკვეთეს თავი "ისლამური სახელმწიფოს" მეამბოხეებმა ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომელ დევიდ ჰეინსს.

"საქართველო ასევე ესაზღვრება ნატო-ს წევრ თურქეთს, რომელიც თავადაც მოექცა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" თავდასხმის ქვეშ. 11 ივნისს "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულო დაარბია, აიყვანეს ტყვედ 49 თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც 19 სექტემბერს გაუხამაურებელი გარიგების შედეგად გაათავისუფლეს", - წერს ავტორი.

ამასთან, ჯონ ჰადსონი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს შეთავაზებისა, საეჭვოა, საქართველომ მალე მიიღოს ნატო-ს წევრობა, ან მიიღოს საერთოდ. მისივე თქმით, მთავარი დაბრკოლება ამ მხრივ ქვეყნის სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთია.

"2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში შეჭრის შემდეგ ამ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან. ამან კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღძრა შიში, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, ერთ დღეს ალიანსსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია გააძლიეროს მეხუთე მუხლის ფარგლებში, რომელიც ალიანსის ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს", - წერს სტატიის ავტორი.

ავტორი ციტირებს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის კომენტარს, რომელიც აცხადებს, თუ რამდენად ეფექტური იქნება ნატო, თუ ყველა მისი წევრი ქვეყანა საქართველოს დონეზე შეიტანს წვლილს.

"ავღანეთის ოპერაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილის შეტანიდან დაწყებული, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და დაზვერვის სფეროში თანმშრომლობით დამთავრებული, საქართველო ნატო-ს მოკავშირის მოდელია", - წერია სტატიაში.

Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ის საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ცენტრის გახსნა ქართულმა მხარემ შესთავაზა, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის საგანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა